Tatra T3R.PV

(გადამისამართდა გვერდიდან ტატრა T3R.PV)
ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

Tatra T3R.PV — ერთსექციური, ორურიკიანი, ცალმხრივი მიმართულების, მაღალიატაკიანი ტრამვაის ვაგონი; ტატრა T3-ის მოდერნიზაცია, რომელიც გამოიყენება განსაკუთრებულად ამორტიზებული ტატრა T3-ების განახლებისას.

პრაღის ტრამვაი ტატრა T3R.PV სმიხოვის ვაგზალთან (Smíchovské nádraží)
ოსიეკის ტატრა T3R.PV-ს უკანა ხედი
ტატრა T3R.PV-ს ორვაგონიანი ბმული პლზენში

ზოგიერთი ტატრა T3 მეტად ცუდ მდგომარეობაშია, რის გამოც მათი აღდგენა-განახლება რთულია. ასეთი ვაგონებისათვის საჭირო გახდა მოდერნიზაციის ახალი ტიპების შემუშავება, როგორებიცაა ტატრა T3R.EV და ტატრა T3R.PV.

მოდერნიზაცია

რედაქტირება

ასეთი მოდერნიზაცია გულისხმობს ძარას გადაკეთებას, რომლის დროსაც ვაგონს პირველი კარის დასაწყისამდე აჭრიან წინა, სახიან ნაწილს, რადგან კოროზიის (ან დეფორმაციის) გამო მისი აღდგენა დიდ შრომით და ფინანსურ დანახარჯებს ითხოვს. ამის შემდეგ ძარას უმაგრდება ახალი წინა მხარე (ე.წ. „ნიღაბი“). ეს ახალი სახიანი მხარე შესაძლოა იყოს როგორც კლასიკური ტატრა T3-ის დიზაინის (დიზაინერი: ფრანტიშეკ კარდაუსი), აგრეთვე თანამედროვე, ვარიო LF-ის მსგავსი (დიზაინერი: ფრანტიშეკ პელიკანი. ასეთი დიზაინი აქვთ მხოლოდ ოსიეკის და ვოლგოგრადის ტატრა T3R.PV-ებს). ტატრა T3R.PV-ს ინტერიერი და მართვის პულტი ტატრა T3-ის უკანასკნელი მოდერნიზაციების ანალოგიურია. ეს ვაგონი აღჭურვილია TV Progress ელექტროაღჭურვილობით. პრაღის, ბრატისლავას და ვოლგოგრადის ტატრა T3R.PV–ებს აქვთ პანტოგრაფი (იხ.: დენმიმღები), ხოლო სხვა ქალაქებში, — ნახევარპანტოგრაფი.

ტექნიკური მონაცემები

რედაქტირება
  • სიგრძე (ქუროების გარეშე): 14 მ
  • სიგანე: 2,5 მ
  • სიმაღლე: 3,08 მ
  • ცარიელი ვაგონის წონა: 16ტ
  • ადგილების ჯამური რაოდენობა: 110
    • დასაჯდომი: 23
    • დასადგომი: 87
  • მაქს. რეკომენდებული სიჩქარე: 65 კმ/სთ

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/Tatra_T3R.PV“-დან