პრესლავის მრგვალი ეკლესია

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

მრგვალი ეკლესია (ბულგ. Кръгла църква), ცნობილია,როგორც ოქროს ეკლესია (Zlatna Tsarkva) ან წმინდა იოანეს ეკლესია (Sveti Yoan Church) — ადრეული შუა საუკუნეების მართლმადიდებლური ეკლესია,რომელიც შემონახულია ნაწილობრივ. მდებარეობს პრესლავში, ბულგარეთის პირველი იმპერიის ყოფილ დედაქალაქში. ამჟამად ქალაქი მდებარეობს ჩრდილო-აღმოსავლეთ ბულგარეთში. ეკლესია თარიღდება მე-10 საუკუნის დასაწყისით, მეფე სიმეონ I-ის მეფობის პერიოდით, არქეოლოგებმა აღმოაჩინეს და პირველად გამოიკვლიეს 1927-1928 წლებში.

ითვლება შუა საუკუნეების ბულგარული არქიტექტურის ერთ-ერთ გამორჩეულ ნიმუშად. სახელწოდება „მრგვალი ეკლესია“ დაკავშირებულია ტაძრის გამორჩეულ ფორმასთან, რომელიც ლიტურგიის ჩატარების ადგილია. ეკლესიის დიზაინი ასევე მოიცავს ფართო ატრიუმს და სწორკუთხა შესასვლელ ადგილს, ანუ ნართექსს.

ტაძარი შედარებულია გვიან რომაული (ადრეული ქრისტიანული) პერიოდის, კავკასიისა და კარლოს დიდის ეპოქის სატაძრო არქიტექტურის ნიმუშებთან, მისი დამახასიათებელი განლაგებით, რომელიც მნიშვნელოვნად განსხვავდება თანამედროვე ბულგარული ან ბიზანტიური შენობებისაგან.

მრგვალი ეკლესია მდიდარია ინტერიერით, რომელშიც ფართოდ არის გამოყენებული მოზაიკა, კერამიკული და მარმარილოს დეტალები, რაც განასხვავებს მას პრესლავის სხვა ეკლესიებისგან. ტაძრის ინტერიერში გამოსახულია ასობით გემების, ფაუნისა და ქრისტიანული წმინდანების ამსახველი ნახატები.

წინა ისტორია

რედაქტირება

ბულგარეთი ოფიციალურად გაქრისტიანდა ბიზანტიის მიერ 860-იან წლებში მეფე ბორისის (852-889) დროს. ბულგარეთის გაქრისტიანება ბიზანტიასა და რომს შორის პოლიტიკური დავის საგანი იყო.[1][2] ქრისტიანობის მიღებით ბორისს იმედი ჰქონდა, რომ მოაგვარებდა შიდა ბულგარულ ეთნიკურ პრობლემებს და ამით გააუმჯობესებდა თავისი სახელმწიფოს პოზიციას საერთაშორისო ასპარეზზე.[3]

მრგვალი ეკლესია ბორისის მემკვიდრის სიმონის (893–927) მეფობის დროს აშენდა, რომლის წარმატებულმა ლაშქრობებმა ხელი შეუწყო ბულგარეთის დროებით ბატონობას ბიზანტიაზე,[4] რაც ზოგჯერ საფრთხეს უქმნიდა ბიზანტიის დედაქალაქს. სიმეონის დროს პირველი ბულგარეთის სამეფოში დაიწყო ოკუპაცია ბალკანეთის ტერიტორიების უმეტესი ნაწილის,[5] ადრიატიკის და ეგეოსის ზღვამდე. გარდა ამისა, მან მოახერხა თანამედროვე სერბეთისა და მონტენეგროს ტერიტორიის დაპყრობა და ჩრდილოეთით უნგრელებისგან წარმოქმნილი საფრთხის აღმოფხვრა. ბულგარეთის უდიდეს მმართველად მიჩნეული სიმეონი იყო ლიტერატურისა და ხელოვნების მფარველი. მისი მეფობა განიხილება შუა საუკუნეების ბულგარული კულტურის „ოქროს ხანად“, [6][7] რომლის დროსაც მოხდა ბულგარული წიგნერების გავლენა სლავურ ევროპაზე.[5][8]

