Inekon 01 Trio (იგივე Škoda 03 T, Škoda Astra , მოგვიანებით Škoda Anitra (Asynchronní nízkopodlažní tramvaj; ასინქრონული დაბალიატაკიანი ტრამვაი)) — სამსექციური, ორურიკიანი (ოთხღერძიანი), შესახსრული, ნახევრადდაბალიატაკიანი, ცალმხრივი მიმართულების ტრამვაის ვაგონი, რომელიც აიგო კომპანია Inekon–ის მიერ, ოსტრავის სატრანსპორტო გაერთიანების საწარმოო ბაზაზე. ინეკონმა პირველი ასეთი ვაგონი 2002 წელს ააგო. Inekon 01 Trio–ს სალონის იატაკის შუა ნაწილი დაბალი აქვს (ლიანდაგის ზედაპირიდან 35 სმ სიმაღლეზე), ხოლო ვაგონის პირველ და ბოლო ნაკვეთურებში, ურიკების თავზე იატაკი მაღალია. მოგვიანებით, 2007 წელს კომპანია ინეკონმა Inekon 01 Trio–ს მიხედვით გამოუშვა ამ ვაგონის ორმხრივი მიმართულების მქონე ვერსია აშშ–ს ქალაქებისთვის, რომელსაც Inekon 12 Trio ეწოდა.

Inekon 01 Trio ოლომოუცის ტრამვაის დეპოში
Inekon 01 Trio ოლომოუცში
Inekon 01 Trio ოსტრავაში

ტექნიკური მონაცემები

რედაქტირება
  • სექციების რაოდენობა: 3
  • სიგრძე: 20,13 მ
  • სიგანე: 2,46 მ
  • სიმაღლე: 3,46 მ
  • შასის ბაზა: 1,88 მ
  • შასის დისტანცია: 11,8 მ
  • ბორბლის დიამეტრი (მაქს./მინ.): 61/53 სმ
  • მინიმალური ვერტიკალური მოხვევის რადიუსი: 250 მ
  • მინიმალური ჰორიზონტალური მოხვევის რადიუსი: 18 მ
  • სამანევრო მოხვევის რადიუსი: 16 მ
  • ლიანდაგის სიგანე: 1 435 მმ
  • წონა: 26 ტ (+/– 5%)
  • ტევადობა: 155 კაცი
  • დასაჯდომი ადგილები: 42
  • დასადგომი ადგილები: 113
  • დაბალი იატაკი: 50%
  • იატაკის სიმაღლე: 350/780 მმ
  • მაქს. რეკომენდებული სიჩქარე: 70 კმ/სთ
  • მოტორების სიმძლავრე: 340 kW (4 x 85 kW)/ 360 kW (4 x 90 kW)

გაყიდვები

რედაქტირება

სულ გამოშვებულია 12 ვაგონი.

ქალაქი ბმული ტიპი მიღების წლები ვაგონების რაოდენობა ბორტის ნომრები შენიშვნები
ოლომოუცი ოლომოუცის ტრამვაი 01 Trio 2006 3 205 – 207  
ოსტრავა ოსტრავის ტრამვაი 01 Trio 20022005 9 1251 – 1259  

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: