სელჩუკიდები
სელჩუკიდები — ოღუზთა თურქული დინასტიის სულთანები. სახელი მომდინარეობს ტომის მეთაურის სელჩუკის (თურქულად Selçuk, არაბულად Saljūq, სპარსულად Saljūqiyān) სახელისაგან, რომელიც ცხოვრობდა X-XI საუკუნეების მიჯნაზე. სელჩუკიდები მართავდნენ სხვადასხვა სახელმწიფოებს ახლო და შუა აღმოსავლეთში XI-XIV საუკუნეებში, კერძოდ:
- სელჩუკთა სახელმწიფოს — 1038-1157 წლებში („დიდი სელჩუკიდები“)
- კონიის სასულთნოს — XI-XIV საუკუნეებში
- ერაყს და დასავლეთ ირანს — 1118-1194 (ერაყის სელჩუკიდები)
- ჩრდილოეთ სირიას — XI-XII სს. (სირიის სელჩუკიდები)
- ქერმანს — XI-XII სს. (ქერმანის სელჩუკიდები)
სელჩუკთა სახელმწიფოს ცნობილი მმართველები იყვნენ: თოღრულ-ბეგი (1038-1063), ალფ-არსლანი (1063-1072), მალიქ-შაჰი (1072-1092) და სხვები.