ქალაქი პრესლავი ბულგარეთის დედაქალაქი სიმეონის მეფობის დასაწყისში გახდა. სიმეონმა პრესლავი კულტურულ ცენტრად აქცია, რამაც ქალაქი კონსტანტინოპოლის რეალური კონკურენტი გახადა.[9][10] ბულგარეთის ოქროს ხანის ზოგიერთი გამოჩენილი მეცნიერი მიეკუთვნება პირველ სლავურ პრესლავის ლიტერატურულ სკოლას მსოფლიოში.[7] თავდაპირველი ჩანაფიქრით ქალაქი უნდა ყოფილიყო სამეფო რეზიდენცია და კულტურული ცხოვრების ცენტრი და არა ციხესიმაგრე.იგი გამოირჩეოდა შთამბეჭდავი არქიტექტურით,[5] მათ შორის უამრავი ორიგინალური სასახლით და ათობით ეკლესიით.[9][11] მათ ფონზე განსაკუთრებით გამოირჩევა მრგვალი ეკლესია, რომელიც ითვლება „შუა საუკუნეების ბულგარული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთ შთამბეჭდავ ძეგლად“[12] და „ძველი ბულგარული კულტურის უმაღლესი მიღწევის გამოხატულებად“.[13]

კვლევის ისტორია და დღევანდელი მდგომარეობა

რედაქტირება

მრგვალი ეკლესია ხალხში ასოცირებულია „ახალ ოქროს ეკლესიასთან“, რომელიც ნახსენებია კოლოფონში, ათანასე ალექსანდრიელის ძველ ბულგარულ თარგმანში — „სიტყვები არიელების წინააღმდეგ“. კოლოფონის ტექსტში ნათქვამია, რომ ბულგარული თარგმანი შესრულებულია პრინც სიმონის ბრძანებით კონსტანტინე პრესლაველის მიერ და გადაწერილია თეოდორე დოქსის მიერ: „მდინარე ტიჩის პირას ზაფხულში, 14 ინდიქტი 907 წ., სადაც იმავე მეფემ ააგო წმინდა ახალი ოქროს ეკლესია“.[14] გაურკვეველია, მინიშნება "ტიჩის პირას" ეხება მდინარის ვიწრო მონაკვეთს ქალაქთან ახლოს, თუ კონკრეტულ ადგილს ქალაქის გარე კედლებთან და მრგვალი ეკლესიის ნანგრევების უშუალო სიახლოვეს. არ არის ცნობილი როგორაა აღქმული „ოქროს“ განმარტება — წყარო დუმს იმის შესახებ, არის თუ არა იგი ქალაქის ოქროს ეკლესიებს შორის კიდევ ერთი ახალი ეკლესია, თუ ერთადერთია ოქროსფერი პრესლავის ახალ ეკლესიებს შორის.[15] რადგან კოლოფონში აღნიშნული ეკლესია გაიგივებულია მრგვალ ეკლესიასთან, მისი მშენებლობა 907 წლამდე რამდენიმე წლით ადრე უნდა მომხდარიყო. მიუხედავად იმისა, რომ ეკლესია შეიძლება თარიღდებოდეს არაუგვიანეს მე-10 საუკუნისა, ზოგიერთი მეცნიერი, მისი არქაული განლაგების გათვალისწინებით, ვარაუდობს, რომ იგი შეიძლება აგებულიყო უშუალოდ გვიანი რომაული პერიოდის ბაზილიკის ადგილზე. შესაძლო მფარველი, რომელიც ეკლესიის მშენებლობის ნაწილს აფინანსებდა, იყო მაღალი რანგის სასულიერო პირი, კარტოფილაქსი სახელად პავლე, რომელიც მოხსენიებულია ეკლესიის შიგნითა კედლის ერთ-ერთ წარწერაზე.[16][17] სამუშაოს უმეტესი ნაწილი,სავარაუდოდ, დაფინანსებული იყო მეფე სიმეონის მიერ.

