ოლომოუცის ტრამვაი
ტრამვაის სისტემა ჩეხეთის ქალაქ ოლომოუცში, 2018 წლის მდგომარეობით სისტემა შედგება 15 კმ ტრამვაის ხაზისგან (1435მმ სიგანის ლიანდაგი), 7 მარშრუტისგან და 68 ვაგონისგან.
ისტორია
რედაქტირებაოლომოუცში ტრამვაის სისტემის მშენებლობა განაპირობა რკინიგზის გაყვანამ და რკინიგზის სადგურმა, რომელიც ქალაქის ცენტრიდან საკმაოდ შორს მდებარეობდა. 1845 წლიდან მგზავრები ქალაქის ცენტრიდან რკ. სადგურამდე ომნიბუსებს გადაყავდა, მაგრამ საჭირო იყო უფრო ეფექტური საზოგადოებრივი ტრანსპორტი. ხანგრძლივი კვლევების შემდეგ მე-19 საუკუნის ბოლოს გადაწყდა, რომ ოლომოუცში აშენდებოდა ორთქლის წევაზე მომუშავე ტრამვაის სისტემა, რომლის ლიანდაგის სიგანე 1435 მმ უნდა ყოფილიყო. ტრამვაის მშენებლობა 1897 წელს დაიწყო და ქალაქის ძველი გალავნის ნგრევის პარალელურად მიმდინარეობდა, რომლის ადგილზეც ახალი ფართე ქუჩები გაჩნდა. ტრაიმვაის სისტემა 1899 წლის 1 აპრილს გაიხსნა (ელექტრულ წევაზე). იგი თავდაპირველად ორ ცალლიანდაგიან ხაზს მოიცავდა, რომლებსაც ზოგიერთ გაჩერებაზე ასაქცევები ჰქონდა და ბოლოვდებოდა ჩიხური მოსაბრუნებლებით, გარდა რკ. სადგურის გაჩერებისა, სადაც წრიული მოსაბრუნებელი მარყუჟი იყო. სისტემის მფლობელი არა ქალაქი, არამედ კერძო კომპანია Siemens & Halske იყო. 1904 წელს ქალაქმა კერძო კომპანიას ხელშეკრულება შეუწყვიტა და ტრამვაის სისტემის ექსპლუატაცია თავად გადმოიბარა. დაიწყო მოძრავი შემადგენლობის განახლება, თუმცა როგორც გამოცდილებამ აჩვენა ახალი ვაგონები უფრო მძიმე იყო და ხიდები მათ ვერ გაუძლებდა, ამიტომ საჭირო გახდა ხიდების მზიდი კონსტრუქციის გამაგრება. იმ დროისთვის ხაზებზე მოძრაობდა მოტორიანი და მისაბმელი ვაგონები, ლირისებრი დენმიმღებებით (ბუგელებით). ისევე როგორც მთელ ჩეხეთში, ამ შემთხვევაშიც გარდამტეხი პერიოდი იყო პირველი მსოფლიო ომი. 1914 წელს გაჩერდა ყველა სამშენებლო სამუშაო ქსელის გაფართოებაზე, შეჩერდა ახალი ხაზების მშენებლობა. ამ პერიოდში მოხერხდა მხოლოდ 1 ახალი ხაზის გახსნა, ახალი სასაფლაოს (Nový hřbitov) მიმართულებით (1914). ასევე მნიშვნელოვან სიახლეს წარმოადგენდა ახალი ხაზის გახსნა ნერჟედინში (Neředin) სამხედრო აეროდრომის მიმართულებით. მთელი სისტემის მთავარი ხაზი ჟიჟეკის მოედნიდან რკ. სადგურამდე ორლიანდაგიანი გახდა 1940 წელს.
მოძრავი შემადგენლობა
რედაქტირებაოლომოუცში მოძრაობს შემდეგი ტიპის გამგზავრო ვაგონები:
სურათი | ტიპი | მოდიფიკაცია და პროტოტიპი | რაოდენობა ( 18. 07. 2019) |
---|---|---|---|
Tatra T3 | Tatra T3M.04, Tatra T3R.P | 19 | |
Škoda 03T | Škoda 03T (იგივე Škoda Astra) | 4 | |
Inekon 01 Trio | Inekon 01 Trio | 3 | |
Vario LF | VarioLF.E, VarioLFR.E, VarioLFR.S | 20 | |
Vario LF plus/o | VarioLF plus/o | 14 | |
EVO1 | EVO1, EVO1/o | 8 |
წყარო
რედაქტირება- POLÁČEK, Michal. Olomoucí po letech příprav jezdí tramvaje na nové trase [online]. Idnes.cz, 2013-11-29 [cit. 2013-11-29].
- POTĚŠIL, Tomáš. Na Nové Sady už jezdí tramvaje. Městská doprava. 2013, čís. 5, s. 20–25.
- DOLEŽALOVÁ, Jana. Slavnostní zahájení stavby tramvajové trati [online]. Olomouc.eu, 2012-6-14 [cit. 2012-06-15].
- HINČICA, Libor; MINÁŘ, Luděk; BLAŤÁK, Martin. Provizorní odstavná tramvajová „plocha“ Nová Ulice v Olomouci. Československý dopravák. 2013, čís. 4, s. 47–49.