სალხინო (ვანის მუნიციპალიტეტი)

სოფელი საქართველოში, ვანის მუნიციპალიტეტში.
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ სალხინო (მრავალმნიშვნელოვანი).

სალხინო (ყოფ. საქორხიდე) — სოფელი საქართველოში, იმერეთის მხარის ვანის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფელი: ზენობანი). მდებარეობს მდინარე სულორის (რიონის მარცხენა შენაკადი) ნაპირებზე. ზღვის დონიდან 100 მეტრი. ვანიდან 3 კილომეტრი.

სოფელი
სალხინო

ჩინთოურას წყარო ზენობნის საზღვართან
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე იმერეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ვანის მუნიციპალიტეტი
თემი სალხინო
კოორდინატები 42°04′23″ ჩ. გ. 42°32′37″ ა. გ. / 42.07306° ჩ. გ. 42.54361° ა. გ. / 42.07306; 42.54361
ადრეული სახელები საქორხიდე
ცენტრის სიმაღლე 100
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა 1321[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99,9 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
სალხინო (ვანის მუნიციპალიტეტი) — საქართველო
სალხინო (ვანის მუნიციპალიტეტი)
სალხინო (ვანის მუნიციპალიტეტი) — იმერეთის მხარე
სალხინო (ვანის მუნიციპალიტეტი)

2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობდა 1820 (ზენობნის ჩათვლით) ადამიანი და მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით, მუნიციპალიტეტის მეორე დასახლებული პუნქტი იყო ქალაქ ვანის შემდეგ. გავრცელებული გვარებია: ძაგნიძე, ბაღდავაძე, დვალიშვილი, ქიმუცაძე, ლორთქიფანიძე, ეფრემიძე, ტრაპაიძე, როხვაძე და ჩახუნაშვილი.

სოფელს ესაზღვრება ქალაქი ვანი, დიხაშხო, ზენობანი, ზედა ვანი, ტყელვანი და გადიდი. სოფელში არის თერმული წყლების რამდენიმე წერტილი.

სოფელში დაიბადა ცნობილი მეცნიერი პედაგოგიკის დარგში, აკადემიკოსი დავით ლორთქიფანიძე.

დემოგრაფია

რედაქტირება
აღწერის წელი მოსახლეობა
2002 1925[2][3]
2014 1321

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
  2. pop-stat.mashke.org — საქართველოს დასახლებული პუნქტების მოსახლეობა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-19. ციტირების თარიღი: 2014-06-07.
  3. საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტი — სოფლების მოსახლეობა 2002 წელი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-19. ციტირების თარიღი: 2016-11-20.