ბულგარეთის აკადემიურ წრეებში მსჯელობენ იმაზე, ეკლესია მონასტრად აშენდა, თუ საკათედრო ტაძრად. თუ ეკლესიის მიმდებარე შენობები განმარტებულია, როგორც მონასტრის საცხოვრებელი ნაწილი, სავარაუდოდ აშენდა მრგვალი ეკლესიის აგების შემდეგ, მეფე პეტრე I-ის (927–969) მეფობის დროს. ამ შენობებში ეკლესიიდან შესასვლელების არ ქონა და დიდი ატრიუმის არსებობა, ამ ვერსიას ნაკლებად სავარაუდოს ხდის. კიდევ ერთი არგუმენტი იმისა, რომ მრგვალი ეკლესია იყოს სამონასტრო ეკლესია მისი მდებარეობაა, იზოლირებული სხვა შენობებისგან. მკვლევარი ბისტრა ნიკოლოვა ეკლესიას ქალაქის საკათედრო ტაძრად მიიჩნევს და მის ფუნქციას ადარებს პლისკას დიდ ბაზილიკას.[18] სხვა მკვლევარი, კრასტუ მიატევი, ტაძარს სიმონის სამეფო ეკლესიად მიიჩნევს, ხოლო ხელოვნების ისტორიკოსი ნიკოლაი მავროდინოვი და არქეოლოგი ტოტიუ ტოტევი ამტკიცებენ, რომ იგი თავდაპირველად მონასტერს ეკუთვნოდა.[19][20]

მრგვალი ეკლესიის ტერიტორიაზე პირველი გათხრები 1927-1928 წლებში ჩატარდა, არქეოლოგების სოფიას ეროვნული არქეოლოგიური მუზეუმიის და ბულგარეთის სიძველეთა საზოგადოება იორდანე გოსპოდინოვის ხელმძღვანელობით.[13] მეორე ექსპედიციამ, კრასტუ მიატევის ხელმძღვანელობით, ხელი შეუწყო ეკლესიის უფრო ღრმა შესწავლას. ტაძრის არქეოლოგიური კვლევა დღემდე გრძელდება.[21] 1927 წელს მრგვალი ეკლესია მთელ შუა საუკუნეების პრესლავთან ერთად ისტორიულ და არქეოლოგიურ ნაკრძალად გამოცხადდა და აიყვანეს სახელმწიფო დაცვის ქვეშ, როგორც ეროვნული საგანძური. 1970 წელს ტაძარი შეიტანეს ეროვნული მნიშვნელობის კულტურის ძეგლთა ნუსხაში და ამის შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდა გაზეთ „დერჟავენ ვესტნიკში“ .[22] მრგვალი ეკლესია, როგორც პრესლავის დიდი არქიტექტურული კომპლექსის ნაწილი, ბულგარეთის 100 ტურისტული ადგილის ჩამონათვალში 98-ე ადგილზეა [23][24]

რუსეს წმინდა პეტკას ეკლესია, რომელიც აშენდა 1944 წელს, წარმოადგენს პრესლავის მრგვალი ეკლესიის რეკონსტრუქციას.[25] 1990-იანი წლების ბოლოს და 2000-იანი წლების დასაწყისში მრგვალ ეკლესიას ჩაუტარდა ნაწილობრივი რესტავრაცია.[26] 2009 წლის დეკემბერში კი ტაძრის ფართომასშტაბიანი რეკონსტრუქციის გეგმა შემუშავდა.[27] 2007 წლის 27 მაისს მეფე სიმეონის გარდაცვალების 1080 წლისთავის საპატივსაცემოდ მრგვალი ეკლესიის გვერდით დაიდგა მისი ძეგლი.[28] მიუხედავად იმისა, რომ ტაძარი არ არის მოქმედი, მას რეგულარულად იყენებენ ნათლობისა და ქორწინებისთვის.[29]

არქიტექტურა

რედაქტირება

მდებარეობა და სტილი

რედაქტირება

მრგვალი ეკლესია აშენდა ქალაქ პრესლავის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, , ქალაქის სამხრეთ კარიბჭედან დაახლოებით 250 მეტრში.[30] იგი მდებარეობდა მაღალ ტერასაზე[31] და მოიცავდა სამეფო სასახლეს და სხვა შენობებს, როგორიცაა მაგალითად სამეფო ბაზილიკა. დღეს მრგვალი ეკლესია, შუა საუკუნეების პრესლავის სხვა ნანგრევებთან ერთად, მდებარეობს ქალაქ პრესლავთან,[32] რომელიც წარმოადგენს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრს შუმენის პროვინციაში, ჩრდილო-აღმოსავლეთ ბულგარეთში.[33]

