დიხაშხო

სოფელი საქართველოში, ვანის მუნიციპალიტეტში.

დიხაშხოსოფელი საქართველოში, იმერეთის მხარის ვანის მუნიციპალიტეტში, ადმინისტრაციული ერთეულის ცენტრი (სოფლები: ისრითი, ციხისუბანი).

სოფელი
დიხაშხო
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე იმერეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ვანის მუნიციპალიტეტი
თემი დიხაშხო
კოორდინატები 42°04′02″ ჩ. გ. 42°33′56″ ა. გ. / 42.06722° ჩ. გ. 42.56556° ა. გ. / 42.06722; 42.56556
პირველი ხსენება XVIII საუკუნე
ცენტრის სიმაღლე 180
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა 1041[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99,7 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
დიხაშხო — საქართველო
დიხაშხო
დიხაშხო — იმერეთის მხარე
დიხაშხო

მდებარეობს იმერეთის სამხრეთ მთისწინეთში, მდინარე სულორის (რიონის მარცხენა შენაკადი) ნაპირზე, ზღვის დონიდან 180 მ-ის სიმაღლეზე, ვანიდან 5 კმ-ის დაშორებით.

სახელწოდება „დიხაშხო“ მეგრული წარმოშობისაა და კარგმოსავლიან მიწას ნიშნავს. ისტორიულ წყაროებში მოხსენიებულია XVIII საუკუნეში იოჰან გიულდენშტედტთან. სოფელში შემორჩენილია სამების ერთნავიანი ეკლესია (ინტერიერში არის მოხატულობა და წარწერა), რომელიც, ერთ-ერთი წყაროს ცნობით, 1721 წელსაა აგებული. იმავე წყაროში ნათქვამია, რომ XIX საუკუნის 20-იან წლებში დიხაშხოში თავად ლორთქიფანიძეების კუთვნილი ხის ორი ეკლესია იდგა, რომელთაგან ერთი 1744 წელს იყო აგებული, მეორე — 1812 წელს.

დემოგრაფია

რედაქტირება

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1041 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[2] 1291 603 688
2014[1]   1041 519 522

პიროვნებები

რედაქტირება

სოფელში დაიბადნენ:

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
  2. საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II