სირიის ისტორიასირიის ისტორია მოიცავს ამ რეგიონის მოვლენებსა და თანამედროვე სირიის არაბთა რესპუბლიკას. სირია სავარაუდოდ მომდინარეობს ძვ. წ. X საუკუნის ნეო-ასურული იმპერიის სახელიდან. თანამედროვე სირია დამოუკიდებელი გახდა 1946 წელს, ფრანგული ოკუპაციისა (1917-1920 წწ.) და ფრანგული მანდატის (1920-1946 წწ.) პერიოდის შემდეგ. 1958 წელს სირიის რესპუბლიკა გახდა გაერთიანებული არაბთა რესპუბლიკის პატარა ნაწილი, მაგრამ 1961 წელს დატოვა ეს ფედერაცია. 1963 წლიდან სირიის არაბთა რესპუბლიკას მართავდა პარტია ბაასის სირიული ფრაქცია, ხოლო 1973 წლიდან ექსკლუზიურად ასადის ოჯახთან ერთად. დღეს-დღეობით კი, სირია კონტროლდება ერთმანეთის მოწინააღმდეგე ძალებს მიერ სირიის სამოქალაქო ომის გამო.

რეგიონის ისტორია შეგვიძლია დავყოთ შემდეგ პერიოდებად:

პრეისტორია

რედაქტირება
 
ქალის ფიგურა, სირია, ძვ. წ. 5000 ძველი აღმოსავლეთის მუზეუმი.

უძველესი ნაშთები, რომლებიც აღმოჩენილია სირიაში, თარიღდება პალეოლითის ხანით. 1993 წლის 23 აგვისტოს სირია-იაპონიის საერთო ექსკავაციის ჯგუფმა აღმოაჩინა გაქვავებული პალეოლითის ხანის ადამიანის ნაშთები დედერიაეჰს გამოქვაბულში, რომელიც 400 კილომეტრიდანაა დაშორებული მასაკოდან. ძველი, რომლებიც იპოვეს ამ მასიურ გამოქვაბულში ეკუთვნოდა ნეანდერტალელ ბავშვს. სავარაუდოა, რომ ის იყო 2 წლის და ცხოვრობდა შუა პალეოლითის ერაში. ასევე აღმოაჩინეს სხვა ნეანდერტალელი ადამიანის ძვლებიც, მაგრამ, პრაქტიკულად, ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც მიაგნეს ბავშვის თითქმის სრულ ჩონჩხს , რომელიც შემონახული იყო პირვანდელ პირობებში[1].

არქოლოგებმა აჩვენეს, რომ სირიის ცივილიზაცია იყო ერთ-ერთი უძველესი მსოფლიოში. სირია არის ნაწილი ნაყოფიერი ნახევარმთვარისა და თითქმის ძვ. წ. 10 000 წლისთვის ის წარმოადგენდა ერთ-ერთ ცენტრს ნეოლითური კულტურისა, სადაც მიწათმოქმედება და მეცხოველეობა გვხვდება პირველად მსოფლიოში. ნეოლითის პერიოდი წარმოდგენილია მურაიბეტის კულტურის მართკუთხა სახლებით. ადრეული ნეოლოთის პერიოდში, ხალხი იყენებდა ქვებისგან, გიფსისგან, გამომწვარი კირისგან დამზადებულ ჭურჭელს. აღმოჩენილმა ობსიდიანის ხელსაწყოები ანატოლიიდან წარმოადგენენ მტკიცებულებას სავაჭრო ურთიერთობებისა. ჰამაუკარისა და ემარის ტერიტორია ყვაოდა გვიანი ნეოლითისა და ბრინჯაოს ხანებში.

უძველესი ახლო აღმოსავლეთი

რედაქტირება

ებლას ნანგრევები ჩრდილოეთ სირიაში აღმოაჩინეს გათხრებისას 1975 წელს. ებლა, როგორც ჩანს, არის აღმოსავლურ სემიტურ ენაზე მოალაპარაკე ქალაქ-სახელმწიფო, რომელიც დაარსდა ძვ. წთ. 3000 წელს. თავისი ზენიტისას, ის აკონტროლებდა ჩრდილოეთ ანატოლიამდე ტერიტორიებს, აღმოსავლეთ მესოპოტამისა და სამხრეთ დამასკოს. ებლა ვაჭრობდა მესოპოტამიურ სახელმწიფოებთან, როგორიცაა: შუმერი, აქადი და ასურეთი, ასევე სხვა ჩრდილოეთის ხალხებთან[2]. ფარაონებისგან მიღებული საჩუქრებსაც მიაკვლიეს ამ ადგილას, რაც ადასტურებს ებლას კავშირს ეგვიპტესთან. მეცნიერებს სჯერათ, რომ ებლას ენა იყო ძალიან ახლო კავშირში აღმოსავლეთ სემიტურ აქადის ენასთან მესოპოტამიაში და წარმოადგენს ერთ-ერთ უძველეს ენას[3].

ებლა დაპყრობილ იქნა მესოპოტამიური აქადის იმპერიისმიერ (ძვ. წ. 2335-2154) სარგონ აქადელის მმართველობისას. ჩვენს წელთაღრიცხვამდე ადრეულ მეორე მილენიუმში სირია დაიპყრეს ინდო-ევროპელმა ხეთებმა[4]. შემდეგ პერიოდში სირიის ნაწილები კონტროლდებოდა ნეო-აშურული იმპერიის, ძველი ასურეთისა და ბაბილონის მიერ ძვ. წ. XXII–XVIII სს.

ძვ. წ. XX საუკუნიდან ახალი ასურეთი მართავდა ამ ტერიტორიას სამი საუკუნის განმავლობაში XVII საუკუნემდე. მას შემდეგ, რაც ეს იმპერია დაიქცა, მესოპოტამიური დომინანტობა გაგრძელდა მცირე დროის განმავლობაში არსებული ახალი ბაბილონის მიერ, რომელიც რეგიონს აკონტროლებდა 70 წლის განმავლობაში.

კლასიკური ანტიკური პერიოდი

რედაქტირება
 
რომაული თეატრი ბუსრაში
 
ფილიპე არაბი, რომის იმპერატორი

ძვ. წ. 539 წელს სპარსეთმა დაიპყრო სირია და მოაქცია საკუთარ იმპერიაში. ეს დომინანტობა დასრულდა ალექსანდრე დიდის დაპყრობით ძვ. წ. 323-332 წლებში. სირია ამ დროს შედიოდა სელევკიდების იმპერიაში და იმპერიის ცენტრი იყო ანტიოქია. ძვ. წ. 64 წელს პომპეუსმა დაიპყრო ანტიოქია და სირია გახდა რომის პროვინცია[2]. რომის იმპერატორის ტიტულს ატარებდა არაერთი სირული წარმოშობის რომაელი.