მრგვალი ეკლესია გამოირჩევა ცენტრალიზებული, წრიული ფორმით, რომელიც უნიკალურია შუა საუკუნეების ბულგარულ არქიტექტურაში.[34] მისი ფორმები და დინამიკა ეწინააღმდეგება იმდროინდელი ტაძრის შენობების თანასწორ სწორკუთხა განლაგებას. დიდი ალბათობით, მრგვალი ეკლესიის შთაგონების წყარო გვიან რომაული ან ადრე ბიზანტიური ნაგებობა იყო, რომელებიც შემორჩა ბულგარეთის ტერიტორიაზე. განლაგება მთლიანობაში და განსაკუთრებით როტონდა მოგვაგონებს იუსტინიანე I-ის დროინდელ ეკლესიებს, როგორიცაა სან ვიტალეს ბაზილიკა რავენაში,წმინდა სერგისა და ბაკუსის ეკლესია კონსტანტინოპოლში (დღევანდელი სტამბოლი), და ასევე გალერიუსის როტონდა სალონიკში. ბიზანტიური ეკლესიები არ არის ერთადერთი შთაგონების წყარო მრგვალი ეკლესიის შემქმნელებისთვის. ზოგიერთი მეცნიერი მის დიზაინს სომხურ გავლენას [35][36] უკავშირებს, რაც შესაძლოა გამოწვეული იყოს ბულგარეთში კავკასიელი ხელოსნების არსებობით. ზოგადად, ბალკანეთში ასეთი მოძველებული განლაგების მქონე ეკლესიები იქ გადმოსახლებული კაბადოკიელი, სომეხი თუ ქართველი ბერების საქმიანობასთანაა დაკავშირებული. პრესლავის მრგვალი ეკლესიის კიდევ ერთი შესაძლო მაგალითი შეიძლება მოიძებნოს კარლოს დიდის დროინდელ კაროლინგურ არქიტექტურაში და განსაკუთრებით პალატინის სამლოცველოში, აახენში, დასავლეთ გერმანიაში, რომელთანაც აქვს გარკვეული მსგავსება .[36][37][38]

მრგვალი ეკლესია შედგება სამი ძირითადი ნაწილისაგან: ფართო ატრიუმი (ან შიდა ეზო), ნართექსი და როტონდა. ეს სექციები არ იყო აშენებული ერთსა და იმავე დროს. ეკლესიის დასრულებიდან გარკვეული პერიოდის შემდეგ ჩატარდა რეკონსტრუქცია.[39] მავროდინოვი და არქეოლოგი კარელ შკორპილი თვლიან, რომ ნართექსი და როტონდა აშენდა მშენებლობის პირველ პერიოდში, ხოლო ატრიუმი მალევე დაამატა იმავე არქიტექტორმა.[39] ეკლესიის საერთო სიგრძე ატრიუმის ჩათვლით 38,5 მეტრია (126 ფუტი). იგი აშენებული იყო ძირითადად მართკუთხა კირქვის ბლოკებისგან. აფსიდის შიგნით გამოყენებულია წითელი ხსნარი.[40] იატაკი მოპირკეთებულია მარმარილოსა და ქვის ფილებით, ვესტიბულში — წითელი, ხოლო დანარჩენ ნაწილებში — თეთრი ფერით.[40] ატრიუმის, თაღების და შესაძლოა გუმბათის მშენებლობაში გამოყენებულია წითელი და ყვითელი აგური, კედლებში ქვებს შორის არსებული ნაპრალების შესავსებად კი — აგურის ნაჭრები.

მორთულობა

რედაქტირება

ტაძრის ინტერიერი მდიდრულად იყო მორთული ბიზანტიური სტილის მოზაიკებით,ლავგარდანით და კერამიკით.[41] თითქმის ყველა დეკორაცია ,გარდა კორინთული და დორიული კაპიტელების, რომლებიც რომაული ან ბიზანტიური წარმოშობისაა, სწორედ ამ ეკლესიისთვის შეიქმნა მისი მშენებლობის დროს. ვლასტო პოულობს პროტობულგარულ ელემენტებს ეკლესიის შიდა ატრიუმის გაფორმებაში, ასევე — კავშირებს სპარსეთისა და შუა აზიის ხელოვნებასთან. მისი აზრით, მრგვალი ეკლესიის დეკორს, თავისი დროის ბიზანტიურ ხელოვნებაში, ანალოგი არ აქვს. საპირისპირო აზრს გამოთქვამს მიატევი, რომელიც აღნიშნავს მნიშვნელოვან მსგავსებებს კონსტანტინოპოლის 908 წლის მრგვალი ეკლესიისა და ღვთისმშობლის (ამჟამად ლიფსის მონასტრის ნაწილი) მორთულობას შორის.[42] მავროდინოვი ამტკიცებს, რომ მრგვალი ეკლესიის არქიტექტორი შთაგონებული იყო უძველესი ტაძრის მდიდარი სკულპტურული დიზაინით.[43]

მრგვალი ეკლესიის კერამიკას ანალოგი არ ჰქონდა პრესლავში და ერთადერთი ნაგებობაა ქალაქში, რომლის დეკორაციაში გამოყენებული იყო პოლიქრომული კერამიკული ფილები.[44] ტაძრის ინტერიერის ყველაზე თვალსაჩინო დეტალი იყო კერამიკული და მოზაიკის ხატები, სადაც წმინდანები გამოსახული იყვენე თითქმის სრული სიმაღლიდან მინიატურამდე. მიუხედავად იმისა, რომ კერამიკული გამოსახულებები თიხის ფილებზე იყო მოხატული, მოზაიკის ხატები უფრო მრავალფეროვანი მასალებით, მათ შორის თიხა, მინა, სხვადასხვა ფერის ქვით იყო დამზადებული და ჰქონდა მოოქროვილი ფონი. გამოსახული წმინდანებსა და ბიბლიურ ფიგურებში შედიოდნენ კარალმპიოსი და შესაძლოა წინასწარმეტყველი იოელი. მრგვალი ეკლესიის ლავგარდანები დამზადებული იყო მარმარილოსა და კირქვისგან. მათ ამშვენებდა დიდი რაოდენობით ნაქსოვი უზორები და დეკორატიული ელემენტები, როგორებიცაა პალმის სტილიზებური ფოთლების სახის ერთგვარი ორნამენტი, ყურძენის მტევნები, ფოთლები.[45] გარდა კლასიკური ორნამენტული ფორმებისა, ლავგარდანების დეკორაციისას გამოიყენებოდა სრულიად ახალი ან ადრე ცნობილი, მაგრამ გადამუშავებული მოტივები, რომელთა შორის ჭარბობდა ყვავილოვანი ორნამენტები.

ეპიგრაფიკა

რედაქტირება

მრგვალ ეკლესიაში აღმოჩენილია შუა საუკუნეების მრავალი წარწერა, როგორც ოფიციალური, ისე პირადი ხასიათის. მკვლევარები სულ ითვლიან 193 წარწერასა და 30 ნახატს, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა ქრისტიანულ სიმბოლიკას შეიცავს. მრგვალი ეკლესიის ეპიგრაფიკა თარიღდება X საუკუნით, წარწერები ორ ენაზეა — ბიზანტიურ-ბერძნული და ძველი ბულგარული (აღმოსავლური დიალექტი), სამი ანბანის გამოყენებით: ბერძნული, გლაგოლიტური და კირილიცა.[16] მრგვალი ეკლესიის გლაგოლიტური წარწერები მიუთითებს, რომ ამ ანბანის გამოყენება პრესლავში კირილიცურ ანბანთან ერთად მიმდინარეობდა.[38]

