ბუკისციხე (ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი)
ბუკისციხე — სოფელი საქართველოში, გურიის მხარის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში. თემის ცენტრი (სოფლები: ბუკისციხე, იანეული). მდებარეობს მდინარე სუფსის მარჯვნივ, ზღვის დონიდან 200 მ. ჩოხატაურიდან 6 კმ, საჯავახოდან 24 კმ. სოფელში არის საბავშვო ბაღი, საჯარო სკოლა.[2]
სოფელი | |
---|---|
ბუკისციხე | |
სოფლის ხედი | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | გურიის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი |
კოორდინატები | 42°00′06″ ჩ. გ. 42°17′33″ ა. გ. / 42.00167° ჩ. გ. 42.29250° ა. გ. |
პირველი ხსენება | XVIII საუკუნე |
ცენტრის სიმაღლე | 200 მ |
მოსახლეობა | 341[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 99,4 %, რუსები 0,6 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
ისტორია
რედაქტირებასოფელში დადასტურებულია გვიან ბრინჯაოსა და ადრე რკინის ხანის დასახლება. წამოების ნიშნები გამოვლინდა 1964 წლის სექტემბერში ბუკისციხის გორის სამხრეთ ფერდობზე.[3] სოფლის ტერიტორიაზე სავარაუდოა ანტიკური ქალაქის არსებობაც. ადრე ანტიკურ ხანაში (ძვ. წ. VI-V სს.) ეს გალავნიანი ქალაქი ერკეთის ეკონომიკური ცენტრი უნდა ყოფილიყო.[4]
ადრე ფეოდალურ ხანაში სოფელში ჩნდება ახალი ციხე-სიმაგრე, რომელსაც თამარის ციხესაც უწოდებენ. უძველესი სამშენებლო ფენა ადრეფეოდალური ხანისა, უახლესი გვიანი შუა საუკუნეებისაა. ციხე მოქმედი იყო 1811 წლამდე და აკონტროლებდა იმერეთიდან და მესხეთიდან შავი ზღვისკენ მიმავალ გზას. XIX საუკუნის ბოლოს სოფელში მოქმედებდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესია. 1909 წელს ბუკისციხის მოსახლეობა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას სთხოვდა სოფელში სამკითხველოს გახსნას. 1912 წელს სოფელში გაიხსნა საკრედიტო ამხანაგობა, რომელშიც 2000 ადამიანი იყო გაწევრებული.[5]
საბჭოთა პერიოდში სოფელში განვითარებული იყო მეჩაიეობა და მევენახეობა. მოქმედებდა ხე-ტყის სახერხი ქარხანა.
მოსახლეობა
რედაქტირებააღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
1894[6] | 1293 | ||
1908[7] | 491 | ||
1911[8] | 971 | ||
2002 | 466 | 218 | 248 |
2014[1] | 341 | 161 | 180 |
სოფელში გავრცელებული გვარებია გურგენიძეები, სიხარულიძეები, ჩხიკვაძეები. სოფელში ყოველწლიურად იმართება დღესასწაული „ბუკისციხელობა“.[9]
ტურიზმი
რედაქტირებასოფელში მოქმედებს საოჯახო სასტუმრო და მარანი. მდინარე სუფსა სოფლის ტერიტორიაზე ქმნის ბუნებრივ დაგუბებას, რომელსაც „გურიის ტბას“ ეძახიან და რომელიც ზაფხულობით გამოიყენება საცურაოდ და რეკრეაციული მიზნებისთვის.
