ზენგიდები ან ზენგიდთა დინასტია — მუსლიმ ოღუზ-თურქთა დინასტია,[1] რომელიც ლევანტის და ზემო მესოპოტამიის ტერიტორიებს სელჩუკთა იმპერიის სახელით მართავდა.[2]

ზენგიდთა დინასტია
ზენგიდები
زنكيون

სელჩუკთა იმპერიის ვასალი.

1127 — 1250  


ზენგიდთა დინასტია ძლიერების ხანაში, 1127 - 1183.
დედაქალაქი ალეპო
ენა თურქული
არაბული
რელიგია სუნიტური ისლამი
ფულის ერთეული დინარი
მმართველობის ფორმა საამირო
დინასტია ზენგიდები
ამირა
 - 1127–1146 იმად ალ-დინ ზანჯი (პირველი)
 - 1140–1154 მაჰმუდ ალ-მალიქ ალ-ზაჰირი (უკანასკნელი)

ზენგიდთა დინასტია 1127 წელს მოსულის სელჩუკმა გამგებელმა (ათაბაგი) იმად ალ-დინ ზანჯიმ დააარსა.[3] ის ჩრდილოეთ ერაყის და სირიის გამოჩენილ პიროვნებად იქცა მას შემდეგ, რაც 1128 წელს დაიკავა ალეპო, ხოლო 1144 წელს ჯვაროსნების წინააღმდეგ ბრძოლაში დაიპყრო ედესის საგრაფო, რამაც მას დიდი გავლენა მოუტანა და ის ისლამური სამყაროს „გმირად“ იქცა, თუმცა ეს წარმატება დიდხანს არ გაგრძელებულა, 1146 წელს ის საკუთარმა მონამ მოკლა.[4]

ზანჯის სიკვდილის შემდეგ, მისი სამფლობელო მემკვიდრეებმა გადაინაწილა; მოსული და ჩრდილოეთ ერაყი მის უფროს ვაჟს, სალფ ად-დინ ღაზი I-ს ერგო, ხოლო ალეპო და ედესა კი მის მეორე შვილს, ნურ ალ-დინს გადაეცა. ნურ ალ-დინი ისეთივე წარმატებული აღმოჩნდა როგორც მამამისი. 1146 წელს ინაბის ბრძოლაში მან დაამარცხა ანტიოქიის გრაფი რაიმუნდ დე პუატიე, რომელიც ბრძოლაში დაიღუპა. შემდეგ წელს ნურ ალ-დინმა დაიკავა ედესის დანარჩენი ტერიტორია, რომელიც ევფრატის დასავლეთ სანაპიროზე მდებარეობდა.[5] 1154 წელს მან მისი წარმატება დააგვირგვინა ბურიდებისგან დამასკოს დაპყრობით.[6]

ახლა უკვე, როგორც დამასკოს მმართველი, ნურ ალ-დინის წარმატება კვლავ გრძელდებოდა. ჯვაროსნებთან ბრძოლაში მან ანტიოქიის მთავარი რენო დე შატიიონი ტყვედ ჩაიგდო და მისი ტერიტორიები მნიშვნელოვნად შეამცირა. 1160-იანი წლებისთვის ნურ ალ-დინი ფატიმიდთა ხალიფატის მიწების გასაკონტროლებლად კონკურენციას უწევდა იერუსალიმის მეფე ამალრიკ I-ს. საბოლოო ჯამში, 1169 წელს ნურ ალ-დინის ქურთი მხედართმთავარი, შირუხი წარმატებული აღმოჩნდა ეგვიპტის დაპყრობაში. შირუხის შვილიშვილმა და უკვე ეგვიპტის მმართველმა სალადინმა, იმთავითვე უარყო ნურ ალ-დინს გავლენა.[7]

ნურ ალ-დინი დამსჯელი ექსპედიციისთვის ემზადებოდა, რომლის მიზანი ეგვიპტის დაპყრობა და სალადინის დაემორჩილება იყო, მაგრამ ის 1174 წელს უეცრად გარდაიცვალა. მისი მცირე წლოვანი მემკვიდრე ას-სალიჰ ისმაილ ალ-მალიკი იძლულებული გახდა ალეპო დაეტოვებინა, რომელსაც ის 1181 წლამდე მართავდა. მოგვიანებით ის უეცრად მოკლეს და ტახტზე მის ნათესავი, მოსულის ათაბაგი ავიდა. ორ წელიწადში სალადინმა ალეპო დაიპყრო, რამაც ბოლო მოუღო ზენგიდთა მმართველობას სირიაში.