შუა საუკუნეები

რედაქტირება
 
წმინდა სიმონის ეკლესია ალეპოსთან
 
ომაიანების მეჩეთი დამასკოში

634-640 წლებში სირია დაიპრეს მუსლიმმა არაბებმა და ამ რეგიონში ის გახდა ნაწილი ისლამური იმპერიისა. VII საუკუნეში ომაიანთა დინასტიამ, ამ პერიოდის მმართველებმა, გადაიტანეს დედაქალაქი დამასკოში. სირია დაიყო 4 რეგიონად: დამასკო, ჰომსი, პალესტინა და იორდანია. ისლამური იმპერია იზრდებოდა ძალიან სწრაფად და ფარავდა ტერიტორიას ესპანეთიდან ინდოეთამდე, ასეცე აქ შეიოდა ცენტრალური აზიის ტერიტორიები, ამის გამო სირია ძალიან განვითარდა ეკონომიკურად.

აქ იყო სრული ტოლერანტობა ქრისტიანებისადმი და ზოგიერთი მათგანი სამთავრობო პოსტსაც იკავებდა. VIII საუკუნეში ხალიფატი დაიშალა, რადგნა ჰქონდა დინასტიური, რელიგიური პრობლემები. ომაიანთა დინასტია 750 წელს შეიცვალა აბასიანთა დინასტიით. მათ დედაქალაქი გადაიტანეს დამასკოდან ბაღდადში. არაბულმა, რომელიც გახდა ოფიციალური ენა, ჩაანაცვლა არამეული და ბერძნული აბასიანების პერიოდში.

საუფ ალ-დაულას სასამართლო - „სახელმწიფოს ხმალი“ (944-967) იყო ცენტრი კულტურისა, არაბული ლიტერატურის სწავლების მაღალი დონის გამო. მან გაუძლო ბიზანტიის მცდელობებს დაეპყრო სირია ტაქტიკურად ხელსაყრელი თავდაცვით. ალ-დაულას სიკვდილის შემდეგ, ბიზანტიელებმა დაიკავეს ალეპო და ანტიოქია. ამ პერიოდში სირია წარმოადგენდა პოლიგონს ჰამდანიდების, ბიზანტიელებისა და დამასკელი ფატიმიდების ბრძოლებისთვის. 996 წელს მთელი სირია დაიპყრო ბიზანტიამ, მაგრამ XI საუკუნემდე გაგრძელდა ქაოსი, რადგან სამივე ძალა ცდილობდა საკუთარი გავლენების გაზრდასა და ძალაუფლების მოპოვებას. სირია შემდეგ დაიკავეს სელჩუკმა თურქებმა (1084-1086 წწ.). ერთსაუკუნოვანი სელჩუკთა მმართველობის შემდეგ ეს რეგიონი დაიპყრო სალადინმა (1175-1185), ეგვიპტის მმართველმა.

 
კრაკ-დე-შევალიე

XII-XIII საუკუნეებში სირიის ნაწილები დაკავებული ჰქონდათ ჯვაროსნებს, რომლებმაც დააარსეს პოლიტიკური ერთეულები: ედესის სამეფო (1098-1149), ანტიოქიის სამთავრო (1098-1268) და ტრიპოლის ქვეყანა (1109-1298 წწ.). ამ რეგიონს ასევე საფრთხეს უქმნიდნენ ექსტრემისტი ასასინები. უკვე 1260 წელს მონღოლებმა დაიკავეს სირიის მცირე ნაწილი. მონღოლების შესვლამ სირიაში გამოაფხიზლა ეგვიპტელი მამლუქები, რომ დაეპყროთ სირია. სასულთნოს დედაქალაქ კაეროსთან ერთად დამატებით მამლუქთა ლიდერმა, ბეირბასმა დამასკო გახადა პროვინციულ ცენტრად, რომელიც დაკავშირებული იყო საფოსტო სადგურებით, საჯინიბოებითა და სასტუმროებით. მამლუქებმა აღმოფხვრეს ჯვაროსანთა ბოლო კვალი სირიაში და მოიგერიეს არაერთი მონღოლური შემოსევა.

1400 წელს თემურ-ლენგი შეიჭრა სირიაში, დაამარცა მამლუქების არმია ალეპოსთან და დაიკავა დამასკო. მან ძალიან ბევრი მცხოვრები აწამა და ზოგიერთი გადაასახლა კიდევაც[5][6]. ამ დროს სირიის ქრისტიანი მოსახლეობა იტანჯებოდა დევნით.

 
ალეპოს ციტადელი

XV საუკუნის ბოლო, როდესაც ევროპამ აღმოაჩინა შორეული არმოსავლეთისაკენ მიმავალი საზღვაო გზა, სირია აღარ იყო მთავარი სავაჭრო ობიექტი. 1516 წელს ოტომანთა იმპერიამ დაიპყრო ეს ტერიტორია.

ოსმალთა მართველობის პერიოდი

რედაქტირება

ოსმალთა სულთანმა სელიმ I-მა დაიპყრო სირია 1516 წელს, მას შემდეგ რაც საბოლოოდ დაამარცხა მამლუქები მარჯ-ბადიქის ბრძოლაში, ალეპოსთან ახლოს. სირია იყო ოსმალტა იმპერიის ნაწილი 1516 წლიდან 1918 წლამდე. ეს მმართველობის პერიოდი არ იყო რთული სირიელებისთვის, რადგან თურქებიც სცემდნენ პატივს არაბულს, როგორც ყურანის ენას. ამ დროს დამასკო გახდა ცენტრალური თავშეყრის ადგილი ჰაჯის დროს მექაში მიმავალი პილიგრიმებისათვის[7]. ოტომანთა ადმინისტრირების სისტემა შესაძლებლობას აძლევდათ სირიის განსხვავებულ საზოგადოებებს ეცხოვრათ ერთმანეთის გვერდით.ნებისმიერი რელიგიის წარმომადგენელი ასრულებდა თავის საქმეს და დამატებით მონაწილეობას იღებდა სამოქალაქო საქმიანობაში[7].

