სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ სალომინაო (ვანის მუნიციპალიტეტი).

სალომინაო ― ისტორიული მხარე იმერეთში, მდინარეების კვინისწყალსა და კორისწყალს შორის (ახლანდელი ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორია). ჩრდილოეთით ისაზღვრებოდა მდინარე რიონით, სამხრეთით ფერსათის ქედით. XVIII საუკუნის 20-იან წლებში იმერეთის მეფემ ალექსანდრე V რაჭის ერისთავთა გვერდითი შტოს წარმომადგენელს გედევან ერისთავს გადასცა და მას ბარის ერისთავის ტიტული მიანიჭა.

ლიტერატურა

რედაქტირება