Škoda 03 T (იგივე Škoda Astra, მოგვიანებით Škoda Anitra (Asynchronní nízkopodlažní tramvaj; ასინქრონული დაბალიატაკიანი ტრამვაი)) —სამნაკვეთურიანი, ორურიკიანი, შესახსრული, ნახევრადდაბალიატაკიანი, ცალმხრივი მიმართულების ტრამვაის ვაგონი, რომლებიც აიგო კომპანიების, Škoda და Inekon–ის მიერ. შკოდამ პირველი ასეთი ვაგონი 1998 წელს ააგო, ხოლო 2003 წელს ინეკონმა ოსტრავას სატრანსპორტო გაერთიანებასთან თანამშრომლობით ააგო ვაგონები Škoda Astra, რომლებსაც მოგვიანებით Inekon 01 Trio და Inekon 12 Trio ეწოდათ. Inekon 12 Trio განკუთვნილია აშშ–სთვის.

Škoda 03 T Astra (Anitra)
Škoda Astra პლზენში, ტრამვაის დეპოს ფონზე

Škoda 03 T–ს სალონის იატაკის შუა ნაწილი აქვს დაბალი (ლიანდაგის ზედაპირიდან 35 სმ სიმაღლეზე), ხოლო ვაგონის პირველ და ბოლო ნაკვეთურებში, ურიკების თავზე იატაკი მაღალია. შკოდას ზოგიერთი სხვა ტრამვაის ვაგონი, როგორებიცაა Škoda 05 T და Škoda 10 T, Škoda 03 T–ს ჰგავს.

ტექნიკური მახასიათებლები

რედაქტირება
  • ნაკვეთურების (სექციების) რაოდენობა: 3
  • სიგრძე: 20 090 მმ
  • სიგანე: 2 460 მმ
  • სიმაღლე: 3 440 მმ
  • წონა: 24.2 ტ
  • ტევადობა: 155 კაცი
    • დასაჯდომი ადგილები: 42
    • დასადგომი ადგილები: 113
  • მაქს. რეკომენდებული სიჩქარე: 70 კმ/სთ
  • დაბალი იატაკი: 50%
  • იატაკის სიმაღლე: 350/780 მმ
  • მოტორების სიმძლავრე: 340 kW (4 x 85 kW)/ 360 kW (4 x 90 kW)
  • ლიანდაგის სიგანე: 1 435 მმ

გაყიდვები

რედაქტირება

1997–2005 წწ სულ აიგო 48 ვაგონი.

ქალაქი ბმული ვაგონის ტიპი მიღების წლები ვაგონების რაოდენობა სარეგისტრაციო ნომრები შენიშვნა
ბრნო ბრნოს ტრამვაი 03T 2003–2006 17 ვაგონი 1805–1821  
მოსტილიტვინოვი მოსტ–ლიტვინოვის ტრამვაი 03T 2001–2002 2 ვაგონი 201, 202  
ოლომოუცი ოლომოუცის ტრამვაი 03T 1999 4 ვაგონი 201–204  
ოსტრავა ოსტრავას ტრამვაი 03T 1998–2001 14 ვაგონი 1201–1214  
პლზენი პლზენის ტრამვაი 03T 1998–2000 11 ვაგონი 300–310 ვაგონი #300 ავარიის გამო ჩამოწერეს 2008 წლის მაისში.
 
Škoda Astra–ს სახურავი, მასზე განთავსებული ტექნიკური აღჭურვილობით
 
Škoda Astra–ს ინტერიერი
 
Škoda Astra-ს ვატმანის კაბინა

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Škoda_03T&oldid=4110174“-დან