ართუკიდ ნაჯმ ად-დინ ილღაზი (გ. 8 ნოემბერი, 1122) — ართუკიდების დინასტიის წარმომადგენელი, ცნობილი თურქი სარდალი და მხედართმთავარი (ამირა), თურქული ქალაქ მარდინის მფლობელი 1107 წლიდან 1122 წლამდე. „ილღაზი“ არაბულად ნიშნავს ხალხისთვის მებრძოლს. ილღაზი გამოირჩეოდა ქრისტიანი ხალხის შემუსვრით.

ბიოგრაფია

რედაქტირება

მისი მამა, ართუკი, იყო ართუკიდების დინასტიის დამაარსებელი და დანიშნული იყო იერუსალიმის მმართველად, სელჩუკი ამირ ტუტუშის მიერ. მამის სიკვდილის შემდეგ, ილღაზი და მისი ძმა განაგრძობდნენ იერუსალიმის მართვას.

როდესაც მალიქ შაჰის გარდაცვალების შემდეგ ტახტისათვის დაიწყო დიდი სისხლისღვრა, ილ ღაზი თავდაპირველად თავისი სიმამრის ამირ ტუტუშის მომხრე იყო. ხოლო ტუტუშის დამხობის შემდეგ (ჰიჯრით 488-1095 წ.) ილღაზი იერუსალიმს დაეპატრონა, რადგან ეს ქალაქი საფეოდოდ მიღებული ჰქონდა ამირ ტუტუშისაგან. ნეჯმ ედ დინ ილ ღაზი იერუსალიმს განაგებდა თავის ძმასთან ამირ სუკმანისთან ერთად, მაგრამ 1096 წელს ჯვაროსნებმა იერუსალიმს შეუტიეს და ორივე ამირა გააძევეს. 1110 წელს ამირა ილღაზი მიემხრო ტახტის მემკვიდრე მუჰამედს (მალიქ-შაჰის ძეს), რომელმაც ბაღდადის ამირად დანიშნა იგი. 1111-1118 წლებში ილღაზმა იმჟამად უძლიერესი ციხის მარდინის აღება მოახერხა. ილღაზს რთული ურთიერთობა ჰქონდა სელჩუკთა სახელმწიფოსთან, რისი მიზეზიც ილღაზის სეპარატისტული ტენდენციები იყო. ის ხშირად იყენებდა სელჩუკთა წინააღმდეგ ჯვაროსნების დახმარებასაც. ილღაზის მიერ მართული მარდინის საამირო მოიცავდა ისეთ ქალაქებს, როგრიც იყო ნისიბინი, დიარქექირი. მარდინის საამირო გაძლიერდა 1117 წლის შემდეგ, როდესაც მის მფლობელობაში გადავიდა ალეპო. ალეპოს დაკავების შემდეგ ილღაზის და ჯვაროსნების ინტერესები ერთამენთს დაუპირისპირდა და ილღაზი მეთაურობდა ჯვაროსანთა წინააღმდეგ ბრძოლებს, რომლებშიც დიდი ავტორიტეტი მოიპოვა.

1121 წელს ილღაზი კოალიციური ლაშქრით შეიჭრა საქართველოში მაგრამ დავით აღმაშენებელმა დიდგორის ბრძოლაში დაამარცხა იგი და არზრუმს იქით გადარეკა მტერი.

1122 წელს მან დაამარცხა და დაატყვევა ედესის გრაფი ჟოსლენ I, თუმცა იმავე წლის ნოემბერში გარდაიცვალა. დაკრძალეს დიარბაქირში.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • მარგიშვილი ს., „მითები და რეალობა დავით აღმაშენებლის მეფობის შესახებ“, თბილისი: „სიესტა“, 2006. — გვ. 65-70, ISBN 99940-881-9-X.
  • Öztuna, Yılmaz, (1996) Devletler ve Hanedanlar Cilt:2, Ankara:Kültür Bakanlığı Yayınları, say. 46
  • Smail, R.C. (1956 son baski 1995) Crusading Warfare 1097-1193., New York: Barnes and Noble Books, ISBN 1-56619-769-4 (ინგლისური)
  • Hillenbrand, Carole, (1990) A Muslim Principality in Crusader Times: The Early Artuqid State. Nederlands Historisch-Archaeologisch Instituut, (ინგლისური).