ედესის საგრაფო
ედესის საგრაფო — პირველი ფეოდალური სახელმწიფო, რომელიც დააარსეს ჯვაროსნებმა XI საუკუნის დამლევს. 1098 წელს ჯვაროსანთა ლაშქარმა გრაფ ბალდუინის (ბოდუენი) ხელმძღვანელობით დაიკავა ევფრატის ორივე სანაპიროზე მდებარე მიწები და ქალაქები ედესა, სამოსატი და თალ-ბაშირი. ეს ტერიტორია შევიდა ედესის საგრაფოს შემადგენლობაში. ედესის საგრაფო ჩრდილო-აღმოსავლეთიდან იცავდა ჯვაროსანთა სამფლობელოებს სირიაში, ვასალურ დამოკიდებულებაში იმყოფებოდა იერუსალიმის სამეფოსთან და ტიპობრივ ფეოდალურ სენიორიას წარმოადგენდა. 1110 წლიდან თავს ესხმოდნენ სელჩუკი ამირები. 1144 წელს ედესის საგრაფო დაიპყრო მოსულისა და ჰალაბის სელჩუკმა გამგებელმა ზანჯიმ, რაც მეორე ჯვაროსნული ლაშქრობის (1147-1149 წწ.) დაწყების საბაბი გახდა.
ედესის საგრაფო Comitatus Edessanus | ||||||
იერუსალიმის სამეფოს ვასალი | ||||||
| ||||||
| ||||||
ედესის საგრაფო 1098-1144 წლებში
| ||||||
დედაქალაქი | ედესა | |||||
ენები | ლათინური; ძველი ფრანგული; იტალიური; სომხური; არაბული; ბერძნული | |||||
რელიგია | კათოლიციზმი; სომხური სამოციქულო; ბერძნული მართლმადიდებლური; სირიული მართლმადიდებლური; ისლამი; იუდაიზმი | |||||
მთავრობა | მონარქია | |||||
გრაფი | ||||||
- | 1098-1100 | ბალდუინ I (პირველი) | ||||
- | 1131-1144 | ჟოსლენ II (უკანასკნელი) | ||||
ისტორია | ||||||
- | შეიქმნა | 1098 | ||||
- | პირველი ჯვაროსნული ლაშქრობა | 1096-1099 | ||||
- | დაპყრობა ნურ ად-დინის მიერ | 1144 | ||||
- | გაუქმება | 24 დეკემბერი 1144 | ||||
დღეს ამ ტერიტორიაზე | სირია თურქეთი |
დაარსება
რედაქტირება1098 წელს ჯვაროსანთა ნაწილმა დატოვა მთავარი არმია, რომელიც მოგზაურობდა ანტიოქიის და იერუსალიმის მიმართულებით და ბალდუინ ბულონელის მეთაურობით გაემართნენ ჯერ კილიკიის, ხოლო შემდეგ ედესის მიმართულებით. მათ დაიკავეს ედესა და დააარსეს ედესის საგრაფო. პირველი გრაფი გახდა ბალდუინ I (ბულონელი). მისი ძმის (ჟოფრუა ბულონელი) სიკვდილის შემდეგ კი იგი ავიდა იერუსალიმის ტახტზე. ედესის გრაფი გახდა მისი ბიძაშვილი ბალდუინ II.
ბრძოლები მუსლიმ მეზობლებთან
რედაქტირებაბალდუინ II სწრაფად ჩაერთო საგარეო საქმეებში სირიასა და მცირე აზიაში. იგი დაეხმარა ჯვაროსნებს ბოემონდ I-ის გამოსასყიდის გადახდაში და ანტიოქიასთან ერთად თავს დაესხა ბიზანტიას კილიკიაში 1104 წელს. მოგვიანებით ის და ედესის მომავალი გრაფი ჟოსლენ I ტყვედ ჩაიგდო მოსულის ამირამ ჰარანის ბრძოლის შემდეგ. ედესაში დროებითი მმართველი გახდა ბალდუინის ბიძაშვილი ტენკრედი, სანამ 1108 წელს გამოისყიდეს ბალდუინი და ჟოსლინი. ბალდუინს ბრძოლა დასჭირდა ტახტის ჩასაგდებად, რაშიც ადგილობრივი მუსლიმი მმართველებიც დაეხმარნენ.
1110 წელს ბალდუინმა დაკარგა მიწები ევფრატის აღმოსავლეთით. იგი გახდა იერუსალიმის მეფე (როგორც ბალდუინ II), როდესაც ბალდუინ I (ყოფილი ედესის გრაფი) გარდაიცვალა 1118 წელს. ბალდუინ II-ის ძმამ არ ისურვა ტიტული და ახალი გრაფი გახდა ჟოსლინ I 1119 წელს. იგი კიდევ ერთხელ დაატყვევეს 1122 წელს. როდესაც ბალდუინ II (როგორც იერუსალიმის მეფე) მივიდა მის გადასარჩენად ისიც დააპატიმრეს. მაგრამ ჯოსლინმა მოახერხა გაქცევა 1123 წელს და მომდევნო წელს გაათავისუფლა ბალდუინიც.
დაცემა
რედაქტირება1131 წელს ჟოსლინი მძიმედ დაიჭრა ალყის დროს და ახალი გრაფი გახდა მისი შვილი ჟოსლინ II. ამ დროს ზენგიმ გააერთიანა მოსული და ალეპო და ედესასაც დაემუქრა. ჟოსლინი ნაკლებ ყურადღებას აქცევდა საკუთარი ქვეყნის უსაფრთხოებას. ზენგიმ 1144 წელს ალყაში მოაქცია ედესა და 24 დეკემბერს აიღო იგი. 1146 წელს ჟოსლინმა შეძლო დაებრუნებინა ედესა, თუმცა მალევე დაკარგა. 1150 წელს ჟოსლინი დაატყვევა ნურ აად-დინ ზენგიმ (ზენგის შვილი) და ტყვეობაშივე გარდაიცვალა 1159 წელს. ედესა იყო პირველი ჯვაროსნული სახელმწიფო, რომელიც შეიქმნა და პირველი რომელიც დაიკარგა.
ედესის გრაფები
რედაქტირება- ბალდუინ I 1098-1100
- ბალდუინ II 1100-1118
- ჟოსლენ I 1118-1131
- ჟოსლენ II 1131-1144 გ.1159
- ჟოსლენ III ედესის გრაფის ტიტული 1159-დან
მმართველობა
რედაქტირებატურბესელის სენიორია
რედაქტირებატურბესელი იყო ჟოსლენ I-ის სენიორია ჯერ კიდევ იმ დრომდე, სანამ იგი გრაფი გახდებოდა. იგი მოიცავდა ევფრატის დასავლეთით მდებარე მიწებს და ესაზღვრებოდა ანტიოქიის სამთავროს. ტურბესელი გახდა ედესის კურტენეთა განსაკუთრებული ციხესიმაგრე და მათი ადგილსამყოფელი ქალაქ ედესის დაცემის შემდეგ. მუსლიმთა მიერ დაპყრობამდე ტურბესელი ბიზანტიელებს მიჰყიდეს. მიყიდვის შემდეგ ჟოსლენ II და მისი ოჯახი გადავიდა იერუსალიმის სამეფოში, აკრის სიახლოვეს.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 27.