Tatra T3
Tatra T3 — ჩეხური წარმოების, ცალმხრივი მიმართულების, ერთსექციური, ორურიკიანი ტრამვაის ვაგონი, რომელსაც კომპანია ČKD Tatra 1960–1989 წწ. აწარმოებდა. სულ აგებულია Tatra T3–ის 13 991 მოტორებიანი და 122 მისაბმელი ვაგონი, რომლებიც მთელ მსოფლიოშია მოდებული, განსაკუთრებით კი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში და ყოფილი სსრკ–ს ქვეყნებში.
კონსტრუქცია
რედაქტირებაTatra T3–ს აქვს 1950–1960–იანი წლებისთვის მეტად დამახასიათებელი დიზაინი, მომრგვალებული, ნახევრადგადადენადი ფორმებით და ძარადან გამოწეული, მრგვალი ფარებით. ვაგონს გეგმაში აქვს ელიფსისებრი ფორმა და კონსოლები (3,8 მ სიგრძის) ბოლოებში შევიწროებულია, რათა მოსახვევებში შემხვედრი ვაგონები ერთმანეთს არ გაეხახუნონ. ვაგონის ბაზა 6,4 მ–ია, ხოლო მისი ურიკებისა, 1,9 მ. Tatra T3–ს იგივე ტევადობა აქვს, რაც Tatra T2–ს, მაგრამ მისი წარმოება ნაკლებ შრომატევადია. ორიგინალი Tatra T3–ის სალონი ასევე Tatra T2–ის სალონის მსგავსია და სკამების წყობა და თავად სკამებიც იდენტურია. Tatra T3–ებით ჩეხოსლოვაკიის ყველა ქალაქი მარაგდებოდა. ისინი განსაკუთრებით დიდი რაოდენობითაა პრაღაში, სადაც საერთო ჯამში ამ მოდელის 1 000 ვაგონი ჩაიტანეს.
საექსპლუატაციო თავისებურებები
რედაქტირებაTatra T3 ავტომატური ტრამვაის ვაგონია, რაც იძლევა მისგან ორ–სამ ვაგონიანი ტრამვაის მატარებლების (ბმულების) შედგენის საშუალებას. ბმულების მართვა ხორციელდება პირველი ვაგონის კაბინიდან, ავტომატურ რეჟიმში. 1960–1974 წწ გამოშვებული Tatra T3–ებისგან ადგენენ ორვაგონიან ბმულებს, ხოლო 1975 წლიდან გამოშვებული Tatra T3–ებისგან შესაძლებელია სამვაგონიანი მატარებლების შედგენა. Tatra T3–ის ეული ვაგონი თავისუფლად მოძრაობს 15 მეტრიანი რადიუსის მოსახვევებზე. ორ და სამვაგონიანი შემადგენლობების მინიმალური მოხვევის რადიუსი 18 მეტრია, ხოლო მიმდევრობით, სხვადასხვა მიმართულების მოსახვევების არსებობის შემთხვევაში მოსახვევის რადიუსი უნდა იყოს არა ნაკლებ 30 მეტრისა, წინააღმდეგ შემთხვევაში მოსახვევებს შორის უნდა იყოს სწორი მონაკვეთი, არა ნაკლებ 7 მეტრის სიგრძისა.
ადაპტირებული ტიპები
რედაქტირებასხვადასხვა ქვეყნის ტრამვაის სისტემების განსხვავებულმა საექსპლუატაციო თავისებურებებმა და განსხვავებულმა კლიმატურმა პირობებმა განაპირობა Tatra T3–ის ვარიაციების შექმნა კონკრეტული ქვეყნებისათვის. ესენია:
- Tatra T3SU_(SU,_Soviet Union) სსრკ–ისთვის,
- Tatra T3SUCS_(SUCS,_Soviet Union, CS,_Czechoslovakia),_ Tatra T3SU–ს განახლებული ვარიანტი ჩეხოსლოვაკიისათვის,
- Tatra T3D_(D,_Deutschland, DDR), აღმოსავლეთ გერმანიისათვის,_ გდრ–ისთვის.