პირველი მსოფლიო ომის დროს საფრანგეთის დიპლომატი ჟორჟ-პიკო და ბრიტანელი დიპლომატი მარკ საიკი საიდუმლოდ შეთანხმდნენ ომის შემდეგ ოტომანთა იმპერიის გაყოფაზე, რომელიც ჩაიწერა საიკ-პიკოს შეთანხმებაში 1916 წელს. 1918 წლის ოქტომბერში არაბული და ბრიტანული ჯარები დაწინაურდნენ სირიაში და დაიკავეს დამასკო და ალეპო. ზემოთ აღნიშნული შეთანხმების საფუძველზე ერების სამანდატო ლიგამ სირია მოაქცია საფრანგეთის კონტროლის ქვეშ 1920 წელს[8].

დემოგრაფიული მდგომარეობა გაუარესდა ამის შემდეგ სირიაში, რადგან იდევნებოდნენ ქრისტიანები თურქების მიერ ქურთების დახმარებით. ზოგიერთი ჩერქეზული, ქურთული და ჩეჩნური ტომები თანამშრომლობდნენ ოტომანებთან და აწყოდნენ სომეხი და ასურელი ქრისტიანების ხოცვა-ჟლეტას[9][10][11][12][13] . 1937 წლის 13 აგვისტოს, მოხდა შეტაკება. 500-მა ქურთმა იერიში მიიტანა ქრისტიანულ ამუდაზე[14] და გადაწვეს ქალაქი[15], რომელიც დაინგრა, ხოლო 300 ქრისტიანი ოჯახი გადავიდა ქამშირსა და ჰასაკახში[16][17]. ლეიტენანტ ალბაქ სემპილ სტაფორდის თქმით, უამრავი ასურელი და სომეხი დაიღუპა. 1920-იან წლებში დიდი რაოდენობით ქურთები დასახლდნენ სირიის ჩრდილოეთ ნაწილში, იმიტომ, რომ საფრანგეთის მანდატი მათ ჰპირდებოდა მოქალაქეობას[18].

თანამედროვე ისტორია

რედაქტირება

საფრანგეთის მანდატი

რედაქტირება
 
საფრანგეთის მანდატის ქვეყნები
 
ბრიტანეთისა და საფრანგეთის სამანდატო ტერიტორიების საზღვრები

1919 წელს დაარსდა ნაკლებად დამოუკიდებელი სირიის სამეფო, რომელსაც სათავეში ედგა ემირი ფაისალ I ჰაშიმიდების დინასტიიდან, რომელიც მოგვიანებით გახდა ერაყის მეფე. 1920 წლის მარტში სირიის ეროვნულმა კონგრესმა ფაისალი გამოაცხადა სირიის მეფედ „მის ბუნებრივ საზღვრებში“ თურქეთის კუროს მთიდან ეგვიპტის სინას უდაბნომდე. თუმცა, მისი მმართველობა სირიაში დასრულდა რამდენიმე თვეში სირიის არაბული ძალებისა და ფრანგული არმიის შეტაკების გამო მაისალუნის ბრძოლაში. საფრანგეთის ჯარებმა მოიპოვეს კონტროლი სირიაზე და აიძულეს ფაისალი წასულიყო ქვეყნიდან. ამავე წელს მოგვიანებით სან რემოს კონფერენციამ ფაისალის სამეფო დაყო და სირია-ლებანონი გადასცა სამართავად საფრანგეთს, ხოლო პალესტინა ბრიტანეთის კონტროლს დაუქვემდებარა. სირია დაიყო სამ ავტონომიურ რეგიონად საფრანგეთის გამო[19].

ეროვნული აგიტაციას საფრანგეთის მმართველობის წინააღმდეგ სათავეში ედგა სულთანი ალ-ატრაში, ეს იყო წინააღმდეგობა, რომელიც დაიბადა დრუზის მთაში 1925 წელს და გავრცელდა მთელს სირიასა და ლებანონი ნაწილში. 1926 წელს აჯანყების ჩახშობამდე შეტაკებები მიმდინარეობდა აჯანყებულებისა და საფრანგეთის ძალებს შორის დამასკოში, ჰომსში და ჰამაში.

საფრანგეთმა სულთანს მიუსაჯა სიკვდილით დასჯა, მაგრამ ის გაიქცა აჯანყებულებთან ერთად ტრანსიორდანიაში და ბოლოს შეიწყალეს. ის სირიაში დაბრუნდა 1937 წელს და დიდი პატივით შეხვდა ხალხი. არჩევნები ჩატარდა 1928 წელს დამფუძნებელი საბჭოსთვის, რომელსაც უნდა შეექმნა სირიის კონსტიტუცია. თუმცა, საფრანგეთის უმაღლესმა კომისარმა არ მიიღო შემოთავაზება, რამაც გამოიწვია ეროვნული პროტესტი.

სირიასა და საფრანგეთს შორის მიმდინარეობდა მოლაპარაკებები დამოუკიდებლობის დეკლარაციასთან დაკავშირებით 1936 წელს. საფრანგეთის დაეთანხმა სირიის დამოუკიდებლობას, თუმცა ასევე შეინარჩუნა სამხედრო და ეკონომიკური დომინანტობა. ჰაშიმ ალ-ათასსი, რომელიც იყო პრემიერ-მინისტრი მეფე ფაისალის მოკლე მმართველობისას, აირჩიეს პირველ პრეზიდენტად ახალი კონსტიტუციის მიხედვით. ეს კი იყო პირველი გამოვლინება, განსახიერება თანამედროვე სირიის რესპუბლიკისა. თუმცა, ეს დეკლარაცია არასდროს შესულა ძალაში, იმის გამო, რომ საფრანგეთის ლეგისტრატურამ უარი თქვა მისრატიფიკაციაზე. 1940 წელს, მეორე მსოფლიო ომის დროს საფრანგეთის დაცემისას, სირიაში კონტროლი გადავიდა ჯერ უმაღლესი საფრანგეთის ხელში, ხოლო მოგვიანებით ბრიტანეთისა და გათავისუფლებული საფრანგეთის სირიულ-ლივანური კამპანიების 1941 წელის ივნისში. სირიამ კვლავ მოიპოვა დამოუკიდებლობა 1941 წელს, მაგრამ ეს არ განხორციელდა 1944 წლის პირველ იანვრამდე, რადგან ამ დროს აღიარეს ის. 1945 წელს იყო საპროტესტო გამოსვლები ქვეყნიდან საფრანგეთის გასვლის შენელებული პროცესის გამო. საფრანგეთმა ამ პროტესტს უპასუხა არტილერიით. 1945 წლის მაისში, იმისათვის რომ შეეჩერებინათ დამოუკიდებლობის მოძრაობა, საფრანგეთმა მოახდინა სირიის პარლამენტის ოკუპაცია და ელექტრო ენერეგიის მიწოდება შეუწყვიტა დამასკოს[20]. საკუთარი იარაღის გამოცდისას ძველი დამასკოს ქალაქში, ფრანგებმა მოკლეს 400 სირიელი და დაანგრიეს ასობით სახლი. 1946 წლის აპრილს ეროვნულმა ჯგუფებმა აიძულეს საფრანგეთს გაეყვანა უკანასკნეული სამხედრო ძალები ქვეყნიდან. ამიტომაც ქვეყანა დარჩა რესპუბლიკური მთავრობის ხელში, რომელიც მანდატის დროს ჩამოყალიბდა[21].

