სარაევოს ტრამვაი ერთ-ერთი უძველესი ტრამვაის ქსელია ევროპაში, თუმცა თავდაპირველად იგი ვენის ტრამვაის ქსელის გამოსაცდელ ხაზს წარმოადგენდა.[1] 2010 წლისთვის სარაევოს ტრამვაის ქსელი შვიდი ხაზისგან შედგებოდა,[2][3] თუმცა შტოები ერთლიანდაგიანია. ქსელი 22,9 კმ სიგრძისაა,[2][3] მათ შორის 0.4 კმ სიგრძის შტო, რომელიც ქალაქის რკინიგზის სადგურთან აკავშირებს დანარჩენ ქსელს. ქსელი აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენაა განლაგებული ცენტრიდან (ბაშჩარშია) გარეუბნებისკენ.
ტრამვაის ქსელს ფლობს KJKP GRAS Sarajevo, რომელიც ასევე ფლობს ტროლეიბუსისა და ავტობუსის მარშრუტებს ქალაქში.

ჩეხოსლოვაკური წარმოების ტრამვაი Tatra K2 სარაევოში

ისტორია რედაქტირება

 
სარაევოს ტრამვაი, 1901

ტრამვაის ხაზი სარაევოში 1885 წელს გაიხსნა, სადაც უნდა გამოეცადათ ეს ტრანსპორტი შემდგომში ვენაში დასანერგავად. ტრამვაის ვაგონი ცხენების საშუალებით გადაადგილდებოდა.[1] თავდაპირველად ლიანდაგი ავსტროუნგრული ვიწრო სტანდარტის, 760 მმ-იანი იყო, ისფრ პერიოდში, 1960 წელს, იგი სტანდარტულ, 1435 მმ სიგანის ლიანდაგზე გადაიყვანეს. მეოცე საუკუნეში სარაევოს საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და მგზავრთა გადაზიდვებში ტრამვაის მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღოდა. ქალაქის ალყის დროს ლიანდაგი და ვაგონები დაზიანდა. ზოგიერთ ვაგონს დღესაც ეტყობა ომის კვალი.

ქსელი რედაქტირება

 
ქსელის სქემა

ქსელს აქვს ექვსი მოქმედი მარშრუტი:

  • რკინიგზის სადგური – ბაშჩარშია
  • ჩენგიჩის ვილა – ბაშჩარშია
  • ილიჯა – ბაშჩარშია
  • ნეჯარიცი – ბაშჩარშია
  • ილიჯა – სკენდერია

არსებობს ასევე ნეჯარიცი – სკენდერიას მარშრუტი, რომელიც დღეს არ ფუნქციონირებს.

ტექნიკა რედაქტირება

ვაგონების პარკს უმეტესად ჩეხური ტატრა K2-ები შეადგენენ, 1970-80-იანი წლების პროდუქცია. ზოგიერთი ვაგონი უფრო ახალია, მაგალითად 2008 წელს ამსტერდამმა 16 ტრამვაის ვაგონი აჩუქა სარაევოს.

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 Virtual City of Sarajevo. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-02-27. ციტირების თარიღი: 22/05/2015.
  2. 2.0 2.1 Tramvaj. KJKP GRAS d.o.o. (2010). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-05-18. ციტირების თარიღი: 22/05/2015.
  3. 3.0 3.1 KJKP GRAS d.o.o.. KJKP GRAS d.o.o.. ციტირების თარიღი: 22/05/2015.