დაბლაციხე
დაბლაციხე — სოფელი საქართველოში, გურიის მხარის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, ადმინისტრაციული ერთეულის ცენტრი (სოფლები: დაბლაციხე, საყვავისტყე).
სოფელი | |
---|---|
დაბლაციხე | |
სოფლის ხედი ერკეთის მონასტრიდან | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | გურიის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი |
თემი | დაბლაციხე |
კოორდინატები | 42°00′32″ ჩ. გ. 42°16′16″ ა. გ. / 42.00889° ჩ. გ. 42.27111° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 220 მ |
მოსახლეობა | 279[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 99,6 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
მდებარეობს მდინარე სუფსის მარჯვენა მხარეს, გურიის ქედის სამხრეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 220 მ., ჩოხატაურიდან 4 კმ., საჯავახოს რკინიგზის სადგურიდან 24 კმ. სოფელში არის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია, ნიკო მარის სახლ-მუზეუმი, საჯარო სკოლა.[2]
ისტორია რედაქტირება
დაბლაციხეს ადრე საყვავისტყე ეწოდებოდა, შემდეგ მის ერთ ნაწილს, რომელიც ბუკისციხის ქვემოთ მდებარეობს, დაბლაციხე უწოდეს. სოფელში ნაპოვნია ძვ. წ. II ათასწლლეულის დასასრულის – I ათასწლეულის დასაწყისის კოლხური ცული (დ. ქორიძისეული IV სახეობა), რომელიც დაცულია ჩოხატაურის მუზეუმში. გვიან შუა საუკუნეებში თავად გურიის ერისთავთა მფლობელობაში იყო. 1820-იან წლებში გურიის ხელისუფლების მიწვევით სოფელში მეურნეობა მოაწყო შოტლანდიელმა იაკობ მარმა. საბჭოთა პერიოდში განვითარებული იყო მეჩაიეობა, მევენახეობა, მესიმინდეობა, მეცხოველეობა.
დემოგრაფია რედაქტირება
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 279 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
2002[3] | 369 | 171 | 198 |
2014[1] | 279 | 140 | 139 |
ცნობილი ადამიანები რედაქტირება
ლიტერატურა რედაქტირება
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 326.
- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012.
სქოლიო რედაქტირება
- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
- ↑ საგანმანათლებლო დაწესებულებების კატალოგი
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II