ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

სონგშანი (ჩინ. გამარტ. 嵩山, ფინინი: 'Sōngshān', სიტყვასიტყვით: „ამაღლებული მთა[5]) — იზოლირებული ქედი ჩრდილო-ცენტრალურ ჩინეთში, ხენანის პროვინციაში, ყვითელი მდინარის სამხრეთ სანაპიროზე. იგი ერთ-ერთია ჩინეთის წმინდა მთებიდან[6]. მას ჯერ კიდევ ძვ. წ. I საუკუნეში სცემდნენ პატივს, მათ შორის ჩინეთის იმპერიის მმართველი დინასტიები, ჩინურ მითოლოგიაში კი იგი „სამოთხისა და დედამიწის ცენტრად“ ითვლება.[7]

სონგშანი
嵩山
სონგშანის ბუდისტური მონასტერი
სონგშანის ბუდისტური მონასტერი
კოორდინატები: 34°28′21″ ჩ. გ. 112°56′05″ ა. გ. / 34.47250° ჩ. გ. 112.93472° ა. გ. / 34.47250; 112.93472
ქვეყანა ჩინეთის დროშა ჩინეთი
ტერიტორიული ერთეული ხენანი
უმაღლესი წერტილი 1 512[1]
შეფარდებითი სიმაღლე 1 221[2] 
ფართობი 450[3] კმ²
სიგრძე 100[4] კმ
სიგანე 60[4] კმ
იზოლაცია 82,3 კმ
დაკავშირებული მთა ევერესტი
სონგშანი — ჩინეთი
სონგშანი

სახელწოდებით „სონგშანი“ ასევე მიმართავენ სონგშანის ქედში მდებარე მწვერვალს (34°30′38″N 112°56′05″E / 34.510627° ჩ. გ. 112.934647° ა. გ. / 34.510627; 112.934647), სიმაღლით 1 492 [8]. იგი ქედის სიმაღლით მეოთხე მწვერვალია, ტოპოგრაფიული იზოლაციით კი მეორე ადგილზეა (869 ). ქედის უმაღლესი მწვერვალია ლიენ თიენ ფენგი, რომლის სიმაღლეა 1 512 . მდებარეობს შაოიანგის ველთან, რომელიც კარგადაა დასახლებული, ტყიან და ნალექიან მთებთან შედარებით. აქვე მდებარეობს შაოლინის ტაძარი.

ზოგიერთი წყარო იუწყება, რომ სონგშანის ქედი 72 მთას მოიცავს, ზოგჯერ ამ რაოდენობას 70-მდე ამრგვალებენ. აღსანიშნავია, რომ ეს ინფორმაცია მომდინარეობს ბუდისტური მითისგან, იგი არ ემყარება მთების დათვლას.[9]

1991 წელს, მას შემდეგ, რაც საბჭოთა კავშირმა არსებობა შეწყვიტა, მსოფლიოში ცივი ომი შეწყდა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საზღვრები გაიხსნა[10]. სპონტანურად, ჩინელ ხალხს ჩინეთის კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის შენარჩუნებისა და დაცვის სურვილი გაუჩნდა, ვინაიდან იგი დანარჩენი მსოფლიოსთვის ხელმისაწვდომი გახდა. სხვა ქვეყნების მსგავსად, მათ დაიწყეს ეროვნული პარკების დაარსება, რომლებიც დაცული ტერიტორიების (PA) კატეგორიაში შევიდა. ეს კატეგორია ჩინეთის გარემოს დაცვის სამინისტრომ 1994 წელს შემოიღო, როგორც ჩინეთის ბიომრავალფეროვნების შესანარჩუნებლად სამოქმედო გეგმის პირველი ნაბიჯი მას შემდეგ, რაც ჩინეთმა გაეროს გაეროს ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ კონვენციას მოაწერა ხელი. 2018 წლისთვის, ჩინეთში 11 800-ზე მეტი, 17 სხვადასხვა ტიპის დაცული ტერიტორია არსებობდა. ასევე, რეკორდული სისწრაფით გაიზარდა ტურიზმი. [11]

გეოგრაფია

რედაქტირება

სონგშანი უჩვეულო ფორმის ქედია, რომელიც ლოიანიდან ჭენჭოუმდეა გადაჭიმული, დენგფენგთან ახლოს მდებარეობს[12][13]. დასავლეთით მდებარე რამდენიმე კუნძულს თუ არ ჩავთვლით, მთელი ქედი ერთიანი და უწყვეტია. ინგლისურ ენაზე, მთლიან ქედს გეოლოგები, არქეოლოგები და გეოგრაფები „სონგშანის მთებს“ უწოდებენ[14]. ქედის სიგრძე, ქალაქიდან ქალაქამდე, დაახლოებით 104 კმ-ია, სიგანე კი სხვადასხვა ადგილას მნიშვნელოვნად განსხვავდება. ერთი წყარო იუწყება, რომ სიგანე 60 კმ-ს უდრის, სიგრძე 100 კმ-მდეა დამრგვალებული, ფართობი კი, სავარაუდოდ, 450 კმ-ია.[4][3]

რელიეფის ფორმის აღმოსავლეთ ნაწილი, იგივე „ტაიში“, შაოიანგის ველიდან ჭენჭოუმდეა გადაჭიმული. რელიეფის დასავლეთი, ანუ „საოში“, ნაწილი გეომორფოლოგიურად განსხვავებულია.[15][16]

  1. opentopomap.org.Retrieved 2023-04-16.
  2. Lián Tiān Fēng. ციტირების თარიღი: 21 October 2022
  3. 3.0 3.1 Dongping 2009, Abstract
  4. 4.0 4.1 4.2 Dongping 2009, Section 1.1
  5. Ministry of Education Mandarin Chinese Dictionary (Revised), "Entry 嵩"
  6. Goossaert 2008, p. 217 "It has been considered as the Central of the Five Peaks (*wuyue) since the late Zhou period."
  7. ICOMOS 2008, p. 14–15
  8. Dengfeng City. PeakVisor. ციტირების თარიღი: 20 October 2022
  9. Shi, Yan Ming (2006). The Shaolin Workout. Holtzbrinck Publishers, გვ. 116. 
  10. Su 2015, p. 1
  11. Zhong 2020, p. 2
  12. ICOMOS 2008, p. 14
  13. Goossaert 2008, p. 917
  14. Hong 2005, Fig. 1
  15. Goossaert 2008, p. 917 "It is ranked as one of the Grotto-Heavens (*dongtian) and is usually divided between the Taishi 太 室 and Shaoshi 少室 ranges."
  16. Xu 2022, p. 70
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/სონგშანი“-დან