პორტალი:საქართველოს ისტორია/თვის მოვლენები/08
...და იდგა თვე იგი ქველთობისა:
- 1121 : დიდგორის ბრძოლა - ქართული არმია დავით აღმაშენებლის მეთაურობით გადამწყვეტ ბრძოლაში ამარცხებს სახელგანთქმულ სელჩუკთა მეთაურ ილღაზს.
- 1185 : ქვაში ნაკვეთი ქალაქი ვარძია აკურთხა თამარ მეფემ.
- 1828 : რუსები თურქებს ამარცხებენ ახალციხის ბრძოლაში.
- 1783 : საქართველო რუსეთის მფარველობის ქვეშ შედის.
- 1936 : თბილისში დაარსდა საფეხბურთო კლუბი ლოკომოტივი.
- 1990 : აფხაზეთის უზენაესმა საბჭომ საქართველოსგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა.
- 2007 : რუსული წარმოების SU-24 საბრძოლო თვითმფრინავმა შიდა ქართლში რადუგა KH-58 ტიპის, ტაქტიკური ანტი-სარადარო მართვადი რაკეტა ჩამოაგდო [1].
- 2007 : საქართველოს რკინიგზის მართვის უფლება 99 წლით ბრიტანულ კომპანია "ფარქფილდ ინვესტმენტს" გადაეცა. (სრულად)
- 2007 : საქართველოს მთავრობაში მნიშვნელოვანი საკადრო ცვლილებები განხორციელდა მეორედ ბოლო ცხრა თვის განმავლობაში.
- 2008 : კონფლიქტი ცხინვალის რეგიონში მასშტაბურ ომში გადაიზარდა — რუსეთის ავიამოიერიშეებმა საქართველოს სტრატეგიული ობიექტები დაბომბეს გორში, მარნეულში, ფოთში და სენაკში. მსხვერპლი 1500 ადამიანია.
- 2008 : მიზანში მსროლელმა ნინო სალუქვაძემ პეკინის ოლიმპიურ თამაშებში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
- 2008 : სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ოკუპაციისა და რიგი ქალაქების დაბომბვის შემდეგ რუსეთი წყვეტს სამხედრო მოქმედებებს საქართველოში რუსეთის პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევის განცხადებით.
- 2008 : ბერძნულ-რომაულ სტილში მოჭიდავე მანუჩარ კვირკველიამ და ძიუდოისტმა ირაკლი ცირეკიძემ პეკინის ოლიმპიურ თამაშებზე ოქროს მედლები მოიპოვეს.
- 2008 : რუსეთმა დე-იურე ცნო აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო რესპუბლიკები.