ზედა ვანი

სოფელი საქართველოში, ვანის მუნიციპალიტეტში.

ზედა ვანისოფელი საქართველოში, იმერეთის მხარის ვანის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფელი: ტყელვანი). მდებარეობს მდინარე ჭიშურის (რიონის აუზი) ორივე ნაპირზე. ზღვის დონიდან 160 მეტრი, ვანიდან 2,5 კილომეტრი.

სოფელი
ზედა ვანი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე იმერეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ვანის მუნიციპალიტეტი
თემი ზედა ვანი
კოორდინატები 42°04′06″ ჩ. გ. 42°30′59″ ა. გ. / 42.06833° ჩ. გ. 42.51639° ა. გ. / 42.06833; 42.51639
ცენტრის სიმაღლე 160
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა 910[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99,7 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ზედა ვანი — საქართველო
ზედა ვანი
ზედა ვანი — იმერეთის მხარე
ზედა ვანი

დემოგრაფია

რედაქტირება

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 910 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[2] 658 318 340
2014[1]   910 462 448

ზედა ვანის ეკლესია

რედაქტირება

სოფელში დგას XII-XIII საუკუნეების მთავარანგელოზის ეკლესია და სამრეკლო. კარგად გათლილ, ქვით ნაგებ ეკლესიას ჩრდილოეთით და სამხრეთით ნართექსები აქვს, დასავლეთ - ეგვტერი, კარისა და ფანჯრის საპირეები მოჩუქურთმებულია. ეგვტერისა და ნართექსების კედლებზე შემორჩენილია მხატვრობის ფრაგმენტები. პირველი ფენა XII-XIII საუკუნეებს მიეკუთვნება, მეორე - XVII საუკუნისს უგვიანესი არ უნდა იყოს. ქვის ფილების (ლორფინების) სახურავი ჩამოქცეულია. ქვით ნაგები ექვსწახნაგა სამრეკლო XIX ს. მიეკუთვნება. I სართული გადახურულია შეკრული კამარით, II სართული გახსნილია, III სართული კი თაღებით დაკავშირებული სვეტებისაგან შედგება და კონუსისებრი სახურავი აქვს.

სოფლის ტერიტორიაზე შემორჩენილია შუასაუკუნეების ციხის ნანგრევები, მთავარანგელოზის ეკლესიიდან ორ კილომეტრში. „ნაციხვარიდან“ ჩრდილოეთით ნახევარი კილომეტრის დაშორებით, შემორჩენილია ეკლესიის ნანგრევები, რომელთაც „კელენჯვარს“ ან სოსელიების ეკლესიას უწოდებენ.[3].

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
  2. საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II
  3. ვანი III, გვ. 32-33, თბილისი — 1977 წ