დამოუკიდებლობა, ომი და არასტაბილურობა

რედაქტირება

სირია დამოუკიდებელი გახდა 1946 წლის 17 აპრილს. სირიელი პოლიტიკოსები დამოუკიდებლობიდან 1960-იან წლებამდე განსაკუთრებული აღფრთოვანებით მოიხსენიებოდნენ. 1946-სა და 1956 წლებში სირიას ჰქონდა 20 განსხვავებული კაბინეტი და შეიმუშავა 4 განსხვავებული კონსტიტუცია.

1948 წელს სირია მონაწილეობდა ომში ისრაელსა და არაბეთს შორის, ადგილობრივი არაბული სახელმწიფოების გვერდით, რომლებსაც სურდათ ისრაელის სახელმწიფოს განადგურება[22]. სირიის არმია შევიდა ჩრდილოეთ პალესტინაში, მაგრამ ძლიერი ომის შემდეგ უკან გაბრუნება მოუხდა. საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის შესახებ მხარეები შეთანხმდნენ 1949 წელს. ჩამოყალიბდა დემილიტარიზებული ზონა, რომელსაც გაერო აკონტროლებდა. ამ ტერიტორიების სტატუსი წარმოადგენდა სამომავლოდ მოლაპარაკებების თემას ისრაელსა და სირიას შორის. ეს იყო პერიოდი, როდესაც ძალიან ბევრი სირიელი ებრაელი აღმოჩნდა მკაცრი დევნის წინაშე და ამის გამო ტოვებდნენ ამ ქვეყანას, ეს იყო იგივე მოვლენა, რაც ხდებოდა სხვა არაბულ ქვეყნებში.

ომის შედეგი იყო 1949 წლის მარტში მომხდარი გადატრიალება პოლკოვნიკი აზ-ზამის მეთაურობით, რაც არის პირველი სამხედრო გადატრიალება არაბულ სამყაროში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ[22]. ამას მოჰყვა მალევე კიდევ ერთი გადატრიალება[22] პოლკოვნიკი სამი ალ-ჰინაუის ლიდერობით. 1949 წელს ასევე იყო მესამე გადატრიალება, სადაც აბიდ შიშაკის სამხედრო ძალებმა დაამყარეს ძალაუფლება.1954 წელს ჯაბალ ალ-დრუზის ძალაუფლების ზრდამ გამოიწვია კდიევ ერთი გადატრიალება. არაბთა სოციალისტური ბაასის პარტია დაფუძნდა 1947 წელს და მონაწილეობა მიიღო ამ უკანასკნელ გადატრიალებაში. ნაციონალისტი ვეტერანი შუკრი ალ-ქუვატლი იყო პრეზიდენტი 1955 წლიდან 1958 წლამდე, მაგრამ მისი თანამდებობა იყო ძალიან ფორმალური.

ძალაუფლება ძირითადად მოქცეული იყო მილიტარისტულ სფეროში და არაერთხელ დაამტკიცა, რომ ეს იყო ერთადერთი ძალა, რომელსაც სეეძლო ძალაუფლების დამყარება და შენარჩუნება[22]. საპარლამენტო ინსტიტუციები იყვნენ ძალიან სუსტები და მათზე გავლენას ახდენდნენ ერთმანეთის მოქიშპე პარტიები, ეკონომიკა კი რჩებოდა მოუწესრიგებელი. 1956 წლის ნოემბერში, როგორც პირდაპირი შედეგი სუეცის კრიზისისა[23], სირიამ ხელი მოაწერა შეთანხმებას საბჭოთა კავშირთან, რაც გულისხმობდა კომუნისტური გავლენის გატარებას ტანკების, თვითმფრინავებისა და სხვა სამხედრო აღჭურვილობის სანაცვლოდ[22]. სირიის სამხედრო პოტენციალის ასეთი შესაძლებლობების გაზრდა ხელს არ აძლევდა თურქეთს, რადგან ასეთი ძალებით მას შეეძლო უკან დაებრუნებინა ისკანდერუნის ტერიტორია - სირიისა და თურქეთის დაპირისპირების მიზეზი. მეორე მხრივ, სირიამ და საბჭოთა კავშირმა თურქეთს დააბრალეს სირიის საზღვრებთან სამხედრო ნაწილების რაოდენობის ზრდა და მხოლოდ გაეროში (რომლის წევრის იყო სირია) დაძაბულმა დებატებმა შეაჩერა ომის საშიშროება[24].

ამ კონტექსტში ნასერიზმის გავლენამ, პან-არაბულმა და ანტი-იმპერიულმა იდეოლოგიებმა შექმნეს ნაყოფიერი საფუძველი ეგვიპტესთან დაახლოებისა[22][25]. ეგვიპტის პრეზიდენტის, გამალ აბდალ ნასერის მმართველობამ სუეცის კრიზისისამ სირიაში გააჩინა ეგვიპტესთან ურთიერთობების გაღრმავებისა.

1958 წლის 1 თებერვალს სირიის პრეზიდენტმა ალ-ქუვათლიმ და ნასერმა გამოაცხადეს ორ ქვეყანას შორის კავშირი[22], რომელიც ქმნიდა გაერთიანებულ არაბთა რესპუბლიკას[21]. ეს კავშირი არ გამოდგა წარმატებული[22]. 1961 წელს სირიამ გამოაცხადა კვლავ დამოუკიდებლობა. 1960-იანი წლები ხასიათდებოდა, აჯანყებებით, გადატრიალებებით, სამხედრო ძალაუფლებითდა და სისხლიანი გამოსვლებით. 1963 წლის 8 მარტის შედეგი იყო ეროვნული საბჭოს ჩამოყალიბება, რომელშიც შედიოდნენ, როგორ სამოქალაქო პირები, ასევე - სამხედრო და წარმოადგენდნენ ლეგისტრატურულ და აღმასრულებელ ხელისუფლებას. ეს გადატრიალება დაგეგმილ იქნა ბაასის პარტიის მიერ, რომელსაც სათავეში ედგა მიშელ აფლაქი და სალაჰ ალ-დინ ალ-ბიტარი. ახალი კაბინეტში დომინირებდნენ ბაასის წევრები. ლიდერი ალ-ბიტარი გახდა პრემიერი[21][22] და ის მოგვიანებით გადააყენეს პარტიის მემარცხენე სამხედრო ძალებმა სალაჰ ჯადიდის ხელმძღვანელობით.