- Tatra T3YU_(YU,_Yugoslavia) იუგოსლავიისთვის,
- Tatra T3R_(R,_Romania) რუმინეთისთვის.
T3SU
რედაქტირებაგანკუთვნილია სსრკ–ს ტრამვაის სისტემებისთვის. პიტველად გამოშვებულ Tatra T3SU–ებს მხოლოდ 2 კარი ჰქონდათ (წინ და უკან), ხოლო შუათანა კარის ადგილზე ფანჯარა იყო ჩასმული და სკამები ჩამატებული. ეს ვაგონები ადაპტირებულია მკაცრ კლიმატურ პირობებზე. სულ აგებულია Tatra T3SU ტიპის 11 368 ვაგონი. ასეთი ვაგონი პირველად 1963 წელს მოსკოვში ჩაიტანეს, ხოლო შემდგომ სსრკ–ს 33 ქალაქში.
T3SUCS
რედაქტირებაორიგინალი Tatra T3–ის წარმოება 1976 წელს შეწყდა და ამავე წელს დაიწყო მისი ახალი მოდიფიკაციის, Tatra T3SUCS–ის ვაგონების წარმოება. იგი Tatra T3SU–ს მოდიფიკაციაა და განკუთვნილია ჩეხეთისა და სლოვაკეთის ტრამვაის სისტემებისათვის. ამ ვაგონს აქვს სამი კარი და ორიგინალი Tatra T3–ისგან მცირედი დეტალებით განსხვავდება.
T3SU ევოლუცია
რედაქტირებაTatra T3SU–ს ინტერიერსა და ექსტერიერში დროთა განმავლობაში შედიოდა ცვლილებები და ამიტომ სხვადასხვა დროს გამოშვებულ Tatra T3SU–ებს შორის განსხვავება იგრძნობა. ექსტერიერის დეტალები:
- ვიწრო ფანჯრები გაქრა 1966 წლიდან,
- სვლა–გეზის მაჩვენებელი ვიწრო სარკმელი გაქრა 1969 წლისთვის.
- მარშრუტის ნომრის განათება „შუბლზე“ დაიწყეს 1980–იან წლებში.
- მოხვევის ოვალური ფორმის ციმციმა (ვაგონის წინა ნაწილში) 1985 წლისთვის მართკუთხამ ჩაანაცვლა.
ინტერიერის ცვლილებები:
- დივანისებრი სკამები გამოიყენებოდა 1960–იანი წლების დასაწყისიდან 1970–იანი წლების დასაწყისამდე.
- უნიტაზისებრი სკამები, 1970–იანი წლების დასაწყისიდან, 1980–იანი წლების შუამდე.
- კრემისფერი სალონი, 1977–1978 წლებიდან.
T3D
რედაქტირებაTatra T3D პირველი სამი ვაგონი 1964–1965 წწ აიგო და დრეზდენს გადაეცა. ეს ვაგონები თავისი გაბარიტების გამო (2,5 მ) ყველა მარშრუტზე ვერ დადიოდა. ისინი მოძრაობდნენ ეულად და ბმულებად (მოტორიანი+მოტორიანი, მოტორიანი+მოტორიანი+მოტორიანი, მოტორიანი+მისაბმელი). დაბალი ძაბვის გამო ვაგონების სიჩქარე 55 კმ/სთ–ს არ აღემატებოდა. მისაბმელი ვაგონები მხოლოდ გერმანიისა და იუგოსლავიის ქსელებში გამოიყენებოდა. მისაბმელი ვაგონის, B3D ძარა T3D–ს მსგავსია. დღეისათვის ასეთი ვაგონები მხოლოდ ხემნიცშია ექსპლუატაციაში.
T3YU
რედაქტირებაTatra T3YU შეიქმნა 1967 წელს, იუგოსლავიისათვის და მას აქვს სტანდარტული Tatra T3–ისგან განსხვავებული პანტოგრაფი და ბორბლები.
