ფარნავაზიანები
(გადამისამართდა გვერდიდან ფარნავაზიანთა დინასტია)
ფარნავაზიანები — ქართლის (იბერიის) სამეფო დინასტია ძვ. წ. IV საუკუნის მიწურულს და ახ. წ. VI ს. 20-იანი წლები, რომლის ფუძემდებელი იყო მეფე ფარნავაზ I. დინასტიას ეკუთვნოდნენ იბერიის ცნობილი მეფეები ფარსმან I, ფარსმან II, მირიან III, ვახტანგ I გორგასალი, იყო გურგენი. ზოგიერთ ისტორიულ წყაროებში ქართლის ერის მთავრებიც ფარნავაზიანებად იწოდებოდნენ.
ბაგინეთის მთაში აღმოჩენილი სამეფო სარეცლის ფეხის გარესაკრავი, ახ. წ. II საუკუნე. დაცულია საქართველოს ეროვნულ მუზეუმში თბილისში.[1] | |
ქვეყანა |
იბერია კოლხეთის სამეფო სომხეთი |
---|---|
ფუძე დინასტია | ქართლოსიანი |
ტიტულები |
მეფე სრულიად იბერიისა, მეფე კოლხეთისა, დიდი მეფე იბერთა, მეფე სომხეთისა. |
დამაარსებელი | ფარნავაზ I |
უკანასკნელი მმართველი | ძამანარსე |
დაარსდა | ძვ. წ. 302 |
დაიშალა | ახ. წ. 523[კ 1][2] |
გვერდითი შტოები |
ნებროთიანები არშაკუნიანები ხოსროიანები გუარამიდები |
ეროვნება | ქართველები |
ფარნავაზიანები
- ფარნავაზ I — IV-III საუკ. (მამის სახელი ცნობილი არ არის) მცხეთის მამასახლის სამარას ძმისწული. გამეფდა 27 წლის. იმეფა 65 წელი, აღესრულა 92 წლის.
- საურმაგ I — ფარნავაზის ძე. ძვ. წ. III საუკუნე.
- მირიან I — საურმაგის ძე. ძვ. წ. III საუკუნე.
- ფარნაჯომი — მირიან I-ის ძე. III-II საუკ. მიჯნა.
- არსოკ I — ქართლის მეფე. ძვ. წ. II საუკ.
- არტაგი — ძვ. წ. I საუკ. მისი მეფობის დროს ძვ. წ. 65 წელს იბერიას შემოესია პომპეუსი.
- ფარნავაზ II ანუ ბარტომი — არტაგის ძე.
- მირიან II — I საუკუნე.
- მირდატ I ანუ ადერკი — გამეფდა ქრისტეს დაბადების წელს. მის დროს მოვიდნენ ანდრია პირველწოდებული და სვიმონ კანანელი. თვითონ მირდატ I აღმოჩნდა ქრისტიანობის მოძულე.
- ფარსმან I — ახ. წ. I საუკუნე.
- მირდატ II — ფარსმან I-ის ძე. I საუკუნის 70-80-იანი წლები.
- ქართამი — ახ. წ. II საუკუნე.
- ფარსმან II ქველი — II საუკ. 1-ლი ნახევარი. პატივისცემის ნიშნად მას რომში ძეგლი დაუდგეს.
- მირდატ III — II საუკ. შუა წლები. ფარსმან II ქველის ბიძაშვილი.
- ქსეფარნუგი — II საუკუნის დასასრული.
- ადამი (ღადამი) — III საუკ. დასაწყისი ფარსმა II ქველის ძე.
- ფარსმან III — III საუკ. 1-ლი ნახევარი. ადამის ძე და ფარსმან II ქველის შვილიშვილი.
- ამაზასპი — III საუკ. შუა წლები – ფარსმან III-ის ძე.
- რევ I „მართალი“ — III საუკ. 70-იანი წლები. ამაზასპ მეფის დისწული.
- ვაჩე — III საუკ. 80-იანი წლები.
- ბაკურ I — III საუკ. 80-90-იანი წლები.
- მირდატ IV — III საუკ. დასასრული.
- ასფარუგი — III-IV საუკ. მიჯნა.
- რევ II[კ 2][3] — IV საუკ. დასაწყისი.
- მირიან III — IV საუკ. I ნახევარი.
- ბაქარი — IV საუკ. შუა წლები. ძე მირიან III-ისა.
- მირდატ V — IV საუკ. შუა წლები. ბაქარის ძე.
- საურმაგ II — IV საუკ. 70-იანი წლები. მირდატ V-ის ძე.
- ვარაზ-ბაკური — IV საუკ. 70-იანი წლები. საურმაგ II-ის ძე.
- ფარსმან IV — იმეფა 400–412 წლებში. ვარაზ-ბაკურის ძე.
- ბუზმარი — იმეფა 412–430 წლებში. გამოჩენილი ფილოსოფოსის პეტრე იბერის (მურვანოსი) მამა.
- არჩილ I — იმეფა 430 წელს. ფილოსოფოს პეტრე იბერის (მურვანოსი) ბიძა.
- მირდატ VI — V საუკ. 30–40-იანი წლები.
- ვახტანგ გორგასალი — გამეფდა 15 წლის (457 წელს), აღესრულა 60 წლის იბერიის ყველაზე გამოჩენილი მეფე. გოლიათური აგებულების (დაახ. 2,40 სმ).
- დაჩი ანუ დარჩილი — იმეფა 502–512 წლებში. ძე ვახტანგ გორგასალისა.
- ბაკურ II — დაჩის ძე. გამეფდა დაახ. 515 წელს და რამდენიმე თვეში გარდაიცვალა.
- გურგენი — იმეფა 515–523 წლებში.
- ძამანარსე — იმეფა 523–535 წლებში.[4]
კომენტარები
რედაქტირებაიხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- საქართველოს ისტორია, ტ. 1, თბ., 2008 წ. გვ., 55.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ სარეცლის ფეხის გარსაკრავები, საქართველოს ეროვნული მუზეუმის ოფიციალური საიტი.
- ↑ ტარიელ მუმლაძე „ქართველ მეფეთა ქრონოლოგია“. თბილისი, 2008. გვ. 68.
- ↑ მარიამ ლორთქიფანიძე, როინ მეტრეველი „საქართველოს მეფეები“: რევ II. გვ. 31. გამომცემლობა „ნეკერი“. თბილისი, 2007, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, წიგნსაცავის განყოფილება, K 281.358/3, ISBN 99928-58-36-2.
- ↑ მსოფლიოს სამეფო დინასტიები, გენეალოგიური ცხრილები: ფ, 178) ფარნავაზიანები. გვერდები: 38, 39, 40. ავტორი შემდგენელი სოლომონ თეზელიშვილი, მხატვარი ავთანდილ პოპიაშვილი. საქართველოს ინდექსი 63.3 93/99 მ. 908. ISBN 99928 VERLAGSNR: 28 99928-28-00-5. გამომცემლობა „საქართველოს მაცნე“. თბილისი, 1998.
- ↑ მაცნე. საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემია. გამომცემლობა «მეცნიერება», თბილისი, 1967. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა: გიორგი მელიქიშვილი „ფარნავაზი და ფარნავაზიანები ძველ სომხურ საისტორიო წყაროებში“. გვერდები: 48–60.