პარტიის შიგნით დაპირისპირების გამო სირიაში მიმდინარეობდა შეტაკებები. 1970 წლის 13 ნოემბერს კი თავდაცვის მინისტრმა ჰაფეზ ალ-ასადმა დაამყარა საკუთარი სამხედრო ძალაუფლება[26].

სირია ჰაფეზ ალ-ასადის მმართველობისას (1978-2000)

რედაქტირება

ჰაფეზ ალ-ასადი სწრაფად მიიწევდა წინ ორგანიზაციული სტრუქტურის ჩამოსაყალიბებლად. მან შექმნა დროებითი რეგიონალური ხელმღვანელობაში 173 ადგილი გამოეყოთ ბაასის პარტიის წარმომადგენლებს, ხოლო სახალხო კრებაში, რომელშიც ბაასის პარტიას ჰქონდა 87 ადგილი. დანარჩენი ადგილები გადაეცათ "პოპულარულ ორგანიზაციებსა" სხვა ძირითად პარტიებს. 1971 წლის მარტში, პარტიამ ჩაატარა თავისი რეგიონალური კონგრესი და აირჩიე ახალი 21 წევრიანი რეგიონალური ხელმძღვანელობა ასადით სათავეში.

იგივე თვეში, ეროვნული რეფერენდუმი ჩატარდა და ასადი არჩეულ იქნა პრეზიდენტად 7 წლის ვადით. 1972 წლის მარტში იმისათვის, რომ გაეფართოებინათ სახელმწიფოს ძალაუფლება ასადმა ჩამოაყალიბა ეროვნული პროგრესიული ფრონტი, კოალიცია პარტიებისა, რომელსაც სათავეში ედგა ბაასის პარტია. ამასთანავე ჩატარდა არჩევნები ადგილობრივი საბჭოების დასაფუძნებლად სირიის 14 რეგიონში. 1973 წლის მარტში სირიის ახალი კონსტიტუცია შევიდა ძალაში, ხოლო შემდეგ მას მოჰყვა საპარლამენტო არჩევნები სახალხო კრებებში, რაც იყო 1962 წლის შემდეგ პირველი არჩევნებიref name="USDoS"/>. 1973 წლის კონსტიტუცია სირიას მოიხსენიებდა, როგორც სეკულარულ სოციალისტურ სახელმწიფოდ, რომელშიც ისლამი იყო უმრავლესობის რელიგია.

1973 წლის 6 ოქტომბერს სირია შეიჭრა ისრალეში, მაგრამ ისრაელმა მოიგერია შეტევა, გადავიდა კონტრშეტევაზე და დაიკავა 1967 წელზე მეტი ტერიტორია. ამაზე ასადმა განაცხადა, რომ შეეცდება დაამყაროს ისრალეთა მშვიდობიანი ურთიერტობები, თუ ის დააბრუნებს ოკუპირებულ ტერიტორიებს[27].

ამ მთავრობასაც აკრიტიკებდნენ, თუმცა გახსნილი განსხვავებული აზრის რეპრესირება ხდებოდა. 1970-იან წლებში ფუნდამენტალისტი სუნიტი მუსლიმები, რომლებიც უარყოფდნენ სეკულარულ ღირებულებებს ბაასის პარტიის პროგრამისა და ითხოვდნენ ქვეყნის მართვას შარიათის კანონებით. ირანში ისლამური რევოლუციის შემდეგ , მუსლიმურმა დაჯგუფებებმა დაიწყეს აქტიურობა ალეპოში, ჰომსა და ჰამაში. 1980 წელს სცადეს ასადის მოკვლა. საპასუხოდ კი ასადმა დაიწყო ისლამის მნიშვნელობის ხაზგასმა სირიის სახელმწიფოსთვის. ირან-ერაყის ომის დასაწყისისთვის სირია მხარს უჭერდა ირანს ბაასის ირანისა და სირიის პარტიების კონკურენციის პარალელურად. 1982 წელს საბოლოოდ განადგურდა არქიკონსერვატიული მუსლიმთა საძმო, რომლის ცენტრი იყო ჰამა, რადგან ქალაქში ალტირელია შევიდა და დაიყუპა და დაშავდა 10 000-იდან 25 000-მდე ადამიანი, ძირითადად სამოქალაქო საზოგადოება[28]. ეს მოქმედება სახელმწიფოსი კი აღწერილ იქნა, როგორ შესაძლო ერთადერთი მსხვერპლიან ქმდება არაბული მთავრობისა საკუთარი ხალხის წინაშე თანამედროვე დროის ახლო აღმოსავლეთში[29]. ამის შემდეგ ანტი-სახელმწიფოებრივი ქმედებები მკაცრად შეიზღუდა და შეწყდა ქვეყანაში[21].

1994 წელს ასადის ვაჟი ბასელ ას-ასადი, რომელისგანაც მოელოდნენ, რომ მამამისის წარმატებას გააგრძელებდა, დაიღუპა ავტოავარიაში. ასადის ძმა, რიფათ ალ-ასადი, გაათავისუფლეს ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობიდან 1998 წელს. როდესაც ასადი დაიღუპა 2000 წელს, მისმა მეორე ვაჟმა, ბაშარ ალ-ასადმა დაიკავა მამის თანამდებობა.

სირია ბაშარ ალ-ასადის მმართველობის პერიოდში (2000 - დღემდე)

რედაქტირება

ჰაფეზ ალ-ასადის დაღუპვის შემდეგ პარლამენტმა ცვლილებები შეიტანა კონსტიტუციაში და შეამცირა პრეზიდენტობისთვის აუცილებელი ასაკის შეზღუდვა 40-იდან 34-მდე, რამაც მისცა ბაშარ ასადს შესაძლებლობა საკუთარი კანდიდატურა დაეყენებინა ბაასის პარტიის მმართველის პოსტზე. 2000 წლის 10 ივნისს, ბაშარ ალ-ასადი არჩეულ იქნა პრეზიდენტად რეფერენდუმით, რომელშიც იგი მონაწილეობდა ოპოზიციის გარეშე და მოაგროვა 97.29% მთლიანი ხმებისა, როგორც ამას სირიის მთავრობის სტატისტიკის მიხედვით[21].

