გედეონ II
გედეონ II გენათელი — გელათის ეპისკოპოსი მიტროპოლიტის წოდებით 1717-1733, რაჭის ერისთავის პაპუნა II-ის ძე. მონაწილეობდა შინაფეოდალურ ომებში — გამოდიოდა იმერეთის მეფის ალექსანდრე V-ის წინააღმდეგ და მხარს უჭერდა თავის ძმას შოშიტა III-ს, რაჭის ერისთავს. დაახლოებით 1733 ალექსანდრე V-მ თავის მხარეზე გადაიბირა და ბარში საერისთავო მამული უბოძა. გედეონ II-მ თავი დაანება მღვდელმთავრობას და ამის შემდეგ ბარის ერისთავად იწოდებოდა.
ლიტერატურა
რედაქტირება- ლომინაძე ბ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 576.