Tatra T3R.P

(გადამისამართდა გვერდიდან ტატრა T3R.P)

Tatra T3R.P (ხშირად იხსენიება როგორც Tatra T3P) — ტრამვაის ტიპი, რომელიც შეიქმნა ჩეხოსლოვაკიური ტრამვაი Tatra T3-ის მოდერნიზაციით.

ტრამვაი T3R.P-ის წყვილი პრაღაში

ისტორია რედაქტირება

 
T3R.P-ს ინტერიერი
 
მართვის პულტი

1999 წლისთვის კომპანია ČKD Tatra, რომელიც ტრამვაის ვაგონებისთვის საჭირო ელექტრო აღჭურვილობას აწარმოებდა, გაკოტრდა. ამიტომ საჭირო გახდა მისი ჩანაცვლება ახალი მომწოდებლით. ამ პერიოდისთვის ფრანგულმა კომპანია Alstom-მა (უწინდელი Cegelec) შეიმუშავა ტრამვაის ვაგონების მართვის მოწყობილობის ახალი ტიპი, TV Progress, რომელიც IGBT ტრანზისტორებს ეფუძნებოდა. შესაბამისად დაინერგა Tatra T3-ის ახალი მოდერნიზაციის ტიპი, Tatra T3R.P. ამ მოდიფიკაციით პირველად მოდერნიზაცია ქალაქ ოსტრავის ერთ-ერთ Tatra T3-ს ჩაუტარდა.

2000 წლიდან ამ მოდიფიკაციით ვაგონების მოდერნიზაცია დაიწყეს პრაღაში. მოდერნიზაციის პროცესი ელექტროაღჭურვილობის გამოცვლასთან ერთად გულისხმობდა ვაგონის ძარას ძველი „ნიღბის“ დემონტაჟს და ახლის მონტაჟს. თავდაპირველად ამ მოდერნიზაციისათვის ე.წ. „ნიღბებს“ ფირმა Pars Nova აწარმოებდა ქალაქ შუმპერკში, ხოლო მოგვიანებით მათი დამზადება დაიწყეს პრაღაში, პლზენსა და ოსტრავაში. 2002 წლიდან დაიწყო ახალი მოდიფიკაციის TV Europulse ელექტროაღჭურვილობის გამოყენება და შეიქმნა Tatra T3R.E და ასევე TV Progress-ზე დაყრდნობით, Tatra T3R.PV, რის გამოც Tatra T3R.P-ს გამოშვება შეწყდა.

მოდერნიზაცია რედაქტირება

გარეგნულად ვაგონს დიდი ცვლილებები არ განუცდია, რადგან ფაქტობრივად შეიცვალა მხოლოდ სვლა-გეზის შუბლა-მაჩვენებელი, ხოლო ინტერიერმა დიდი ცვლილებები განიცადა: მთლიანად გამოიცვალა სკამები და 1970-იანი წლების პლასტმასის სკამები 1995 წელს გამოშვებული Tatra T6A5-ის ანალოგიურმა გობელენიანმა სკამებმა ჩაანაცვლა. ასევე გამოიცვალა იატაკის საფარი და მძღოლის კაბინაში დამონტაჟდა თანამედროვე მართვის პულტი. მართვის მოწყობილობები (მათ შორის Tatra T3-ის ამაჩქარებელი) IGBT ტრანზისტორებმა ჩაანაცვლა. Tatra T3R.P-ს სავარაუდო საექსპლუატაციო ვადა 15 წლით განისაზღვრა. 30 წელს გადაცილებული ვაგონების უმეტესობას ძარა მეტად ცუდ მდგომარეობაში ჰქონდა. ამიტომ 2002 წლიდან შემოღებულ იქნა ახალი მოდერნიზაციის ტიპი, Tatra T3R.PV.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Tatra_T3R.P&oldid=3008114“-დან