სალომინაო (ვანის მუნიციპალიტეტი)
სალომინაო (1991 წლამდე კიროვი) — სოფელი საქართველოში, იმერეთის მხარის ვანის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფლები: სალომინაო, ბაგინეთი). მდებარეობს მუნიციპალიტეტის აღმოსავლეთ ნაწილში, მდინარეებს კვინისწყალსა და კორისწყალს შორის.
სოფელი | |
---|---|
სალომინაო | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | იმერეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ვანის მუნიციპალიტეტი |
თემი | სალომინაო |
კოორდინატები | 42°04′45″ ჩ. გ. 42°43′21″ ა. გ. / 42.07917° ჩ. გ. 42.72250° ა. გ. |
ადრეული სახელები | კიროვი (1991 წლამდე) |
ოფიციალური ენა | ქართული ენა |
მოსახლეობა | 782[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 99,7 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
სოფელში დგას XVI საუკუნის ეკლესია.
დემოგრაფია
რედაქტირება2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 782 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
2002[2] | 1134 | 532 | 602 |
2014[1] | 782 | 394 | 388 |
ისტორია
რედაქტირებასალომინაო იმერეთის ისტორიული მხარეა. ჩრდილოეთით ესაზღვრებოდა მდინარე რიონი, სამხრეთით - მთა ფერსათი. XVIII საუკუნის 20-იან წლებში იმერეთის მეფემ ალექსანდრე V-მ სალომინაო რაჭის ერისთავთა გვერდითი შტოს წარმომადგენელს გედევან ერისთავს გადასცა და მას ბარის ერისთავის ტიტული მიანიჭა. 1820-იან წლებში სოფლის მოსახლეობას დაახლოებით 30 ოჯახი შეადგენდა. იდგა 40-კაციანი სამხედრო პოსტი. გავრცელებული იყო მეფუტკრეობა, მევენახეობა. ტყეში გავრცელებული იყო წიფელი, წაბლი, ცაცხვი, თელა, კოპიტი.[3]
პიროვნებები
რედაქტირებასოფელში დაიბადნენ: ქირურგი, აკადემიკოსი კონსტანტინე ერისთავი; პოეტი დომენიკა ერისთავი, ცნობილი ფსევდონიმით „განდეგილი".
ლიტერატურა
რედაქტირება- ბერაძე თ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 694.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II
- ↑ ჟაკ ფრანსუა გამბა, „მოგზაურობა ამიერკავკასიაში“ გვ. 155-157 — „განათლება“, თბილისი, 1987