პრაღის ტრამვაი
პრაღის ტრამვაი — მსოფლიოს ერთ–ერთი უდიდესი ტრამვაის სისტემა, 540 კმ ლიანდაგით, 900–ზე მეტი ვაგონით და 34 მარშრუტით. მას მართავს პრაღის სატრანსპორტო გაერთიანება. 2008 წელს პრაღის ტრამვაიმ 356 მლნ. მგზავრი გადაიყვანა. პრაღაში პირველი ცხენის წევის ტრამვაის ხაზი 1875 წელს გაიხსნა, ხოლო ელექტროტრამვაის პირველი ხაზი, 1891 წელს.
არსებული მდგომარეობა
რედაქტირება2020 წლის მდგომარეობით პრაღის ტრამვაი მოიცავს:
- 25 დღის მარშრუტს (№1–12, 14=18 და 20–26),
- 9 ღამის მარშრუტს (№91–99),
- 1 ისტორიულ მარშრუტს (№41, მუშაობს აპრილიდან ოქტომბრამდე).
- 1 რეტრო მარშრუტს (№23)
დღის ტრამვაი
რედაქტირებადღის მარშრუტებზე ვაგონები 4:30–6:00 გამოდიან და 24:00–1:00–მდე მუშაობენ. ზოგიერთი მარშრუტი მხოლოდ სამუშაო დღეებში მუშაობს. აგრეთვე არსებობს დამატებითი მარშრუტები, რომლებიც განსაკუთრებულ დღეებში ინიშნება.
ღამის ტრამვაი
რედაქტირებაღამის მარშრუტებზე ვაგონები 20:00–22:00 გადიან და დილამდე,_5:00–6:00–მდე მუშაობენ. დღის მარშრუტებს არც ერთი ღამის მარშრუტი ემთხვევა, გარდა ორისა. ყველა მარშრუტი გაივლის გაჩერება „ლაზარსკას“ (Lazarská), ქალაქის ცენტრში, სადაც მგზავრებს სხვა მარშრუტზე გადაჯდომა შეუძლიათ. ღამის მარშრუტებზე ინტერვალი 30 წუთია.
ისტორია
რედაქტირებაპრაღაში ცხენების წევაზე მომუშავე პირველი ხაზი 1875 წლის 23 სექტემბერს გაიხსნა და კარლინიდან ოპერის თეატრამდე მოძრაობდა. ამ ხაზის დამფუძნებელი იყო ბელგიელი ედუარდ ოტლეტი. შემდეგ ეს ხაზი დაგრძელდა ეროვნული გამზირის გასწვრივ. 1891 წელს გაიხსნა ელექტროტრამვაის პირველი ხაზი. 1927 წლისთვის ხაზების საერთო სიგრძემ 100 კმ–ს მიაღწია. განუწყვეტლივ მიმდინარეობს ახალი ხაზების მშენებლობა და დღეისათვის ხაზების საერთო სიგრძე 540 კმ–ს შეადგენს. უკანასკნელი ხაზები 2004 და 2008 წელს გაიხსნა,_ესენია: ჰლუბოჩეპი–ბარანდოვოს (2004) და ლაუროვა–რადლიცკას (2008) ხაზები. სამომავლოდ იგეგმება ბარანდოვოს და დივოკა შარკას ხაზების გაგრძელება.
ინფრასტრუქტურა
რედაქტირებამოქმედი დეპოები
რედაქტირება- ფრჩხილებში მითითებული ციფრი აღნიშნავს დეპოს ნომერს, რომელიც ასევე აღნიშნულია ხაზზე გასული ვაგონების თანრიგის ფირფიტაზე
- დეპო ჰლოუბეტინი (1)
- დეპო კობილისი (2)
- დეპო მოტოლი (3)
- დეპო პანკრაცი (4)
- დეპო სტრაშნიცე (5)
- დეპო სტრჟეშოვიცე (6), მხოლოდ რეტრო ხაზი №23 და ისტორიული ხაზი №41
- დეპო ვოკოვიცე (7)
- დეპო ჟიჟკოვი (8)
მოძრავი შემადგენლობა
რედაქტირება2008 წლის მაისის მდგომარეობით პრაღაში მოძრაობს შემდეგი ვაგონები:
სურათი | ვაგონის ტიპი | მოდერნიზაციები და ვარიაციები | სარეგისტრაციო ნომრები | დეპო |
---|---|---|---|---|
Tatra T3 | Tatra T3, Tatra T3SUCS, Tatra T3M, Tatra T3M.2-DVC, Tatra T3R.P, Tatra T3R.PV, Tatra T3R.PLF | *T3 67xx-69xx *T3SU 7001-7020 *T3SUCS 7021-7292 *T3M 8005-8106 *T3RP 8211-8245, 8300-8554 , *T3R.PV 8151-8181 T3R.PLF 8251-8258 | ჰლოუბეტინი, პანკრაცი, სტრაშნიცე, კობილისი, ვოკოვიცე, ჟიჟკოვი | |
Tatra KT8D5 | Tatra KT8D5, Tatra KT8D5R.N2P (2008 წლის მაისისთვის მათგან 23 ვაგონი მოდერნიზებულია ) | 9001-9048 არაა მოდერნიზებული (გარდა ნაავარიევი 9006–ისა), 9051-9098 მოდერნიზებულია. | ჰლოუბეტინი | |
Tatra T6A5 | Tatra T6A5, Tatra T6A5.3 | 8600-8750 | მოტოლი, სტრაშნიცე, ჟიჟკოვი | |
Škoda 14 T | Škoda 14 T | 9111-9170 | ვოკოვიცე | |
Škoda 15 T | Škoda 15 T | No. 9200-9500 | პანკრაცი, ვოკოვიცე, მოტოლი |