გადიდი
გადიდი — სოფელი საქართველოში, იმერეთის მხარის ვანის მუნიციპალიტეტში. თემის ცენტრი (სოფელი: ონჯოხეთი). მდებარეობს სამხრეთ იმერეთის მთისწინეთზე. მდინარე ღელესყურის შუა დინებაში. ზღვის დონიდან 360 მეტრი, ვანიდან 9 კილომეტრი. ისტორიულ წყაროებში პირველად მოხსენიებულია XVIII საუკუნის II ნახევარში. სოფელში დგას XI საუკუნის ეკლესია. სოფლიდან მაღალია მოსახლეობის მიგრაცია. სოფლის ძირითადი შემოსავლის წყაროა მეთხილეობა. სოფელში გავრცელებულია შემდეგი გვარები: შარაშენიძე, ქიმუცაძე, მსხილაძე, ბელთაძე, ლაგაძე.
სოფელი | |
---|---|
გადიდი | |
გადიდის ეკლესიის წარწერა | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | იმერეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ვანის მუნიციპალიტეტი |
თემი | გადიდი |
კოორდინატები | 42°01′58″ ჩ. გ. 42°31′15″ ა. გ. / 42.03278° ჩ. გ. 42.52083° ა. გ. |
პირველი ხსენება | XVIII საუკუნის II ნახევარი |
ცენტრის სიმაღლე | 360 მ |
მოსახლეობა | 109[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 100 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
დემოგრაფია
რედაქტირება2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 109 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
2002[2] | 252 | 125 | 127 |
2014[1] | 109 | 54 | 55 |
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 621.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II