ნიკოლოზ აგიაშვილი

ქართველი პუბლიცისტი და მწერალი
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ აგიაშვილი.

ნიკოლოზ (ნიკა) დიმიტრის ძე აგიაშვილი (დ. 1 სექტემბერი, 1903 — გ. 27 ნოემბერი, 1984) — ქართველი მწერალი, მთარგმნელი, ჟურნალისტი. საქართველოს სსრ კულტურის დამსახურებული მუშაკი (1968).

ნიკოლოზ აგიაშვილი
დაბადების თარიღი 1 სექტემბერი, 1903(1903-09-01)
დაბადების ადგილი დიხაშხო, ქუთაისის გუბერნია, რუსეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 27 ნოემბერი, 1984(1984-11-27) (81 წლის)
გარდაცვალების ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
დასაფლავებულია დიდუბის პანთეონი
საქმიანობა ჟურნალისტი, მწერალი, პუბლიცისტი და მთარგმნელი
მოქალაქეობა  სსრკ
 რუსეთის იმპერია
 საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
შვილ(ებ)ი დავით აგიაშვილი

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაიბადა 1903 წლის 1 სექტემბერს ქუთაისის მაზრის სოფელ დიხაშხოში (ახლანდელ ვანის მუნიციპალიტეტში). 1924 წელს დაამთავრა ქუთაისის ჰუმანიტარული ტექნიკუმი (ყოფილი კლასიკური გიმნაზია). სწავლა განაგრძო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) ფილოლოგიის ფაკულტეტის ჟურნალისტიკის განყოფილებაზე, რომელიც დაამთავრა 1928 წელს. სხვადასხვა წლებში მუშაობდა ჟურნალ – გაზეთების: "ახალგაზრდა კომუნისტის”, "სტალინელის” ("ახალი ქუთაისი”), "ჩვენი თაობის”, "კომუნისტის” და "დროშის” რედაქციებში. ნიკა აგიაშვილი წლების განმავლობაში მუშაობდა გამომცემლობა "მერანის” თარგმნილი ლიტერატურის რედაქციის გამგედ. აქტიურად მონაწილეობდა ქუთაისის ლიტერატურული გაზეთის "სიტყვა და საქმის” გამოშვებაში (1934 – 1935 წლებში).

ლიტერატურული მოღვაწეობა დაიწყო უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში, ინტენსიურად 1925 წლიდან. ამავე წლიდან იბეჭდება ნიკა აგიაშვილის წერილები და თარგმანები. იგი იყო შესანიშნავი მთარგმნელ-სტილისტი. ნიკა აგიაშვილი ავტორია მონოგრაფიებისა: "სერვანტესის ცხოვრება”, რომელიც პირველად 1941 წელს დაიბეჭდა (და საერთოდ ხუთჯერ გამოიცა), "ჭაბუკები დარჩნენ მარად”, რომელიც პირველად გამოვიდა 1961 წელს და "ალექსანდრე ნეველი”. მან თარგმნა ჯეკ ლონდონის, ლევ ტოლსტოის, მაქსიმ გორკის, ალექსანდრე პუშკინის, მიხეილ ლერმონტოვის და სხვათა ნაწარმოებები. ნიკა აგიაშვილის შემოქმედებაში სინამდვილისადმი დამოუკიდებლობა გადმოცემულია ტრაგიკული ირონიით. მისი წერილები და მოგონებები ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა შესახებ ფასდაუდებელია.

ნიკა აგიაშვილი გარდაიცვალა 1984 წლის 27 ნოემბერს. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება
  • „სერვანტესის ცხოვრება“, 1941
  • „ჭაბუკები დარჩნენ მარად“, 1961
  • „ალექსანდრე ნეველი“

ლიტერატურა

რედაქტირება
  • რადიანი შ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 55.
  • მარინა გოგოლაძე–გაბუნია – "მწერალთა ბიოგრაფიები", თბ., 2004
  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 30, თბ., 1994

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება