რძის ომი

რუსეთის (მარცხნივ) და ბელარუსის (მარჯვნივ) დროშები ერთად ფრიალებს.
თარიღი 6–17 ივნისი 2009
მდებარეობა გაერთიანებული სახელმწიფო
შედეგი რუსეთის მიერ ბელარუსულ რძის პროდუქტებზე აკრძალვის მოხსნა.
მხარეები
რუსეთის დროშა რუსეთი ბელარუსის დროშა ბელარუსი
მეთაურები
ვლადიმერ პუტინი
გენადი ონიშჩენკო
ალექსანდრე ლუკაშენკო

რძის ომი (რუს. Молочные войны, ბელარ. Малочная вайна) — 2009 წლის ივნისში სავაჭრო კონფლიქტი რუსეთსა და ბელარუსს შორის. რუსეთს და ბელარუსს აქვთ ახლო ურთიერთობები. კონფლიქტი დაიწყო რუსეთის მცდელობის საფუძველზე, ბელარუსითვის გადაეხადა 500 მილიონი დოლარი, რათა ეღიარებინა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული რესპუბლიკების დამოუკიდებლობა. რუსეთმა ასევე გამოხატა ინტერესი ბელარუსული რძის ინდუსტრიის პრივატიზების მიმართ. ბელარუსმა ამ ფაქტს უპასუხა სურვილით, დაწყებულიყო ევროკავშირთან მოლაპარაკებები ბელარუსული რძის ევროკავშირის რეგულაციების შესაბამისად სერთიფიცირებასთან დაკავშირებით. სავაჭრო კონფლიქტი დასრულდა 2009 წლის 17 ივნისს, როდესაც რუსეთმა გამოაცხადა, რომ ის სავაჭრო აკრძლავას მოხსნიდა.

მოგვიანებით, 2009 წელს ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ გამოხატა სინანული, რომ მან მხარი არ დაუჭირა რუსეთს და არ აღიარა აფახაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი. ბელარუსის პარლამენტმა გააგზავნა საგამოძიებო მისია სადავო რეგიონებში, რათა გაერკვიათ, გამოეცხადებინათ თუ არა დიპლომატიური აღიარება. საქართველომ გააპროტესტა მისია და მოუწოდა ბელარუსს შეენარჩუნებინა არაღიარების სტატუსი. რუსეთმა გააგრძელა თავისი „საჩეკო წიგნაკის დიპლომატია“ და ფინანსური ან სამხედრო დახმარება გაუწია ვენესუელას, ნაურუს, ვანუატუს, ტუვალუს და სირიას, რათა ეღიარებინათ აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად.

2013 წელს რუსეთი დაიმუქრა კიდევ ერთი რძის ომით და კვლავ აღადგინა დროებითი აკრძალვები ბელარუსულ რძის პროდუქტებზე 2017 წლის ივნისსა და 2018-2019 წლებში. რუსეთისთვის საყურადღებოა დასავლური სანქციები, რამაც სავარაუდოდ მისცა ბელარუსს შესაძლებლობა გამოეყენებინათ თავიანთი უპირატესობა ბაზარზე და ეწარმოებინათ ნაკლებხარისხიანი პროდუქტები. სამაგიეროდ, ბელარუსელი მწარმოებლები ამტკიცებენ, რომ რუსეთმა მათ დაბრკოლებები შეუქმნა. ბელარუსმა უპასუხა სავაჭრო ომებს და განაცხადა რომ მათ წვლილი შეაქვთ ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციაში.

წინაპირობები

რედაქტირება
 
საქართველოს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ (აფხაზეთი და სამხრეთი ოსეთი)

ბელარუსი და რუსეთი არიან პოსტსაბჭოთა მეზობელი ქვეყნები, რომლებსაც აკავშირებთ სპეციალური ალიანსური შეთანხმება.[1] დაძაბულობები ორ ქვეყანას შორის 2006 წლის ბოლოს დაიწყო რუსეთის მხრიდან გაზის ფასების გაძვირებით და ბელარუსის მიერ ევროკავშირთან ურთიერთობების დალაგებით.[2] ბელარუსი შეუერთდა აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივას, რომელიც მიზნად ისახავს ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობების გაუმჯობესებას ევროკავშირსა და ექვს პოსტსაბჭოთა ქვეყანას შორის.[3] ევროკავშირმა ბელარუსის პრეზიდენტს, ალექსანდრე ლუკაშენკოს მოუხსნა გადაადგილების აკრძალვა, მიუხედავად მისი პოზიციისა, რომ 2006 წლის ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნები გაყალბებული იყო. [3]

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, რუსეთმა აღიარა აფხაზეთის და ე.წ.სამხრეთ ოსეთის სადავო რეგიონების დამოუკიდებლობა. [4] ბელარუსზე იყო ზეწოლა ეღიარებინა აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად.[3] იმ დროს, მხოლოდ რუსეთს და ნიკარაგუას ჰქონდათ აღიარებული სადავო ტერიოტრიები.[5] ბელარუსმა არ აღიარა აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი და ამერიკის შეერთებულ შტატებთან დაიწყო მოლაპარაკებები პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებასთან დაკავშირებით.[3] ამ დროს, როდესაც ქვეყნებს შორის იყო დაძაბული ურთიერთობები, რუსეთს უკვე აკრძალული ჰქონდა პოლონეთიდან ხორცის პროდუქტების, მოლდოვადან ღვინის. ლატვიიდან დაკონსერვებული თევზის და საქართველოდან თითქმის ყველა სასოფლო სამეურნეო პროდუქტის შემოტანა.[2]

სავაჭრო დავა

რედაქტირება

პუტინის ვიზიტი მინსკში

რედაქტირება
 
მთავარმა სანიტარულმა ინსპექტორმა, გენადი ონიშჩენკომ ურჩია რუსეთს აეკრძალა ბელარუსული რძის პროდუქტების იპორტი.

2009 წლის 29 მაისს, რუსეთის პრემიერ მინისტრი, ვლადიმერ პუტინი ეწვია ბელარუსის დედაქალაქს მინსკს და წარადგინა საბოლოო შეთავაზება 500 მილიონი დოლარიის ოდენობით, რომელიც წარმოადგენდა 2.4 მილიარდიანი სესხის ნაწილს.[3] შემოთავაზებას ჰქონდა ერთი პირობა, მისი გადახდა უნდა მომხდარიყო რუსულ რუბლში.[6] ლუკაშენკომ განაცხადებით, სესხი გაცემული იყო იმ პირობით, რომ ბელარუსი აღიარებდა აფხაზეთს და ე.წ.სამხრეთ ოსეთს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად.[7] რუსეთის ოფიციალურმა პირებმა, უარყვეს ეს ფაქტი[5] და გაყინეს სესხი.[7] რუსმა პოლიტიკოსმა ალექსეი კურდინმა, ამის მიზეზად დაასახელა ის ფაქტი, რომ ბელარუსი წლის ბოლომდე ეკონომიკურად დამოუკიდებელი ვერ გახდებოდა.[6] რუსეთზე ეკონომიკურად დამოკიდებულების გამო გაღიზიანებულმა ბელარუსმა უარი თქვა სესხის მიღებაზე. [6] რუსეთის მიერ სესხის გაუქმების შემდეგ, ბელარუსმა 1 მილიარდი დოლარის ოდენობის სესხი მიიღო საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან.[3]

ვიზიტის დროს რუსეთი ასევე მიზნად ისახავდა ბელარუსული რძის პროდუქტების მთავარ მწარმოებელთა პრივატიზაციას. ბელარუსმა ამას მყისიერად უპასუხა ევროკავშირთან მოლაპარაკებების დაწყებით, რაც მოიცავდა მსჯელობას ბელარუსული რძის სტანდარტების ევროკავშირის რეგულაციების შესაბამისად სერთიფიცირების შესახებ.[6] ამ ქმედების საპასუხოდ რუსეთმა ჯანმრთელობის ინსპექტორები გააგზავნა ბელარუსში, მთავარი სანიტარული ინსპექტორის, გენადი ონიშჩენკოს ხელმძღვანელობით, რომელიც წარსულში პასუხისმგებელი იყო პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან საკვები პროდუქტების შემოტანის აკრძალვაზე.[6] ონიშჩენკო ამტკიცებდა რომ ბელარუსულ რძის პროდუქტებს აკლდა საჭირო სერთიფიკაცია და ურჩია რუსეთს აეკრძალა ყველა ასეთი პროდუქტის იმპორტი.[6] რუსულმა მედიამ დაიწყო ინფორმაციის გავრცელება, რომლის მიხედვითაც, ბელარუსული რძის პროდუქტები ჯანმრთელობისთვის საზიანო იყო.[6]

რძის პროდუქტების აკრძალვა, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (CSTO) ბოიკოტი და მოლაპარაკებები

რედაქტირება

„ნიუ-იორკ ტაიმზმა“ აღწერა რუსეთის ჯანმრთელობის ინტერესები, როგორც „იარაღი გეოპოლიტიკურ დავებში“, რასაც რუსეთი ხშირად იყენებს სავაჭრო დავების დროს. [8] 2009 წლის 6 ივნისს, რუსეთმა აკრძალა დაახლოებით 1.200 ბელარუსული რძის პროდუქტი. [5] აკრძალვა ბელარუსული რძის ინდუსტრიისთვის საკმაოდ დამაზარალებელი იყო, იმის გათვალისწინებით, რომ ექსპორტთა 95% რუსეთში მიდიოდა.[5] ამის იმუხედავად, ერთ-ერთი ბელარუსელი ოფიციალური პირის განაცხადების თანახმად „რთულად გასაგებია თუ რატომ აიკრძალა ეს პროდუქტები, ასეთ ხმამაღალი და დემონსტრაციული გზით“, იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთი მათ არასდროს იღებდა საიმპორტოდ.[2] რუსმა ოფიციალურმა პირებმა აკრძალვის პოლიტიკურობა უარყვეს.[5] "ნიუ-იორკ ტაიმზი", ''პოლიტიკო'', და ''სანდეი ტაიმზი'' კონფლიქტს მოიხსენიებნენ, როგორც „რძის ომს“[5][6][9]

ლუკაშენკომ თავის მრჩევლებს სთხოვა, შეედგინათ იმ ჰიპოთეტურ ეკონომიკურ საფრთხეთა სია, რომელიც რუსეთს შეიძლება შეექმნა ბალარუსისთვის.[1] ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ აკრძალვა წარმოადგენდა „დისკრიმინაციულ სავაჭრო შეზღუდვებს, რომელიც არღვევდა საერთაშორისო შეთანხმებებს’' [10] საგარეო საქმეთა სამინისტრომ ასევე განაცხადა ლუკაშენკოს მიზნები, გამოეცხადებინა ბოიკოტი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (CSTO) სამიტისთვის, რომელიც მოსკოვში ტარდებოდა.[7] სამიტი ტარდებოდა, კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმებაზე ხელის მოსაწერად. [11] რუსეთი სამიტს ხედავდა, როგორც კრიტიკულად მნიშვნელოვან მოვლენას, რისი მეშვეობითაც დაუპირისპირდებოდა ნატო-ს და დასავლურ გავლენას პოსტსაბჭოთა ქვეყნებში.[5] ლუკაშენკომ გაკიცხა ეს სამიტი, რადგან მისი აზრით არალეგიტიმური იყო ნებისმიერი შეთანხმება, რომელიც მოხდებოდა ყველა წევრი ქვეყნის მონაწილეობის გარეშე; უზბეკეთი ასევე არ დაესწრო ზემოხსენებულ სამიტს.[11]

მოლაპარაკებები დაიწყო 2009 წლის 15 ივნისს.[6] რძის პროდუქტებთან დაკავშირებული ჯანმრთელობის საკითხები არ იყო ნახსენები მოლაპარაკებების განმავლობაში.[6] 17 ივნისს, რუსეთმა განაცხადა, რომ აკრძალვა ბელარუსულ რძის პროდუქტებზე მოიხსნებოდა შემდეგ დღეს.[8] პუტინმა განმარტა „რძის ომის“ უკან არსებული მიზეზები. მან განაცხადა, რომ ეს ყველაფერი მოხდა იმპორტირებული რძის პროდუქტების რაოდინების გამო და არ უხსენებია წარსულში გამოთქმული პრეტენზია მის ხარისხთან დაკავშირებით.[11] მოგვიანებით, რუსეთში იმპორტირებისთვის ნებადართული ბელარუსული რძის პროდუქტების რაოდენობა გაორმაგდა.[11] ბელარუსმა დაშალა რძის ომის დროს დაარსებული საბაჟო პოსტები და გამოითხოვა 30 საბაჟო ოფიცერი, რომლებიც გამწესებულნი იყვნენ რუსეთ-ბელარუსის საზღვარზე.[12] აკრძალვის მოხსნის შემდეგ, ენდრიუ უილსონმა ევროპის საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობების სამეცნიერო კოლექტივიდან ლუკაშენკო გამოაცხადა რძის ომის გამარჯვებულად და გამოხატა მზრუნველი დარდი ბელარუსის გრძელ ვადაში გადარჩენაზე.[1] ვიტალი სილიცკი გაზეთ „პოლიტიკოსთვის“ წერს, რომ რუსეთი გააგრძელებს თავის მცდელობებს, გადააყენოს ლუკაშენკო ოფიციალური პოზიციიდან.[6]

შედეგები

რედაქტირება

ბელარუსული საგამოძიებო მისია აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში

რედაქტირება

2009 წლის ივლისში, ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, მოგზაურებისთვის გამოქავეყნა გაფრთხილება, რომელიც მოუწოდებდა მოქალაქეებს აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში მხოლოდ საქართველოს გავლით გადაადგილებულიყვნენ.[13] 2009 წლის სექტემბერში, ლიეტუვაში მიმდინარე შეხვედრაზე, ლუკაშენკომ განაცხადა, რომ ბელარუსს დიდი ხნის წინ უნდა ეღიარებინათ აფხაზეთი და ოსეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად და მხარი დაეჭირათ რუსეთისთვის.[14] ლუკაშენკომ რუსეთი დაადანაშაულა „ალქაჯებზე ნადირობაში“ მას შემდეგ, რაც რუსეთმა ბელარუსისთვის 500 მილიონი აშშ დოლარის სესხის გაცემაზე უარი უთხრა. მისივე განცხადეით რუსეთის ხელისუფლებას არა იმდენად აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარება, არამედ ბელარუსის „გატეხვა“ სურდა.[14]

2009 წლის ოქტომბერს, ლუკაშენკომ შექებით მოიხსენია აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის მიმართებით ბელარუსის ურთიერთობები და განაცხადა, რომ მას სჭირდებოდა შეესწავლა მდგომარეობა, სანამ გადაწყვეტდა მათი დამოუკიდებლობის აღიარებას. [14] ბელარუსის პარლამენტის თავჯდომარემ, ვლადიმერ ანდრეიჩენკომ განაცხადა, რომ ის ობიექტურად შეფასებდა აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან დაკავშრებით სიტუაციას. [14] ერთი თვის შემდეგ, ლუკაშენკომ გამოხატა თავისი აზრი, რომ რუსეთს არ ჰქონდა სხვა არჩევანი, გარდა იმისა რომ ეღიარებინა აფხაზეთი და ოსეთის დამოუკიდებლობა, თვითგამორკვევის უფლების ნიადაგზე.[15] 2009 წლის ნოემბერს, ბელარუსმა პარლამენტის წევრები გააგზავნა თბილისში, ცხინვალსა და სოხუმში კვლევის ჩასატარებლად.[16] საქართველომ ბელარუსს უპასუხა მოთხოვნით, არ ეღიარებინა სადავო ტერიტორიები დამოუკიდებელ სახელმწიფოებად.[16]

2009 წლის შემდგომი განვითარებები

რედაქტირება
 
2010 წლის დეკემბერში, კულვარული ინფორმაციის თანახმად, ალექსანდრე ლუკაშენკო მიიჩნევდა რომ მიუხედავად რუსული ზეწოლისა, ის საკმარისად არ იყო დაფასებული აფხაზეთის და ოსეთის არაღიარების გამო.

2010 წლის დეკემბერში, ამერიკის შეერთებული შტატების დიპლომატიური კაბელების გაჟონვა მიუთითებდა ლუკაშენკოს წუხილზე, ევროკავშირის მხრიდან მის არასაკმარის დაფასებასთან დაკავშირებით, მიუხედავად იმისა, რომ მან გაუძლო რუსეთის ზეწოლას, ეღიარებინა აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი.[17] კულვარები ასევე აღნიშნავდნენ ლუკაშენკოს წუხილს იმ საკითხთან დაკავშირებით, რომ რუსეთის მხრიდან გაზის ფასების აწევა აიძულებდა ბეალარუსს ეღიარებინა აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი.[17] 2014 წლის მარტში, რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ ლუკაშენკომ დაიჭირა იგივე პოზიცია ყირიმის სადავო ტერიტორიების აღიარების საკითხთან დაკავშირებიც, რაც მას ჰქონდა აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის მიმართ.[18] ლუკაშენკომ განაცხადა, „ყირიმი ოსეთივითაა, აფხაზეთი და სხვა რეგიონები არ არიან დამოუკიდებელი სახელმწიფოები. დღეს ყირიმი არის „დე ფაქტო“ ნაწილი რუსეთის ფედერაციისა. მიუხედავად იმისა, აღიარებ თუ არა, ფაქტი ფაქტად რჩება.“[18] 2018 წლის მარტში, ახალი ეკონომიკური სკოლა საქართველოს პრეზიდენტმა, პაატა შეშელიძემ განაცხადა, რომ საქართველო უწყვეტად უხდიდა ბელარუსს არაღიარებისთვის.[19]

რუსული „საჩეკო წიგნაკის დიპლომატია“

რედაქტირება

რძის ომის შემდეგ, რუსეთი დაკავდა „ საჩეკო წიგნაკის დიპლომატიით“ და მრავალ სახელმწიფოს გადაუხადა აფხაზეთის და ოსეთის აღიარებისთვის.[20] 2009 წლის სექტემბერში, ვენესუელა გახდა მესამე ქვეყანა, რომელმაც აღიარა აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად.[21] ერთი კვირის შემდეგ, რუსეთმა ხელი მოაწერა, „მრავალმიილიარდიანი დოლარის ეკონომიკურ და სამხედრო სავაჭრო გარიგებას“ ვენესუელასთან. ეს ფაქტი ჯეიმსთაუნის ფონდმა შეაფასა, როგორც „აღიარების ჰონორარი“.[21] 2009 წლის დეკემბერში, ნაურუ გახდა მეოთხე სახელმწიფო, რომელმაც აღიარა აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა. საქართველოს ცნობით, ნაურუსთან ეს გარიგება მოხდა რუსეთის მხრიდან 50 მილიონი დოლარის ოდენობის ინვესტიციის სანაცვლოდ.[22] 2011 წლის მაისში, ვანუატუმ აღიარა აფხაზეთი; ვანუატუელმა პოლიტიკოსმა, [ჯო ნაუტმანი|ჯო ნაუტმანმა]] განაცხადა, რომ რუსეთმა ვანუატუს სადავო ტერიტორიათა აღიარებისთვის მისცა 50 მილიონი დოლარი.[20]

2011 წლის ოქტომბერში, ტუვალუმ აღიარა აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი, მაგრამ მოგვიანებით, უკან წაიღო აღიარება 2014 წლის მარტში, იმის შემდეგ, რაც საქართველომ ტუვალუს შესთავაზა 250,000 ამერიკული დოლარი.[20] ოლივერ ბულოუ, გაზეთში ნიუ რიფაქბლიქი წერს, რომ ტუვალუს გადაწყვეტილებას „შეუძლია დამარცვლოს ერთწლიანი დიპლომატიური სტრატეგიის დასასრული, რომელიც რუსეთს მილიონები დაუჯდა"[20] ასევე, საქართველომ ფიჯის 200 კომპიუტერი გადასცა, რათა შეენარჩუნებინა არაღიარება.[23] 2018 წლის მარტში, სირიამ აღიარა აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი; რუსეთი სირიას 2015 წლიდან უწევდა სამხედრო დახმარებას სამოქალაქო ომში[24]

შემდგომი სავაჭრო დავები

რედაქტირება

2013 წლის საფრთხე და 2017 წლის დროებითი აკრძალვები

რედაქტირება

2013 წლის აგვისტოში, მინსკში, ვლადისლავ ბაუმგერტნერი, რუსული კალქვის მწარმოებელი კომპანიის, ურალკალის დირექტორი დააკავეს კრიმინალურ სქემაში მონაწილეობის გამო, იმის შემდეგ რაც ბელარუსმა ის მოსალაპარაკებლად მიიწვია.[25] ორი დღის შემდეგ, ონიშჩენკომ, კვლავ გამოთქვა შეშფოთება ბელარუსულ რძის პროდუქტებთან დაკავშირებით.[26] ეს განცხადება დანახული იყო ბაუმგერტნერის დაკავებისთვის სამაგიეროს გადახდად, რამაც ასევე წარმოშვა მეორე რძის ომის საფრთხეები.[26] 2013 წლის ოქტომბერში რუსეთმა აკრძალა რძის პროდუქტების იმპორტი ლიეტუვიდან, რასაც თან ერთვოდა ონიშჩენკოს მიერ გაჟღერებული ხარისხთან დაკავშირებული ხარვეზები.[27] აკრძალვა დანახული იყო,ლიეტუვაზე პოლიტიკური ზეწოლის მცდელობად. ლიეტუვამ შემდგომ მოიპოვა ევროპის კავშირის საბჭოს თავჯდომარის სტატუსი, რათა ემასპინძლა, ევორკავშირის სამიტისთვის, რომელიც ქვეყნებს სთავაზობდა პოსტსაბჭოთა სახელმწიფოებთან ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას.[27] 2013 წლის დეკემბერში რუსეთმა განაცხადა თავისი მიზანი, მოეხსნა აკრძალვა ლიეტუვაზე, იმის შემდეგ, რაც ლიეტუვა დაემუქრა „რძის ომთან“ დაკავშირებით მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში ჩივილით.[28] 2014 წლის იანვარში შეზღუდვები მოიხსნა.[29]

2014 წელს ევროკავშირმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსეთს დაუწესეს სანქციები ყირიმის ანექსიის გამო. [30] რუსეთმა ამ ქმედებას უპასუხა დასავლეთის ქვეყნებიდან გარკვეულ საკვებ პროდუქტთა იმპორტის აკრძალვით. [30] რუსეთმა ბელარუსი დაადანაშაულა ამ სიტუაციის გამოყენებით და რუსეთში უხარისხო საკვების ექსპორტისთვის. ამავე დროს, ბელარუსელი მწარმოებლები აცხადებდნენ, რომ რუსეთმა გამიზნულად შექმნა სავაჭრო ბარიერები.[30] 2017 წლის ივნისში, რუსეთმა შემოიღო აკრძალვა ბელარუსული კომპანიების, „Belsyr“ და „Shchuchin Creamery“ მიერ წარმოებულ ყველზე, თაღლითობის და ეტიკეტირების შეუსაბამობებათა გამო. [31] რუსეთმა აკრძალვა მოხსნა ერთი თვის შემდეგ.[31] 2016-2017 წლებში, ბელარუსული რძის პროდუქტების რუსეთში ექსპორტი შემცირდა 12.8%-ით.[32]

2018–2019 წლების რძის პროდუქტების აკრძალვა

რედაქტირება
ჩვენ არ გვაქვს ემბარგო ბელარუსულ რძეზე როგორც ასეთი [...] მე ვფიქრობ, რომ როგორც კი {ბელარუსული} კომპანიები გადაჭრიან პრობლემას, მათ მყისიერად მოეხსნებათ შეზღუდები. და არ იქნება არანაირი პრობლემა. ეს უბრალოდ დროის საკითხია.

2018 წლის 16 თებერვალს, თათრეთის პრეზიდენტი, რუსტამ მინიხანოვი შეხვდა რუსეთის პრემიერ მინისტრს, დიმიტრი მედვედევს და გამოხატა მისი წუხილი ადგილობრივი ფერმერების ზარალის გამო. ის ამ ზარალს ხსნის რძის პროდუქციის მრეწველობის ბელარუსში გადანაცვლებით, იქ არსებული რძის ფხვნილის იაფი მუშახელის გამო.[33] მედვედევის 20 თებერვალს გაკეთებული საჯარო განცხადების მიხედვით, რუსეთს საშინაო რძის ინდუსტრიის პრიორიტიზირება უნდა მოეხდინა, განსაკუთრებით კი თათრეთში, ნაცვლად იმისა, რომ დამოკიდებული ყოფილიყო ევრაზიის ეკონომიკურ გაერთიანებაზე.[33] მედვედევმა პრემიერ მინისტრის მოადგილეს, არკადი დვორკოვიჩს დაავალა შეედგინა ეკონომიკური კანონპროექტი რძის პროდუქტთა ინდუსტრიასთან დაკავშირებით.[33] ორი დღის შემდეგ, [33] რუსეთმა დროებით აკრძალა ზოგიერთი ბელარუსული რძის პროდუქტი, ჯანმრთელობისთვის საფრთხისშემცველობის გამო.[30] სახელმწიფო დუმის დეპუტატს არიატ ხაირულინს გაუჩნდა ეჭვი, რომ ბელარუსული რძის პროდუქტები, რომლებიც რუსეთის გავლით ყაზახეთში და ყირგიზეთში მიერმართებოდა, არალეგალურად მიეწოდებოდათ, რუსულ ფაბრიკებს. მტკიცებულებად კი მას მოჰყავდა ტრანსპორტის გადაადგილებაში არსებული უწესრიგობები.[33]

2018 წლის 1 მარტს, ლუკაშენკომ დაადასტურა აკრძალვა.[32] 2018 წლის 24 აპრილს, ლუკაშენკომ თავის ყოველწლიურ ანგარიშში გააკრიტიკა, როგორც დასავლეთის ქვეყნები, ისე რუსეთიც ბელარუსის იზოლაციაში წვლილის შეტანის გამო. [34] ანგარიშში ლუკაშენკომ განაცხადა: „ის რძის, ხორცის და შაქრის ომები, ჩვენმა უახლოესმა პარტნიორმა ჩვენს მიმართ განახორციელა, რათა ხელი შეეშალა ჩვენი პროდუქციის რუსულ ბაზარზე შესვლისთვის.“[34] რუსულ ნედლ რძეზე ფასებმა აიწია 2018 წლის ზაფხულში.[35] 2019 წლის მაისში ბელარუსული რძის რუსეთში იმპორტზე მოიხსნა აკრძალვა .[36] მაგრამ, ზოგიერთ რძის პროდუქტზე აკრძალვა კვლავ დარჩა.[35][36]

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 1.2 Belarus, Russia Solve Milk Row, Other Problems Loom (June 20, 2009). ციტირების თარიღი: February 18, 2020.
  2. 2.0 2.1 2.2 Sabina Zawadzki. (June 6, 2009) Russia bans Belarus milk products as tensions rise. ციტირების თარიღი: February 18, 2020.
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 3.4 3.5 Marina Kamenev. (June 16, 2006) Russia-Belarus Relations Sour over Milk Ban. ციტირების თარიღი: February 19, 2020.
  4. NATO Steps Back Into the U.S.S.R. (May 22, 2014). ციტირების თარიღი: February 27, 2020.
  5. 5.0 5.1 5.2 5.3 5.4 5.5 5.6 Ellen Barry. (June 14, 2009) 'Milk War' Strains Russia-Belarus Ties. ციტირების თარიღი: February 18, 2020.
  6. 6.00 6.01 6.02 6.03 6.04 6.05 6.06 6.07 6.08 6.09 6.10 Vitali Siltski. (June 24, 2009) The milk split by the milk war. ციტირების თარიღი: February 18, 2020.
  7. 7.0 7.1 7.2 Belarus-Russia rift widens, Minsk snubs Moscow meet (June 14, 2009). ციტირების თარიღი: February 18, 2020.
  8. 8.0 8.1 Clifford J. Levy. (June 17, 2009) Russia Ends Dairy Ban on Belarus. ციტირების თარიღი: February 18, 2020.
  9. The Sunday Times Staff. (June 15, 2009) Belarus strongman Alexander Lukashenko takes on ally Russia in 'milk war'. ციტირების თარიღი: February 27, 2020.
  10. Belarus leader may snub Moscow security meet (June 13, 2009). დაარქივებულია ორიგინალიდან — მაისი 27, 2018. ციტირების თარიღი: February 18, 2020.
  11. 11.0 11.1 11.2 11.3 Archil Chochia (December 1, 2009). Aksel Kirch (ed.). 'Milk war' and 'Hot war': different wars – same goals“. European Union: Current Political and Economic Issues: 90–103. ISBN 978-9949-430-35-2.
  12. Sergei Grits. (June 17, 2009) Belarus removes customs posts on Russia's border. ციტირების თარიღი: February 18, 2020.
  13. Belarus: Only Travel via Georgia to Abkhazia and South Ossetia (July 23, 2009). ციტირების თარიღი: February 27, 2020.
  14. 14.0 14.1 14.2 14.3 Abkhazia: Lukashenko Hints on Recognition of Abkhazia, South Ossetia (October 6, 2009). ციტირების თარიღი: February 27, 2020.
  15. Belarus Defends Russian Recognition of South Ossetia, Abkhazia (November 1, 2009). ციტირების თარიღი: February 27, 2020.
  16. 16.0 16.1 Georgia Asks Belarus Not To Recognize South Ossetia, Abkhazia (November 18, 2009). ციტირების თარიღი: February 27, 2020.
  17. 17.0 17.1 Giorgi Lomsadze. (December 20, 2010) Report: Belarus' Lukashenko Wants Credit for Not Recognizing Abkhazia and South Ossetia. ციტირების თარიღი: February 27, 2020.