ბაშარ ალ-ასადის არჩევამ 2000 წლის ზაფხულში გააჩინა იმედები რეფორმებისა და დაერქვა დამასკოს გაზაფხული. პერიოდი ხასიათდება მრავალი პოლიტიკური ფორუმისა და სალონის გაჩენით, სადაც ერთ აზრზე მყოფი ადამიანები იკრიბებიან კერძო დაწესებულებებში და განიხილავენ პოლიტიკურ და სოციალურ საკითხებს. სალონების ფენომენი საკმაოდ გავრცელდა დამასკოში და შედარებით მცირედით სხვა ქალაქებშიც. ისეთმა პოლიტიკურმა აქტივისტებმა, როგორებიც არიან: რიად სეიფი, ჰაითჰამ ალ-მალეჰი, კამალ ალ-ლაბვანი, რიიად ალ-თურქი და არეფ დაილა, შეასრულეს მნიშვნელოვანი როლი მოძრაობის მობილიზაციაში[30]. ყველაზე ცნობილი ფორუმი იყო რიად სეიფის ფორუმი და ჯამალ ალ-ატასის ფორუმი. პროდემოკრატიული აქტივისტები მობილიზდნენ პოლიტიკური მოთხოვნების გარშემო, რომელიც გამოხატულია "მანიფესტი 99"-ში. ასადმა გასცა ბრძანება გამოეშვათ 600 პოლიტიკური პატიმარი 2000 წლის ნოემბერში. აკრძალულმა მუსლიმთა საძმომ გააგძელა საკუთარი პოლიტიკური აქტივიზმი. 2001 წლის მაისში პაპი იოანე პავლე II ისტორიული ვიზიტით იმყოფებოდა სირიაში.

თუმცა, 2001 წლის შემოდგომისთვის ავტორიტეტები ზეწოლას ახდენდნენ რეფორმის მომხრე მოძრაობაზე, ანგრევდნენ იმედებსა და ამით აგრძელებდნენ ჰაფეზ ალ-ასადის ავტორიტარულ წარსულს. წამყვანი ინტერლექტუალების დაკავებები გაგრძელდა და დაბალანსდა შემთხვევითი ამინესტიებით ბოლო დეკადის განმავლობაში. ასე რომ, დამასკოს გაზაფხული გაგრძელდა ძალიან ცოტა ხანს და ის დღემდე გამოვლინდება პოლიტიკურ, კულტურული და ინტელექტუალური დებატებით სირიაში[31].

დაძაბულობა აშშ-სთან გაძლიერდა უარესობისკენ 2002 წლის შემდეგ, როდესაც აშშ ამტკიცებდა, რომ დამასკოს იძენდა მასიური განადგურების იარაღს და ამის გამო სირია შეტანილ იქნა ე.წ. "ეშმაკის კუდის" ქვეყნების სიაში. აშშ ძალიან კრიტიკული იყო სირიისადმი, რადგან ეს ქვეყანა მხარს უჭერდა ჰამაში ისლამისტ ჯიჰადების მოძრაობას პალესტინასა და ჰეზბოლაჰში, რომელთაც ევროკავშირი, ისრაელი და აშშ ტერორისტულ ჯგუფებს უწოდებდნენ. 2003 წელს აშშ დაემუქრა დამასკოს სანქციებით თუ ის არ შეასრულებდა იმას, რასაც ვაშინგტონი "სწორ გადაწყვეტილებას" ეძახდა. სირია გმობდა აშშ-ს განცხადებას, თითქოს ის აწარმოებდა ქიმიური იარაღს და ეხმარეობდა ერაყელებს. ისრაელის საჰაერო შეტაკება პალესტინურ სამხედრო ბანაკზე დამასკოსთან ახლოს 2003 წლის ოქტომბერში სირიის მიერ აღწერილ იქნა, როგორც "სამხედრო აგრესია"[32]. პრეზიდენტი ასადი ჩავიდა თურქეთში 2004 წლის იანვარში და იყო პირველი სირიელი ლიდერი, რომელმაც ეს გააკეთა. ამ ვიზიტმა ხაზი გაუსვა ათასწლეულების განმავლობაში გაღვივებული ცუდი ურთიერთობების დამთავრებას, მაგრამ ურტიერთობების გაფუჭება გაგრძელდა 2011 წლის შემდეგაც. 2004 წლის მაისში აშშ-მ ეკონომიკური სანქციები დაუწესა სირიას. აშშ-სა და სირიის ურტიერტობები კდიევ უფრო დაიძაბა, როდესაც ლებანონში მოკლეს პრემიერ-მინისტრი ჰარირი და შტატებმა დამასკოს გავლენა და ხელი დაინახა ამ მოვლენაში, რაზე საპასუხოდაც სირიამ თქვა, რომ გამოიყვანდა ძალებს ლებანონიდან და ასეც გააკეთა[33].

განახლებული ოპოზიციური აქტივიზმი დაიწყო 2005 წლის ოქტომბერში, როდესაც აქტივისტი მიშელ კილო, და სხვა ოპოზიციურმა ფიგურებმა შექმნეს დამასკოს დეკლარაცია, რომელიც აკრიტიკებდა სირიის მთავრობას, როგორც "ავტორიტარულს, ტოტალიტარულსა და სასულიეროს" და ითხოვდა დემოკრატიულ რეფორმებს[34]. მიშელ კალოსა და კამალ ალ-ლაბვანს მიესაჯათ ციხე დიდი ხნით 2007 წლის პირობებსი, ერთი კვირის შემდეგ კი იურისტი ადამაინის უფლებათა განხრით, ანსარ ალ-ბუნნიც დააკავეს. ასადმა განაცხადა, რომ რეფორმა გატარდებოდა და შემოიფარგლა მცირე საბაზრო რეფორმით[28][35][36].

ასადის დროს, ასევე, აქტიურად ხდებოდა ინტერნეტის ცენზურის გატარება. ინტერნეტ კაფეები ვალდებულნი იყვნენ ჩაწერათ მომხმარებელთა მოქმედებები ინტერნეტში[37].

სირიის საერთაშორის ურთიერთობები გაუმჯობესდა ამ პერიოდის განმავლობაში. დიპლომატიური ურთიერთობები ერაყთან აღდგა 2006 წელს. 2007 წლის მარტში დიალოგი ევროკავშირსა და სირიას შორის განახლდა. შემდეგ თვეში აშშ-ს თეთრი სახლის წარმომადგენელი შეხვდა პრეზიდენტ ასადს დამასკოში, იმის მიუხედავად, რომ პრეზიდენტი ბუში იყო წინააღმდეგ[38][39][40][41][42][43][44].

