ისრითი
ისრითი — სოფელი საქართველოში, იმერეთის მხარის ვანის მუნიციპალიტეტში (დიხაშხოს თემი), მდებარეობს მდინარე სულორის ხეობაში. ზღვის დონიდან 170 მეტრი, ვანიდან 5 კილომეტრი. სოფელში არის კირქვის კარიერი.
სოფელი | |
---|---|
ისრითი | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | იმერეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ვანის მუნიციპალიტეტი |
თემი | დიხაშხო |
კოორდინატები | 42°03′32″ ჩ. გ. 42°35′29″ ა. გ. / 42.05889° ჩ. გ. 42.59139° ა. გ. |
პირველი ხსენება | XVIII საუკუნე |
ცენტრის სიმაღლე | 170 მ |
მოსახლეობა | 654[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 99,8 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
დემოგრაფია
რედაქტირება2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 654 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
2002[2] | 1075 | 512 | 563 |
2014[1] | 654 | 319 | 335 |
ისტორია
რედაქტირებაპირველად ისტორიულ წყაროებში მოხსენიებულია XVIII საუკუნეში. სოფელში არის შუა საუკუნეების ციხე და ეკლესია. ისრითი იყო თავად ჩიჯავაძეების მამული და საცხოვრებელი ადგილი.[3]
ცნობილი ადამიანები
რედაქტირებასოფელში დაიბადა ქართველი სახელმწიფო მოღვაწე გრიგოლ ლორთქიფანიძე.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 239.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II
- ↑ ჟაკ ფრანსუა გამბა, „მოგზაურობა ამიერკავკასიაში“ გვ. 158 — „განათლება“, თბილისი, 1987