ჰამა
ჰამა (არაბ. حماة; ძველებრაული: חֲמָת ჰამათ, ციხე-სიმაგრე) — დასავლეთ-ცენტრალურ სირიაში, მდინარე ორონტესის ნაპირებზე მდებარე ქალაქი. ის ჩრდილოეთით დამასკოდან 213 კილომეტრში და ჰომსიდან 32 კილომეტრში მდებარეობს. ქალაქი ჰამის მუჰაფაზის პროვინციულ დედაქალაქს წარმოადგენს. 854,000 (2009 წლის აღწერით) მოსახლით ალეპოს, დამასკოს და ჰომსის შემდეგ ჰამა სირიის სიდიდით მეოთხე ქალაქია.[1][2]
ქალაქი | |
---|---|
ჰამა حماة | |
ქვეყანა | სირია |
დაქვემდებარება | რეგიონალური ცენტრი |
მუჰაფაზა | ჰამის მუჰაფაზა |
მინტაკა | ჰამის მინტაკა |
კოორდინატები | 35°08′00″ ჩ. გ. 36°45′00″ ა. გ. / 35.13333° ჩ. გ. 36.75000° ა. გ. |
გუბერნატორი | აბდულ რაზაქ ალ-ქუტაინი |
ცენტრის სიმაღლე | 305 მ |
ოფიციალური ენა | არაბული ენა |
მოსახლეობა | 854,000 კაცი (2009) |
სასაათო სარტყელი | UTC+2 |
სატელეფონო კოდი | 33 |
საფოსტო ინდექსი | 33 |
ოფიციალური საიტი | http://www.ehama.sy/ |
ქალაქი ცნობილია მისი ჩვიდმეტ ნორიათი, რომლებიც გამოიყნება ქალაქი ბაღების მოსარწყავად. მიიჩნევა, რომ ეს სარწყავი სისტემა არსებობს ძველი წელთაღრიცხვის 1100 წლიდან. დღეისთვის მდინარეზე განთავსებულ ნორიებს მხოლოდ ესთეტიკური დანიშნულება აქვთ.
ბოლო ათწლეულის განმავლობაში ქალაქი ცნობილია როგორც ანტი-ბაასური ოპოზიციის ცენტრი, რომელთა შორის ყველაზე ცნობილი მუსლიმთა-საძმოა. ქალაქი სირიის არმიამ რამდენიმეჯერ დაარბია: 1964-ში ჰამას აჯანყების დროს, სირიაში ისლამური აჯანყების დროს 1981-ში განხორციელდა ჰამას ხოცვა-ჟლეტა და ასევე ერთი წლის შემდეგ ჰამაში მოკლეს დაახლოებით 25 000 ადამიანი. სირიის მიმდინარე სამოქალაქო იმის დროს 2011-ში ქალაქი გახდა კიდევ ერთი მსხვილმასშტაბიანი კონფლიქტის ეპიცენტრი, რომელიც ჰამას ალყით არის ცნობილი.
ლიტერატურა
რედაქტირება- P. J. Riis/V. Poulsen, Hama: fouilles et recherches 1931–1938 (Copenhagen 1957).
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Hama, ტურისტული მეგზური ვიკივოიაჟზე
- The Official City's Group on facebook (არაბული ენა) – (ინგლისური)
- e.sy დაარქივებული 2007-02-16 საიტზე Wayback Machine. სამთავრობო სერვისები.
- Hama city community on the net დაარქივებული 2018-08-23 საიტზე Wayback Machine. (არაბული ენა)
- Ancient Hama king list
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Updated: Your Cheat Sheet to the Syrian Conflict[მკვდარი ბმული]. PBS.
- ↑ Hamah (Syria). Encyclopedia Britannica. ციტირების თარიღი: 3 June 2004.