T3R
რედაქტირებაTatra T3R შეიქმნა 1967 წელს, რუმინეთისათვის და პირველი ასეთი ვაგონები გადაეცა გალაცის. მათ აქვთ კლასიკური Tatra T3-ისგან განსხვავებული ელექტროაღჭურვილობა, რომელიც მუშაობს 750 ვოლტზე.
რეკონსტრუქცია–მოდერნიზაციის ვარიანტები
რედაქტირება- Tatra T3M – ტირისტორული ამძრავები TV1
- Tatra T3G – ამძრავი TV8 GTO ტირისტორით
- Tatra T3R – ამძრავი TV8 GTO ტირისტორით
- Tatra T3M.3 (იგივე Tatra T3T), Tatra T3M.4 – ამძრავი TV14 IGBT ტრანზისტორებით
- Škoda 01T (იგივე Tatra T3M.0) – შკოდას ძრავებით და IGBT ტრანზისტორებით
- Škoda 02T (იგივე Tatra T3M.04) – შკოდას ძრავებით და IGBT ტრანზისტორებით
- Tatra T3R.E – TV Europulse–ს ასინქრონული ამძრავები
- Tatra T3R.P (též Tatra T3P) – ამძრავი TV Progress
- Tatra K3R-NT (იგივე Tatra K3R.NT) – ამძრავი TV Progress, შესახსრული, სამსექციური ვაგონი, რომელიც მიღებულია ორი Tatra T3–ის შეერთებით და შუაში დაბალიატაკიანი სექციის ჩამატებით.
- Tatra T3S – ამძრავი TV14 IGBT ტრანზისტორებით და განახლებული დიზაინი.
- Tatra T3Mod – ასინქრონული ამძრავები EVPÚ Nová Dubnica
- Tatra T3AS – ასინქრონული ამძრავები EVPÚ Nová Dubnica, განახლებული დიზაინი
- Tatra KT3 – ამძრავი TV Progress, განახლებული დიზაინი, შესახსრული, სამსექციური ვაგონი, რომელიც მიღებულია ორი Tatra T3–ის შეერთებით და შუაში დაბალიატაკიანი სექციის ჩამატებით.
- Tatra T3M.2-DVC – ტირისტორული ამძრავები TV1
- Tatra T3R.EV – ასინქრონული ამძრავები TV Europulse
- Tatra T3R.PV – ამძრავი TV Progress
- Tatra T3R.PLF (იგივე Tatra T3R.PVN) – ამძრავი TV Progress, ვაგონის შუა ნაწილი დაბალიატაკიანია.
- Tatra T3R.SLF – ამძრავი Ganz-Škoda, ვაგონის შუა ნაწილი დაბალიატაკიანია.
ტექნიკური მონაცემები
რედაქტირება- სიგრძე (ქუროების გარეშე): 14 მ
- სიგანე: 2,5 მ
- სიმაღლე: 3,05 მ
- ცარიელი ვაგონის წონა: 16 ტ
- ადგილების საერთო რაოდენობა: 100 / 95 (T3SU–ს შემთხვევაში)
- დასაჯდომი ადგილები: 23 / 36 (T3SU)
- დასადგომი ადგილები: 87 / 59 (T3SU)
- მოტორების სიმძლავრე: 4 x 40 kW
- მაქს. რეკომენდებული სიჩქარე: 65 კმ/სთ
გაყიდვები
რედაქტირებაქალაქი | ბმული | ვაგონის ტიპი | მიღების წლები | ვაგონების რაოდენობა | ბორტის ნომერი | შენიშვნები |
---|---|---|---|---|---|---|
სარაევო | სარაევოს ტრამვაი | Tatra T3YU | 1967 – 1969 | 20 ვაგონი | 120 – 139 |
ქალაქი | ბმული | ვაგონის ტიპი | მიღების წლები | ვაგონების რაოდენობა | ბორტის ნომრები | შენიშვნები |
---|---|---|---|---|---|---|
