ქიმუცაძეები

(გადამისამართდა გვერდიდან ქიმუცაძე)

ქიმუცაძე — ქართული გვარი იმერეთში. გავრცელებულია ვანის მუნიციპალიტეტში (სოფ. გადიდი[1], სალხინო და ქალაქი ვანი). გვარი გავრცელებულია ქუთაისში, სამტრედიაში, მცირე რაოდენობით ოზურგეთსა და ბათუმში. ოფიციალური მონაცემებით საქართველოში ამ გვარის 493 ადამიანია რეგისტრირებული, მათ შორის 232 კაცი და 261 ქალი.[2]