  1. Vasilʹev, Aleksandr Aleksandrovich, History of the Byzantine Empire, 324–1453, ტ. 1, Madison: University of Wisconsin Press, 1952. — გვ. 282—283, ISBN 978-0-299-80925-6.
  2. Converting Cultures: Religion, Ideology, and Transformations of Modernity, Boston: Brill, 2007, ISBN 978-90-04-15822-1.
  3. Crampton, pp. 9—11
  4. Stephenson, p. 18
  5. 5.0 5.1 5.2 Stavreva, p. 19
  6. Otfinoski, Steven, Nations in Transition: Bulgaria, New York: თარგი:Нп3, 2004. — გვ. 5, ISBN 978-0-8160-5116-8.
  7. 7.0 7.1 Crampton, pp. 16—17
  8. MacDermott, Mercia, Bulgarian Folk Customs, Philadelphia; London: Jessica Kingsley, 1998. — გვ. 25, ISBN 978-1-85302-485-6.
  9. 9.0 9.1 Stephenson, pp. 18—19
  10. Bakalov, Georgi; Milen Kumanov, SIMEON I Veliki (864-27.V.927) // Elektronno izdanie "Istoria na Balgaria", Sofia: Knigoizdatelska kashta "Trud"; Sirma AI, 2003, ISBN 954528613X.
  11. Frucht, Richard C., Eastern Europe: An Introduction to the People, Lands, and Culture, Santa Barbara: ABC-CLIO, 2005. — გვ. 821, ISBN 978-1-57607-800-6.
  12. Delev
  13. 13.0 13.1 Totev, p. 58
  14. Curta, p. 220
  15. Nikolova, pp. 88—89
  16. 16.0 16.1 Nikolova, pp. 91—92
  17. Nachev, p. 17
  18. Nikolova, p. 54
  19. Mavrodinov, p. 151
  20. Totev, p. 63
  21. Nikolova, p. 88
  22. Spisak na pametnitsite na kulturata s kategoria "Natsionalno znachenie" na teritoriata na Oblast Shumen /po naseleni mesta/ გვ. 9–10. Ministerstvo na kulturata na Republika Balgaria. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-11-01. ციტირების თარიღი: 2010-11-01.
  23. 98. Natsionalen istoriko-arheologicheski rezervat "Veliki Preslav". Balgarski turisticheski sayuz. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-11-01. ციტირების თარიღი: 2010-11-01.
  24. Sbornik "100-te natsionalni turisticheski obekta" გვ. 386–387. Natsionalno obedinenie "Sahrani balgarskoto". დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-11-01. ციტირების თარიღი: 2010-11-01.
  25. Nikiforova, Violeta. Tsarkvata "Sveta Petka" v Ruse se rushi. Balgarska natsionalna televizia. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-11-01. ციტირების თარიღი: 2010-11-01.
  26. Greenway, Paul, Lonely Planet Bulgaria, Footscray, Vic.; Oakland, CA: Lonely Planet, 2002. — გვ. 210, ISBN 978-1-86450-148-3.
  27. „Vdigat Zlatnata tsarkva v original“ [The Golden Church to be constructed in its original size]. Trud (Bulgarian). Vestnikarska Grupa Balgaria OOD. 2009-12-20. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-07-06. ციტირების თარიღი: 2010-10-15.
  28. Pametnik na tsar Simeon Veliki beshe otkrit do Zlatnata tsarkva vav Veliki Preslav po povod 1080-godishninata ot konchinata na balgarskia vladetel.. Sega AD (2007-05-27). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-10-22. ციტირების თარიღი: 2010-10-15.
  29. Ivanova, Emilia. (2010-07-31) I dnes krashtavat i venchavat v ruinite na Zlatnata preslavska tsarkva. Dveri na Pravoslavieto. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-07-06. ციტირების თარიღი: 2010-10-15.
  30. Nikolova, p. 93
  31. Koeva
  32. Istoria. Obshtina Veliki Preslav. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-10-22. ციტირების თარიღი: 2010-10-18.
  33. Obshtina Veliki Preslav. Oblastna administratsia Shumen. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-12-15. ციტირების თარიღი: 2010-10-18.
  34. Curta, p. 221
  35. Kazhdan, p. 335
  36. 36.0 36.1 Vaklinov, p. 200
  37. Redgate, Anne Elizabeth, The Armenians, Oxford; Malden, Mass.: Wiley-Blackwell, 2000. — გვ. 242, ISBN 978-0-631-22037-4.
  38. 38.0 38.1 Totev, p. 61
  39. 39.0 39.1 Nikolova, p. 92
  40. 40.0 40.1 Nikolova, p. 91
  41. Vaklinov, pp. 198—199
  42. Miyatev, p. 100
  43. Miyatev, p. 157
  44. Mango, p. 114
  45. Vaklinov, pp. 212—213