Vario LF

(გადამისამართდა გვერდიდან ვარიო LF)

Vario LF (თითქმის იგივე Tatra T3R.EVN ანუ Tatra T3RN.EV) — ახალი ნახევრადდაბალძირიანი Tatra T3-ის ტიპის ტრამვაის ვაგონი.

Vario LFR.E ბრნოში
Vario LFR.E ოსტრავაში

ახალი ვაგონის VarCB3 (ტრამვაი Tatra T3R.EV და Tatra T3R.PV) ძარას წარმატებული პრეზენტაციის შემდეგ ČKD პრაგომიექსმა და კრნოვის სარემონტო-ვაგონმშენებელმა ქარხანამ (KOS) იგი ერთობლივად განავითარეს და მისი ნახევრადდაბალძირიანი ვარიანტი VarCB3LF (LF Low Floor ინგლ. დაბალძირიანი) გამოუშვეს. იგი Tatra T3-თან შედარებით დაახლოებით 1 მეტრით გრძელია. Vario LF-ის მსგავსი ზოგიერთი ვაგონი Tatra T3-ის მოდერნიზაციით არის მიღებული (Vario LFR.E, ანუ Vario LF.E) თუმცა პირვანდელ, ძველებურ ვაგონთან ფიზიკურად არაფერი აკავშირებს.

მოდერნიზაცია

რედაქტირება

Vario LF მიღებულია მოდელ Tatra T3-ის (კლასიკური ტრამვაი) Tatra T3R.PLF მოდერნიზაციით (არსებული ვაგონის დაგრძელებული, ნახევრადდაბალძირიანი ვერსია), შეცვლილი აქვს წინა და უკანა ნაწილის დიზაინი და ელექტრო აღჭურვილობა. ვაგონის შუა ნაწილი დაბალძირიანია. სწორედ ეს გახდა ვაგონის დაგრძელების მიზეზი, რათა დაბალძირიან ნაწილს მეტი სიდიდე ჰქონოდა. ვაგონები აღჭურვილია ნახევარპანტოგრაფებით, ხოლო მათი სალონი გადაწყვეტილია Tatra T3-ის უკანასკნელი მოდერნიზაციის სტილში.

ტექნიკური მახასიათებლები

რედაქტირება
 
ტრამვაი Vario LF.E ოლომოუცში
  • სიგრძე (ბუფერებამდე): 15,1 მ.
  • სიგანე: 2,48 მ.
  • ცარიელი ვაგონის წონა: 21,2 ტ.
  • ადგილების საერთო რაოდენობა: 116
    • დასაჯდომი ადგილი: 32
    • დასადგომი ადგილი: 84
  • მოტორების სიმძლავრე: 4 x 90 კვტ.
  • მაქსიმალური კონსტრუქციული სიჩქარე: 65კმ/სთ

გაყიდვები

რედაქტირება
ქალაქი ბმული ვაგონის ტიპი მიღების წლები ვაგონების რაოდენობა შენიშვნა
ბრნო ბრნოს ტრამვაი Vario LFR.E 2006 7 ვაგონი[1]  
ოლომოუცი ოლომოუცის ტრამვაი 2006 6 ვაგონი[2]  
  Vario LF.E 2006 3 ვაგონი  
  Vario LFR.E 2008 3 ვაგონი  
ოსტრავა ოსტრავას ტრამვაი Vario LFR.E 2005 23 ვაგონი[3]  
ქალაქი ბმული ვაგონის ტიპი მიღების წლები სარეგისტრაციო ნომრები შენიშვნა
მოსკოვი მოსკოვის ტრამვაი Vario LF 2009 1 ვაგონი[4]  
  1. Evidence: typ VarioLFR.E, dopravce DPMB. ციტირების თარიღი: = 2009-03-30.
  2. Tramvaje VarioLF.E a VarioLFR.E. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-04-13. ციტირების თარიღი: = 2009-03-30.
  3. listopad 2009. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-02-04. ციტირების თარიღი: 2009-11-17.
  4. Moscow, VarioLF anglicky. Transphoto.ru. ციტირების თარიღი: 2009-11-27.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Vario_LF&oldid=4080432“-დან