ღირსშესანიშნაობები
რედაქტირებარაფიელ შარაშიძის სახლი
რედაქტირებასოფელში დგას ოდა-სახლი, რომელიც აშენებულია 200 წლის წინ ლაზი ხელოსნების მიერ. გამოირჩევა ლაზური არქიტექტურისთვის დამახასიათებელი დეტალებით და დიდი ლაზური გუმბათით. ზედა სართული წაბლის ხითაა ნაგები. ქვედა კი ქვითკირით, საყრდენი ბოძები დიდი ქვის ლოდებისგან საჭრელითაა გამოკვეთილი. კედლის სისქე 80 სმ-ია. სახლს ასევე ჰქონდა სამეურნეო ნაწილი, საჯინიბო, ღია და დახურული მარანი. ამავე სახლს უკავშირდება ფილმ „მამლუქის“ გადაღებაც. სახლი შეტანილია მიხეილ გარაყანიძის მიერ გამოცემულ წიგნში, „საქართველოს ხის ხუროთმოძღვრება“. შარაშიძეეები გურიაში აფხაზეთიდან გადმოვიდნენ XVII საუკუნის დასაწყისში. ტახტისთვის ბრძოლაში ბიძას, გვარად შარვაშიძეს, აუჯანყდნენ ძმისშვილები. დამარცხებულმა ძმებმა თავი გურიას შეაფარეს. გურიელმა დიდი პატივით მიიღო ძმები, ერთს ერისთაობა, მეორესთვის კი სუფსის ხეობა და მისი მიმდებარე სოფლები უბოძა.
ნაეკლესიარი
რედაქტირებასასაფლაოს განაპირას, სოფლის დასავლეთით, მდებარეობს ნაეკლესიარი. ეკლესია წრიულ-აბსიდიანია, რომელსაც ერთსაფეხურიანი ცოკოლი შემოუყვება. კედლები ნაგები იყო ფლეთილი ქვებით კირის დუღაბზე. ამჟამად კედლებიდან მხოლოდ ჩრდილოეთ კედლის დასავლეთი ნაწილიღაა დარჩენილი, რომელზეც შემორჩენილია პილასტრის ბუდე და კაპიტელი, რომელსაც კამარის საბჯენი თაღი ეყრდნობოდა.[10]
წისქვილი
რედაქტირებასოფელში შემორჩენილია ჯაყელების საგვარეულო წისქვილი. 250 წლის წინ ჯაყელები მესხეთიდან გურიაში გადავიდნენ და თავადმა გურიელმა უბოძა მათ ეს წისქვილი, რათა თავი დაეღწიათ გაჭირვებიდან და ერჩინათ თავი.
ცნობილი ადამიანები
რედაქტირება- გიორგი ცინცაძე (1880) — საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრი
- ილია სიხარულიძე (1889) — პედაგოგი, საბავშვო მწერალი
- პანტელეიმონ ჩხიკვაძე (1903) — მწერალი
- გიორგი ბაქრაძე (1908) — ეკონომისტი
- დიმიტრი გურგენიძე (1918) — პედაგოგი
სოფელში ცხოვრობდა და დაკრძალულია შოტლანდიელი მებაღე და აგრონომი იაკობ მარი, ნიკო მარის მამა. ის ბუკისციხის ეკლესიის გალავანში, პირველი მეუღლის გვერდითაა დაკრძალული.
გალერეა
რედაქტირება-
ციხის ნანგრევები
-
შარაშიძის საოჯახო მარანი და სასტუმრო
-
გურიის ტბა
-
სოფლის ხედი ერკეთის მონასტრიდან
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 556.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
- ↑ საგანმანათლებლო დაწესებულებების კატალოგი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-08-11. ციტირების თარიღი: 2018-12-25.
- ↑ ცქიტიშვილი გ., სიხარულიძე ი., „არქეოლოგიური გათხრები ბუკისციხეში“ // „კომუნიზმის განთიადი“ — 22 დეკემბერი, 1964 წ.
- ↑ სიხარულიძე ი., „ერკეთი“ // „ალიონი“ : გაზეთი, 2007, № 18, გვ. 3..
- ↑ Кавказский календарь на 1914 год
- ↑ Кавказский календарь на 1895 год გვ. 272
- ↑ Кавказский календарь на 1910 год
- ↑ Кавказский календарь на 1912 год
- ↑ ბუკისციხელობა _ 2012 Guria News სამშაბათი, 14 აგვისტო 2012 09:19
- ↑ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის პორტალი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-08-11. ციტირების თარიღი: 2019-09-29.