ისრაელის საჰაერო დარტყმა 2007 წლის სექტემბერში იყო დიპლომატიურ ურთიერთობებში უკან გადადგმული ნაბიჯი. 2008 წელს აბათა ლიგის სამიტი ჩატარდა სირიაში და ბევრმა დასავლურმა ქვეყანამ გამოაგზავნა დაბალი წოდების დელეგაციები პროტესტის ნიშნად. დიპლომატიური აღმასვლა გაგრძელდა მაშინ, როდესაც ასადს სეხვდა საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლაზ სარკოზი პარიზში 2008 წლის ივლისში. შეხვედრა ნიშნავდა დასავლეთის მიერ სირიის დიპლომატიური იზოლაციის დასასრულს, რაც მოჰყვა ჰარირის სიკვდილს 2005 წელს. 2008 წლის ბოლოს სირიამ უმასპინძლა ოთხმაგ სამიტს სირიას, საფრანგეთს, თურქეთსა და კატარს შორის, იმისთვის რომ გაეძლიერებინათ მშვიდობისკენ მიმართული ძალები ახლო აღმოსავლეთში.

2008 წლის აპრილში, პრეზიდენტმა ასადმა უთხრა გაზეთ "კატარს" რომ სირიასა და ისრალეს ჰქონდათ მოლაპარაკებები მშვიდობასთან დაკავშირებით ერთი წლის განმავლობაში, ხოლოდ თურქეთი მოქმედებდა, როგორც ამ პროცესის მოდერატორი. ეს დადასტურდა 2008 წლის მაისს ისრაელის პრემიერ-მინისტრის აპარატის წარმომადგენლის მიერ[45].

2008 წელს აფეთქებმა მოკლა 17 ადამიანი დაიღუპა დამასკის საზღვარზე და ეს იყო თავდასხმა ყველაზე დიდი მსხვერპლით სირიის უკანასკნელ წლებში. სახელმწიფომ დაადანაშაულა ისლამისტი მებრძოლები[46][47][48].

2009 წელს შედგა რამდენიმე შეხვედრა უმაღლეს დონეზე სირიასა და აშშ-ს მთავრობის დიპლომატებისა და წარმომადგენლებს შორის. სირიელი მწერალი და პროდემოკრატიული აქტივისტი მიშელ კილო გაანთავისუფლეს ციხიდან, მას შემდეგ რაც მოიხადა სასჯელის 3 წელი[49][50][51][52]. 2010 წელს აშშ-მ გააგზავნა თავისი პირველი ელჩი სირიაში 5 წლიანი შესვენების შემდეგ.

ასეთი დაახლოებული, პოზიტიური დიპლომატიური ურთიერთობები მივიდნენ მოულოდნენ დასასრულამდე. 2010 წლის მაისში აშშ-მ განაახლა სანქციები სირიის წინააღმდეგ და განაცხადა, რომ ის უჭერდა მხარს ტერორისტულ ჯგუფებს, ეძებდა მასიური განადგურების იარაღს და ლებანონს გადასხვა სკუდის რაკეტები, რაც გაეროს რეზოლუციების დარღვევაა. 2011 წელს გაეროს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ სირიის შესახებ განაცხადა გაეროს უშიშროების საბჭოში საიდუმლო ატომური პროგრამის შესახებ[53][54][55].

სირიის სამოქალაქო ომი (2011 - დღემდე)

