Tatra T3R.PLF (ანუ იგივე ტატრა T3R.PVN) — ტატრა T3–ის განახლება–გადაკეთებით მიღებული, ერთსექციური, ნახევრადდაბალიატაკიანი ტრამვაის ვაგონი.

პრაღის ტატრა T3R.PLF
ტატრა T3R.PLF პრაღაში, მოტოლის კრემატორიუმთან

ტატრა T3R.PLF შეიქმნა ვარიო LF–ის მიხედვით. მას შემდეგ, რაც ქალაქ ოსტრავასთვის აიგო პირველი ვარიო LF, დაპროექტდა ანალოგიური ელექტროაღჭურვილობა ტატრა T3R.PLF–ისთვის.

მოდერნიზაცია

რედაქტირება

ტატრა T3R.PLF მიიღება ტატრა T3–ის მოდერნიზაციით. ვაგონს შენარჩუნებული აქვს კლასიკური ტატრა T3–ის დიზაინი და კაბინის ექსტერიერში მხოლოდ სვლა–გეზის ტმუქი ტექსტიაბლოს ფორმაა შეცვლილი, რომელიც ტატრა T3R.P–ს და ტატრა T3R.PV–ს მსგავსია. მოდერნიზაციისას ვაგონის იატაკის შუა ნაწილს (ურიკებს შორის) ჭრიან და ადაბლებენ. ასევე სალონის დაბალიატაკიანი ნაწილის ოპტიმალური ფართის მიღების მიზნით ხდება ვაგონის შუაზე გაჭრა და 1,1 მ სიგრძის სეგმენტის ჩამატება, რითაც ვაგონის სიგრძე 15,1 მ ხდება, ხოლო ბაზა,_7,5 მ. ტატრა T3R.PLF აღჭურვილია TV Progress ელექტროაღჭურვილობით. ასევე მთლიანად შეცვლილია კაბინა და მართვის პულტი, ხოლო სალონი ისეთივეა, როგორიც ტატრების უკანასკნელ მოდერნიზაციებში.

დამატებითი ინფორმაცია

რედაქტირება
  • მწარმოებელი: Pragoimex, Krnovské opravny a strojírny;
  • მოდერნიზაციის წლები: 2005-2008;
  • მოდერნიზებული ვაგონების რაოდენობა: 54

ტექნიკური მონაცემები

რედაქტირება
  • სიგრძე (ქუროების გარეშე): 15,1 მ
  • სიგანე: 2,48 მ
  • სიმაღლე: 3,185 მ
  • ცარიელი ვაგონის წონა: 20,5 ტ
  • ადგილების საერთო რაოდენობა: 127
    • დასაჯდომი: 22
    • დასადგომი: 105
  • მოტორების სიმძლავრე: 4 x 44 kW
  • მაქს. რეკომენდებული სიჩქარე: 65 კმ/სთ

გაყიდვები

რედაქტირება

ტატრა T3R.PLF იწარმოება 2005 წლიდან.

ქალაქი ბმული ვაგონის ტიპი მიღების წლები ვაგონების რაოდენობა შენიშვნა
ლიბერეცი ლიბერეცის ტრამვაი ტატრა T3R.PLF 2005-დან 12 ცალი  
პლზენი პლზენის ტრამვაი ტატრა T3R.PLF 2008-დან 18 ცალი  
პრაღა პრაღის ტრამვაი ტატრა T3R.PLF 2006-დან 27 ცალი  

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Tatra_T3R.PLF&oldid=3005067“-დან