ბრნო | ბრნოს ტრამვაი | ∑ | 1963 – 2002 | 171 ვაგონი | ||
♦ | Tatra T3 | 1963 – 1972 | 109 ვაგონი | 495 – 580
1581 – 1603 |
||
♦ | Tatra T3SUCS | 1985 – 1989 | 49 ვაგონი | 1604 – 1652 | ||
♦ | Tatra T3R | 1997 | 10 ვაგონი | 1659 – 1668 | ||
♦ | Tatra T3RF | 2002 | 2 ვაგონი | 1669, 1670 | მოგვიანებით გადაეცა სამარას | |
♦ | ძარა | 1971 | 1 ვაგონი | |||
ლიბერეცი | ლიბერეცის ტრამვაი | ∑ | 1965 – 1987 | 53 ვაგონი | ||
♦ | Tatra T3 | 1965 – 1973 | 20 ვაგონი | 29 – 48 | ||
♦ | Tatra T3SUCS | 1982 – 1987 | 33 ვაგონი | 49 – 81 | ||
მოსტი – ლიტვინოვი | მოსტი–ლიტვინოვის ტრამვაი | ∑ | 1967 – 1987 | 102 ვაგონი | ||
♦ | Tatra T3 | 1967 – 1972 | 9 ვაგონი | 290 – 298 | ||
♦ | Tatra T3SUCS | 1982 – 1987 | 69 ვაგონი | |||
♦ | ძარა | 1968 – 1976 | 24 ვაგონი | |||
ოლომოუცი | ოლომოუცის ტრამვაი | ∑ | 1966 – 1987 | 69 ვაგონი | ||
♦ | Tatra T3 | 1966 – 1970 | 30 ვაგონი | 116 – 145 | ||
♦ | Tatra T3SUCS | 1983 – 1987 | 39 ვაგონი | 146 – 184 | ||
ოსტრავა | ოსტრავის ტრამვაი | ∑ | 1965 – 1997 | 247 ვაგონი | ||
♦ | Tatra T3 | 1965 – 1975 | 97 ვაგონი | 701 – 797 | ||
♦ | Tatra T3SUCS | 1982 – 1987 | 127 ვაგონი | 901 – 1027 | ||
♦ | ძარა | 1976 – 1997 | 23 ვაგონი | |||
პლზენი | პლზენის ტრამვაი | ∑ | 1964 – 1987 | 128 ვაგონი | ||
♦ | Tatra T3 | 1964 – 1976 | 48 ვაგონი | 160 – 207 | ||
♦ | Tatra T3SUCS | 1982 – 1987 | 80 ვაგონი | 208 – 287 | ||
პრაღა | პრაღის ტრამვაი | ∑ | 1961 – 1996 | 1228 ვაგონი | ||
♦ | Tatra T3 | 1961 – 1976 | 892 ვაგონი | 6101 – 6992 | ||
♦ | Tatra T3SUCS | 1982 – 1989 | 292 ვაგონი | 7001 – 7292 | ||
♦ | Tatra T3M | 1992 | 1 ვაგონი | 8071 | ||
♦ | ძარა | 1966 – 1996 | 43 ვაგონი |
ქალაქი | ბმული | ვაგონის ტიპი | მიღების წლები | ვაგონების რაოდენობა | ბორტის ნომრები | შენიშვნა |
---|---|---|---|---|---|---|
ოსიეკი | ოსიეკის ტრამვაი | Tatra T3YU | 1968 – 1982 | 26 ვაგონი | 6839 – 6848
7211 – 7222 8223 – 8226 |
ქალაქი | ბმული | ვაგონის ტიპი | მიღების წლები | ვაგონების რაოდენობა | ბორტის ნომრები | შენიშვნები |
---|---|---|---|---|---|---|
რიგა | რიგის ტრამვაი | Tatra T3SU | 1974 – 1987 | 243 ვაგონი |
ქალაქი | ბმული | ვაგონის ტიპი | მიღების წლები | ვაგონების რაოდენობა | ბორტის ნომრები | შენიშვნები |
---|---|---|---|---|---|---|
ხემნიცი | ხემნიცის ტრამვაი | Tatra T3D | 1968 – 1988 | 132 ვაგონი | 401 – 532 | |