რედაქტირება

არის მიმდინარე შეიარაღებული კონფლიქტი სირიაში ბაშარ ალ-ასადის ხელისუფლების ერთგულ ძალებსა და მათ მოწინააღმდეგეთა შორის. არეულობა დაიწყო 2011 წლის 15 მარტს საპროტესტო აქციებით, რომლებიც აპრილისთვის უკვე მთელ ქვეყანაში გავრცელდა. ეს აქციები იყო ნაწილი უფრო ფართო ახლო აღმოსავლური საპროტესტო მოძრაობის, რომელიც ცნობილია არაბული გაზაფხულის სახელით. აქციის მონაწილეები მოითხოვდნენ პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის გადადგომას, რომლის ოჯახიც მართავს სირიას 1971 წლიდან, ასევე ბაასის პარტიის მმართველობის დასრულებას, რომელიც დაიწყო 1963 წელს.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. http://www.kochi-tech.ac.jp/akazawa/english/body.html
  2. 2.0 2.1 Syria: A country Study – Ancient Syria. Library of Congress (2007). დაარქივებულია ორიგინალიდან — 8 ნოემბერი 2007. ციტირების თარიღი: 5 September 2007.
  3. „The Aramaic Language and Its Classification“ (PDF). Journal of Assyrian Academic Studies. 14 (1). დაარქივებულია ორიგინალიდან (PDF) — 2008-09-09. ციტირების თარიღი: 2017-01-07.
  4. Relations between God and Man in the Hurro-Hittite Song of Release, Mary R. Bachvarova, Journal of the American Oriental Society, Jan–Mar SAAD 2005
  5. Battle of Aleppo.
  6. The Eastern Mediterranean, 1400–1600 A.D.. Metmuseum.org. ციტირების თარიღი: 23 April 2011.
  7. 7.0 7.1 "Syria – Ottoman Empire". Library of Congress Country Studies.
  8. Mandat Syrie-Liban. Retrieved 1 February 2010.
  9. Travis, Hannibal. Genocide in the Middle East: The Ottoman Empire, Iraq, and Sudan. Durham, NC: Carolina Academic Press, 2010, 2007, pp. 237–77, 293–294.
  10. Hovannisian, Richard G., 2007. [The Armenian Genocide: Cultural and Ethical Legacies https://books.google.com/books?id=K3monyE4CVQC&pg=PA271&dq=assyrian+genocide+by+kurds+in+syria&hl=en&sa=X&ei=BS1kVLqiGcOsyATv34DoCA&ved=0CCgQ6AEwAg#v=onepage&q=Amuda&f=false]. Accessed on 11 November 2014.
  11. Hovannisian, Richard G. (2007). The Armenian Genocide: Cultural and Ethical Legacies. ციტირების თარიღი: 11 November 2014. 
  12. Joan A. Argenter, R. McKenna Brown (2004). On the Margins of Nations: Endangered Languages and Linguistic Rights, გვ. 199. 
  13. Lazar, David William, not dated A brief history of the plight of the Christian Assyrians* in modern-day Iraq დაარქივებული 2015-04-17 საიტზე Wayback Machine. . American Mespopotamian.
  14. Jordi Tejel, "Syria's Kurds: History, Politics and Society", footnote 57.
  15. Watenpaugh, Keith David (2014) Being Modern in the Middle East: Revolution, Nationalism, Colonialism, and the Arab Middle Class. Princeton University Press, გვ. 270. ISBN 1400866669. 
  16. John Joseph, "Muslim-Christian Relations and Inter-Christian Rivalries in the Middle East", p107.
  17. R. S. Stafford (2006). The Tragedy of the Assyrians, გვ. 24. 
  18. Chatty, Dawn, 2010. Displacement and Dispossession in the Modern Middle East. Cambridge University Press. pp. 230-232.
  19. Peter N. Stearns, William Leonard Langer (2001). „The Middle East, p. 761“, The Encyclopedia of World History. Houghton Mifflin Books. ISBN 978-0-395-65237-4. 
  20. Rogan, Eugene (2011). The Arabs: A Complete History. Penguin, გვ. 244–246. 
  21. 21.0 21.1 21.2 21.3 21.4 Background Note: Syria. United States Department of State, Bureau of Near Eastern Affairs, May 2007.
  22. 22.0 22.1 22.2 22.3 22.4 22.5 22.6 22.7 22.8 Syria: World War II and independence. Britannica Online Encyclopedia.
  23. Robson, John. (2012-02-10) Syria hasn't changed, but the world has | World | News. Toronto Sun. Retrieved 26 June 2012.
  24. Brecher, Michael (1997). A Study of Crisis. University of Michigan Press, გვ. 345–346. ISBN 0-472-10806-9. 
  25. Walt, Stephen (1990). The Origins of Alliances. Cornell University Press, გვ. 72–73. ISBN 0-8014-9418-4. 
  26. „Jordan asked Nixon to attack Syria, declassified papers show - CNN.com“. Edition.cnn.com. 28 November 2007. ციტირების თარიღი: 25 October 2008.
  27. Rabinovich, Abraham (2005). The Yom Kippur War: The Epic Encounter That Transformed the Middle East. New York, New York: Schocken Books, გვ. 302. ISBN 0-8052-4176-0. 
  28. 28.0 28.1 Ghadry, Farid N.. (Winter 2005) Syrian Reform: What Lies Beneath. The Middle East Quarterly.
  29. Wright, Robin, Dreams and Shadows: the Future of the Middle East, Penguin Press, 2008, pp. 243–4.
  30. Syria Smothering Freedom of Expression: the detention of peaceful critics. Amnesty International. დაარქივებულია ორიგინალიდან — 14 ნოემბერი 2012. ციტირების თარიღი: 5 July 2011.
  31. George, Alan (2003). Syria: neither bread nor freedom. London: Zed Books, გვ. 56–58. ISBN 1-84277-213-9. 
  32. Huggler, Justin (6 October 2003). „Israel launches strikes on Syria in retaliation for bomb attack“. London: The Independent. დაარქივებულია ორიგინალიდან — 15 მაისი 2011. ციტირების თარიღი: 23 October 2008.
  33. Guerin, Orla (6 March 2005). „Syria sidesteps Lebanon demands“. BBC News. ციტირების თარიღი: 28 April 2010.
  34. The Damascus Declaration for Democratic National Change. 15 October 2005. დაარქივებულია ორიგინალიდან — 22 ივლისი 2011. ციტირების თარიღი: 5 July 2011.
  35. Michael Bröning. (7 March 2011) The Sturdy House That Assad Built. The Foreign Affairs.
  36. „Profile: Syria's Bashar al-Assad“. BBC News. March 10, 2005. ციტირების თარიღი: 25 October 2008.
  37. Bashar Al-Assad, President, Syria. Reporters Without Borders. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-04. ციტირების თარიღი: 2017-01-07.
  38. Shadid, Anthony (5 April 2007). „Pelosi Meets Syrian President Despite Objections From Bush“. Washingtonpost.com. ციტირების თარიღი: 25 January 2013.
  39. „House Speaker Pelosi Says Syria Willing to Resume Peace Talks With Israel“. Fox News. 4 April 2007. ციტირების თარიღი: 25 January 2013.
  40. Associated, The. (5 April 2007) U.S. Republican meets Assad day after contentious Pelosi visit. Haaretz. ციტირების თარიღი: 25 January 2013.
  41. Pelosi meets with Syria’s Assad. MSNBC (4 April 2007). ციტირების თარიღი: 25 January 2013.
  42. Condi Rice never looks back. Salon.com (4 May 2007). ციტირების თარიღი: 25 January 2013.
  43. Rice meets with Syrian FM in Egypt's resort. Xinhua (4 May 2007). ციტირების თარიღი: 25 January 2013.
  44. „Middle East | US and Syria hold landmark talks“. BBC News. 3 May 2007. ციტირების თარიღი: 25 January 2013.
  45. Walker, Peter; News Agencies (21 May 2008). „Olmert confirms peace talks with Syria“. London: The Guardian. ციტირების თარიღი: 21 May 2008. ციტატა: „Israel and Syria are holding indirect peace talks, with Turkey acting as a mediator....“
  46. Mitchell Prothero in Beirut and Peter Beaumont (28 September 2008). „Syria: Damascus car bomb kills 17 at Shia shrine“. London: Guardian. ციტირების თარიღი: 25 January 2013.
  47. Makdessi, Marwan (27 September 2008). „Car bomb near Syrian security base kills 17“. Reuters. დაარქივებულია ორიგინალიდან — 13 ნოემბერი 2012. ციტირების თარიღი: 25 January 2013.
  48. „Syria: Car bomb kills 17 in Damascus“. CNN.com. 27 September 2008. ციტირების თარიღი: 25 January 2013.
  49. Otterman, Sharon (29 July 2009). „U.S. Opens Way to Ease Sanctions Against Syria“. The New York Times.
  50. Associated Press (26 July 2009). „Barack Obama's Middle East envoy steps up diplomatic push in Syria“. London: Guardian. ციტირების თარიღი: 25 January 2013.
  51. „Visit to Syria starts week of U.S. diplomacy in Middle East“. CNN.com. 27 July 2009. ციტირების თარიღი: 25 January 2013.
  52. „Mitchell Cites Syria's Role in Mideast Peace Effort“. The New York Times. 14 June 2009.
  53. Obama renews Syria sanctions. Al Jazeera English. ციტირების თარიღი: 25 January 2013.
  54. „Barack Obama renews sanctions on Syria for a year“. London: Telegraph. 4 May 2010. ციტირების თარიღი: 25 January 2013.
  55. France-Presse, Agence (3 May 2010). „Obama Renews Syria Sanctions“. The New York Times.