ელადის მართლმადიდებელი ეკლესია

(გადამისამართდა გვერდიდან ბერძნული მართლმადიდებლური ეკლესია)

ელადის მართლმადიდებელი ეკლესია (ბერძ. Ἐκκλησία τῆς Ἑλλάδος) — ავტოკეფალური, მართლმადიდებლური, სამოციქულო ეკლესია. უკავია პირველი ადგილი მართლმადიდებელი ეკლესიის დიფტიქში. აქვს სახელმწიფო რელიგიის სტატუსი. მისი უფლებები ვრცელდება საბერძნეთის ბალკანეთის ომამდელ (1912–1913) საზღვრებში, საბერძნეთის დანარჩენი ტერიტორია ეკუთვნის კონსტანტინოპოლის მართლმადიდებელ ეკლესიას. მიუხედავად ამისა, მისი ეპარქიების უმეტესი ნაწილი დე ფაქტო შედის საბერძნეთის ეკლესიის ადმინისტრაციაში. ეს შეთანხმება ათენის და კონსტანტინოპოლის ეკლესიებს შორის მიღებულია პრაქტიკული მიზეზების გამო.

ელადის მართლმადიდებელი ეკლესია
ბერძ. Ἐκκλησία τῆς Ἑλλάδος


ელადის მართლმადიდებელი ეკლესიის გერბი

ინფორმაცია
დამაარსებელი

მოციქულებმა

ავტოკეფალია

1833

ადგილი დიპტიქში

მე-{{{დიპტიქი}}}

წინამძღვარი

იერონიმე II

რეზიდენცია

ათენისაბერძნეთი

არეალი

საბერძნეთი

საეკლესიო ენა

ბერძნული

მრევლი

10 000 000[1]

ურთიერთობა სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის

რედაქტირება

საბერძნეთის კონსტიტუცია მართლმადიდებელ ეკლესიას ანიჭებს სახელმწიფო რელიგიისს სტატუსს და აყენებს სხვა რელიგიებთან მიმართებაში უპირატეს მდგომარეობაში. ეს აძლევს საშუალებას ეკლესიას იქონიოს მიწები და საკუთრება, ასევე ეკლესიის მსახურებს სახელმწიფო უხდის ხელფასს, დაახლოებით იმ ოდენობით, როგორც მასწავლებლებს. მისი სტატუსის წყალობით ეკლესიის კანონიკური სამართალი აღიარებული სახელმწიფოს მიერ. ეს რეგულირდება საბერძნეთის ეკლესიის კონსტიტუციით, რომლის კანონად მიღებასაც პარლამენტმა მხარი დაუჭირა. საეკლესიო ქორწინება და ნათლობა აღიარებულია ოფიციალურ დოკუმენტებად. სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის ურთიერთობას არეგულირებს განათლების, ცხოვრების მანძილზე სწავლების და რელიგიურ საქმეთა სამინისტრო.

საბერძნეთი წარმოადგენდა ადრეული ქრისტიანობის ცენტრს. საპატრიარქოების ჩამოყალიბების შემდეგ ის დაექვემდებარა კონსტანტინოპოლის პატრიარქს. მეფე ოტოს პოლიტიკური გადაწყვეტილებით, საბერძნეთის ეკლესიამ ავტოკეფალია 1833 წელს გამოაცხადა. აღიარება მან მხოლოდ 1850 წელს მიიღო.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება