Inekon 12 Trio
Inekon 12 Trio — ტრამვაის ვაგონი, რომელსაც 2006 წლიდან აწარმოებს ჩეხური კომპანია Inekon Trams, ოსტრავის ტრამვაის სარემონტო საამქროში. Inekon 12 Trio ექსპლუატაციაშია აშშ-ს ქალაქებში: ვაშინგტონი, პორტლენდი, სიეტლი.
კონსტრუქცია
რედაქტირებავაგონი Inekon 12 Trio არის ნახევრადდაბალიატაკიანი, შესახსრული ტრამვაის ვაგონი, რომნელიც შეიქმნა Inekon 01 Trio-ს მიხედვით. Inekon 01 Trio და Škoda 03T-ისგან განსხვავებით Inekon 12 Trio არის ორმხრივი მიმართულების და განკუთვნილია აშშ-ს ქალაქებისთვის. ვაგონი შედგება სამი სექციისგან და ეყრდნობა ორ ურიკას. ვაგონს ორივე მხარეს აქვს სამ-სამი კარი,_ერთი ერთფრთიანი და ორი ორფრთიანი. ვაგონის იატაკის სიმაღლე (ლიანდაგის ზედაპირიდან) მაღალიატაკიან სექციებში 78 სმ-ია, ხოლო დაბალიატაკიანში_35 სმ. დაბალიატაკიანია სალონის ფართის 50%. ელექტროაღჭურვილობა განთავსებულია სახურავზე. ვაგონი აღჭურვილია კონდიცირების სისტემით.