შვერინი | შვერინის ტრამვაი | Tatra T3D | 1973 – 1988 | 115 ვაგონი | 201 – 297
401 – 418 |
ქალაქი | ბმული | ვაგონის ტიპი | მიღების წლები | ვაგონების რაოდენობა | ბორტის ნომრები | შენიშვნები |
---|---|---|---|---|---|---|
გალაცი | გალაცის ტრამვაი | Tatra T3R | 1971 – 1974 | 50 ვაგონი | 1 – 50 |
ქალაქი | ბმული | ვაგონის ტიპი | მიღების წლები | ვაგონების რაოდენობა | ბორტის ნომრები | შენიშვნები |
---|---|---|---|---|---|---|
ბარნაული | ბარნაულის ტრამვაი | Tatra T3SU | 1967 – 1985 | 444 ვაგონი | ||
გროზნო | გროზნოს ტრამვაი | Tatra T3SU | 1981 – 1986 | 70 ვაგონი | ||
ირკუტსკი | ირკუტსკის ტრამვაი | Tatra T3SU | 1967 – 1968 | 30 ვაგონი | ||
იჟევსკი | იჟევსკის ტრამვაი | ∑ | 1966 – 1997 | 274 ვაგონი | ||
♦ | Tatra T3SU | 1966 – 1986 | 270 ვაგონი | |||
♦ | Tatra T3RF | 1997 | 4 ვაგონი | 1000 – 1003 | ||
ეკატერინბურგი | ეკატერინბურგის ტრამვაი | Tatra T3SU | 1964 – 1986 | 530 ვაგონი | ||
კრასნოდარი | კრასნოდარის ტრამვაი | Tatra T3SU | 1980 – 1986 | 115 ვაგონი | ||
კურსკი | კურსკის ტრამვაი | Tatra T3SU | 1966 – 1987 | 278 ვაგონი | ||
მოსკოვი | მოსკოვის ტრამვაი | ∑ | 1963 – 1987 | 2075 ვაგონი | 35 ვაგონი გადაეცა ოდესას | |
♦ | Tatra T3SU | 1963 – 1987 | 2069 ვაგონი | |||
♦ | ძარა | 1970 – 1971 | 6 ვაგონი | |||
ნიჟნი-ნოვგოროდი | ნიჟნი–ნოვგოროდის ტრამვაი | Tatra T3SU | 1978 – 1986 | 220 ვაგონი | ||
ნოვოკუზნეცკი | ნოვოკუზნეცკის ტრამვაი | Tatra T3SU | 1967 – 1986 | 215 ვაგონი | ||
ორიოლი | ორიოლის ტრამვაი | Tatra T3SU | 1979 – 1985 | 85 ვაგონი | ||
პიატიგორსკი | პიატიგორსკის ტრამვაი | Tatra T3SU | 1967 – 1987 | 117 ვაგონი | ||
დონის როსტოვი | დონის როსტოვის ტრამვაი | Tatra T3SU | 1967 – 1985 | 405 ვაგონი | ||
სამარა | სამარის ტრამვაი | ∑ | 1964 – 1999 | 621 ვაგონი | ||
♦ | Tatra T3SU | 1964 – 1986 | 619 ვაგონი | |||
♦ | Tatra T3RF | 1999 | 2 ვაგონი | 1205 – 1206 | ||
ტულა | ტულის ტრამვაი | ∑ | 1965 – 1986 | 402 ვაგონი | ||
♦ | Tatra T3SU | 1965 – 1986 | 401 ვაგონი | |||
♦ | ძარა | 1971 | 1 ვაგონი | |||
ტვერი | ტვერის ტრამვაი | Tatra T3SU | 1967 – 1986 | 306 ვაგონი | ||
უფა | უფის ტრამვაი | Tatra T3SU | 1966 – 1987 | 360 ვაგონი | ||
ულიანოვსკი | ულიანოვსკის ტრამვაი | Tatra T3SU | 1966 – 1986 | 401 ვაგონი | ||
ვლადიკავკაზი | ვლადიკავკაზის ტრამვაი | Tatra T3SU | 1972 – 1987 | 114 ვაგონი | ||
ვოლგოგრადი | ვოლგოგრადის ტრამვაი | Tatra T3SU | 1967 – 1987 | 425 ვაგონი | ||
ვოლჟსკი | ვოლჟსკის ტრამვაი | Tatra T3SU | 1967 – 1980 | 75 ვაგონი | ||
ვორონეჟი | ვორონეჟის ტრამვაი | Tatra T3SU | 1977 – 1986 | 209 ვაგონი |
ქალაქი | ბმული | ვაგონის ტიპი | მიღების წლები | ვაგონების რაოდენობა | ბორტის ნომრები | შენიშვნები |
---|---|---|---|---|---|---|
ბრატისლავა | ბრატისლავის ტრამვაი | ∑ | 1964 – 1989 | 188 ვაგონი | ||
♦ | Tatra T3 | 1964 – 1966 | 42 ვაგონი | 267 – 308 | ||
♦ | Tatra T3SUCS | 1982 – 1989 | 130 ვაგონი | 717 – 736
7737 – 7846 |
||
♦ | ძარა | 1976 | 16 ვაგონი | |||
კოშიცე | კოშიცის ტრამვაი | ∑ | 1963 – 1989 | 191 ვაგონი | ||
♦ | Tatra T3 | 1963 – 1967 | 93 ვაგონი | 243 – 335 | ||
♦ | Tatra T3SUCS | 1982 – 1989 | 89 ვაგონი | 336 – 424 | ||
♦ | ძარა | 1970 – 1979 | 9 ვაგონი |
ქალაქი | ბმული | ვაგონის ტიპი | მიღების წლები | ვაგონების რაოდენობა | ბორტის ნომრები | შენიშვნები |
---|---|---|---|---|---|---|
დნეპროპეტროვსკი | დნეპროპეტროვსკის ტრამვაი | Tatra T3SU | 1968 – 1987 | 370 ვაგონი | ||
დნეპროძერჟინსკი | დნეპროძერჟინსკის ტრამვაი | Tatra T3SU | 1972 – 1986 | 183 ვაგონი | 7 ვაგონი გადაეცა ოდესას | |
დონეცკი | დონეცკის ტრამვაი | Tatra T3SU | 1967 – 1987 | 251 ვაგონი | ||
ხარკოვი | ხარკოვის ტრამვაი | Tatra T3SU | 1967 – 1987 | 735 ვაგონი | ||
კრამატორსკი | კრამატორსკის ტრამვაი | Tatra T3SU | 1967 | 2 ვაგონი | ||
კრივოი როგი | კრივოი როგის ტრამვაი | Tatra T3SU | 1986 – 1987 | 50 ვაგონი | ||
კიევი | კიევის ტრამვაი | ∑ | 1964 – 1987 | 925 ვაგონი | ||
♦ | Tatra T3SU | 1964 – 1987 | 923 ვაგონი | |||
♦ | ძარა | 1981 | 2 ვაგონი | |||
მარიუპოლი | მარიუპოლის ტრამვაი | Tatra T3SU | 1967 – 1975 | 32 ვაგონი | 16 ვაგონი გადაეცა ოდესას | |
ოდესა | ოდესის ტრამვაი | Tatra T3SU | 1966 – 1987 | 484 ვაგონი | 2945-3339;4001-4089 | 1018-1056,5001-5020 |
ზაპოროჟიე | ზაპოროჟიეს ტრამვაი | Tatra T3SU | 1966 – 1987 | 304 ვაგონი |
ქალაქი | ბმული | ვაგონის ტიპი | მიღების წლები | ვაგონების რაოდენობა | ბორტის ნომრები | შენიშვნები |
---|---|---|---|---|---|---|
ტაშკენტი | ტაშკენტის ტრამვაი | Tatra T3SU | 1983 – 1985 | 18 ვაგონი |
ლიტერატურა
რედაქტირება- MARA, Robert. Tatra T3 1960–2000. 40 let tramvají Tatra T3. Praha : K-Report Pavel Malkus, 2001. 136 s. ISBN 80-903012-0-7.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- სერია „ტრამვაიები“ ტელეგადაცემა რეტრო, ceskatelevize.cz