  18. 18.0 18.1 President of the Republic of Belarus Alexander Lukashenko answers questions of mass media representatives on 23 March 2014 (March 23, 2014). ციტირების თარიღი: February 27, 2020.
  19. Georgia still paying Belarus for non-recognition of Abkhazia and South Ossetia (March 3, 2018). ციტირების თარიღი: February 27, 2020.
  20. 20.0 20.1 20.2 20.3 Oliver Bullough (April 2, 2014). „This Tiny Pacific Island Nation Just Gave Russia a Big Bruise“. The New Republic. დაარქივებულია ორიგინალიდან — January 11, 2020. ციტირების თარიღი: February 27, 2020.
  21. 21.0 21.1 Pavel Felgenhauer (September 17, 2009). „Venezuela's Multibillion Dollar Abkhazia and South Ossetia Recognition Fee“. Eurasia Daily Monitor. Jamestown Foundation. 6 (170). დაარქივებულია ორიგინალიდან — February 28, 2019. ციტირების თარიღი: February 27, 2020.
  22. Pacific island recognises Georgian rebel region (December 15, 2009). დაარქივებულია ორიგინალიდან — ოქტომბერი 2, 2018. ციტირების თარიღი: February 27, 2020.
  23. Luke Hunt. (September 17, 2012) Russia's "Checkbook Diplomacy" in the South Pacific. ციტირების თარიღი: February 27, 2020.
  24. Syria recognises Russian-backed Georgia regions (May 29, 2018). ციტირების თარიღი: February 27, 2020.
  25. Yuliya Fedorinova. Potash Dispute Escalates as Uralkali CEO Held in Belarus (August 26, 2013). ციტირების თარიღი: February 18, 2020.
  26. 26.0 26.1 Russia hints at 'milk war' after Belarus takes 'potash war' hostage (August 28, 2013). ციტირების თარიღი: February 18, 2020.
  27. 27.0 27.1 Russia Suspends Dairy Imports From Lithuania (October 7, 2013). ციტირების თარიღი: February 20, 2020.
  28. Russia Prepared to Cease 'Milk War' With Lithuania (December 24, 2013). ციტირების თარიღი: February 18, 2020.
  29. Russian watchdog lifts import restrictions from Lithuanian dairy manufacturer (January 20, 2014). ციტირების თარიღი: May 4, 2020.
  30. 30.0 30.1 30.2 30.3 Russia Bans Dairy Imports from Belarus (February 23, 2018). ციტირების თარიღი: February 18, 2020.
  31. 31.0 31.1 Jim Cornall. (June 15, 2017) Russia lifts ban on two Belarus cheese companies' products. ციტირების თარიღი: February 18, 2020.
  32. 32.0 32.1 Shrinking economic freedom and milk war with Russia (March 6, 2018). დაარქივებულია ორიგინალიდან — აპრილი 8, 2018. ციტირების თარიღი: February 20, 2020.
  33. 33.0 33.1 33.2 33.3 33.4 Daria Turtseva. (February 27, 2018) Russian boycott of Belarusian dairy: about how Tatarstan saving agriculture, and Rosselkhoznadzor — the health of Russians. ციტირების თარიღი: February 18, 2020.
  34. 34.0 34.1 Belarusian Leader Has Harsh Words For Russia, West -- And Warning For Moscow (April 24, 2018). ციტირების თარიღი: February 20, 2020.
  35. 35.0 35.1 Alina Gubaidullina. (May 20, 2019) Artyom Belov: "The reduction in dairy imports enabled Russian producers to develop". ციტირების თარიღი: February 19, 2020.
  36. 36.0 36.1 Russia continues to restrict the import of Belarusian products (May 9, 2019). ციტირების თარიღი: February 27, 2020.