ზენგიდი პრინცები ჩრდილოეთ ერაყის მმართვას XIII საუკუნემდე აგრძელებდნენ; მოსულს 1234 წლამდე მართავდნენ; მათი მმართველობა საბოლოოდ 1250 წელს შეწყდა.

ზენგიდი მმართველები

რედაქტირება

ზენგიდის ათაბაგები და მოსულის ემირები

რედაქტირება
მმართველი მმართველობის პერიოდი
იმად ალ-დინ ზანჯი I 1127-1146
საიფ ალ-დინ ღაზი I 1146-1149
ქუთბ ალ-დინ მავდუდი 1149-1170
საიფ ალ-დინ ღაზი II 1170-1180
იზ ალ-დინ მასუდი 1180-1193
ნურ ალ-დინ არსლან შაჰ I 1193-1211
იზ ალ-დინ მასუდ II 1211-1218
ნურ ალ-დინ არსლან შაჰ II 1218-1219
ნასირ ალ-დინ მაჰმუდ 1219-1234
ბადრ ალ-დინ ლუ'ლუ 1234-1259

ალეპოს ზენგიდი ემირები

რედაქტირება
მმართველი მმართველობის პერიოდი
იმად ალ-დინ ზანჯი I 1128-1146
ნურ ალ-დინ მაჰმუდი 1146-1174
ას-სალიჰ ისმაილ ამ-მალიქ 1174-1181
იმად ალ-დინ ზანჯი II 1181-1183

დამასკოს ზენგიდი ემირები

რედაქტირება
მმართველი მმართველობის პერიოდი
ნურ ალ-დინ მაჰმუდი 1154-1174
ას-სალიჰ ისმაილ ამ-მალიქ 1174

სინჯარის ზენგიდი ემირები (ჩრდილოეთ ერაყი)

რედაქტირება
მმართველი მმართველობის პერიოდი
იმად ალ-დინ ზანჯი II 1171-1197
ქუთბ ალ-დინ მუჰამედი 1197-1219
იმად ალ-დინ შაჰანშაჰი 1219-1220
ჯალალ ალ-დინ მაჰმუდი 1219-1220
ფათჰ ალ-დინ უმარი 1219-1220

ჯაზირას ზენგიდი ემირები (ჩრდილოეთ ერაყი)

რედაქტირება
მმართველი მმართველობის პერიოდი
მუ'იზ ალ-დინ სანჯარ შაჰ 1180-1208
მუ'იზ ალ-დინ მაჰმუდ 1208-1241
მაჰმუდ ალ-მალიქ ალ-ზაჰირ 1241-1250
  1. C.E. Bosworth, The New Islamic Dynasties, (Columbia University Press, 1996), 191.
  2. Kirk H. Sowell, The Arab world: An Illustrated History, (Hippocrene Books, Inc., 2002), 102.
  3. David Ayalon, Eunuchs, Caliphs and Sultans: A Study in Power Relationships, (Hebrew University Magnes Press, 1999), 166.
  4. Islam and the Crusades 1096-1699, Robert Irwin, The Oxford History of the Crusades, ed. Jonathan Riley-Smith, (Oxford University Press, 1999), 227.
  5. Zsolt Hunyadi and József Laszlovszky, The Crusades and the Military Orders, (Central European University, 2001), 28.
  6. Thomas Asbridge, The Crusades: The War for the Holy Land, (Simon & Schuster, 2012), 1153.
  7. William Barron Stevenson, The Crusaders in the East, (Cambridge University Press, 1907), 194.