ჩოხატაურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი
ჩოხატაურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი — ნიკო ბერძენიშვილის სახელობის ისტორიული მუზეუმი ჩოხატაურში. დაარსდა 1958 წელს. 1961 წელს მოეწყო პირველი ექსპოზიცია. მუზეუმში ძირითადად დაცულია არქეოლოგური მასალა: ძვ. წ. VI-V საუკუნეების საბრძოლო და შრომითი იარაღები, სამაროვანის ინვენტარი, ჭურჭელი, ნუმიზმატიკური მასალა. აგრეთვე XIX საუკუნის საბრძოლო იარაღი, ეთნოგრაფიული მასალა, ხელნაწერები, გურიის ერისთავების პირადი ნივთები.
ჩოხატაურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი | |
---|---|
![]() | |
| |
დაარსდა | 1958 |
მდებარეობა | ჩოხატაური |
სტატუსი | ისტორიული |
ექსპონატი | 16 500 |
ვიზიტორები | 5 000 |