ნუცა ჩხეიძე

ქართველი მსახიობი
(გადამისამართდა გვერდიდან ნინო ჩხეიძე (მსახიობი))
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ნინო ჩხეიძე (მომღერალი).

ნინო (ნუცა) პლატონის ასული ჩხეიძე (დ. 30 სექტემბერი, 1881, ქუთაისი — გ. 14 აგვისტო, 1963, თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ) — ქართველი მსახიობი, საქართველოს სსრ-ის სახალხო არტისტი.

ნუცა ჩხეიძე
დაბადების სახელი ნინო ჩხეიძე
დაბადების თარიღი 30 სექტემბერი, 1881
გარდაცვალების თარიღი 14 აგვისტო, 1963 (81 წლის)
საქმიანობა მსახიობი

ბიოგრაფია

რედაქტირება

სამსახიობო „სკოლა“ გაიარა ხელოვნების ისეთ მოღვაწეებთან, როგორებიც იყვნენ კოტე მესხი და ლადო ალექსი-მესხიშვილი. 13 წლის გოგონას დებიუტი გაიმართა ქუთაისის თეატრში და მას შემდეგ უნიჭიერესი მსახიობი ლეგენდად იქცა. ნინო ჩხეიძეს განსაკუთრებული ღვაწლი მიუძღვის ქუთაისისა და რუსთაველის თეატრების შემოქმედებით ცხოვრებაში. ქართულ სცენაზე გამოჩენილმა ხელოვანმა შეასრულა 300-მდე როლი. დაუვიწყარია მისი ზინაბი (ა. სუმბათაშვილი-იუჟინის „ღალატი“), მედიდური და ამავე დროს ღრმად ტრაგიკული მედეა (ბურენინისა და სუვორინის „მედეა“), განწირული, მაგრამ ამაყი მარგარიტა გოტიე (ა. დიუმას „მარგარიტა გოტიე“), მაღალი სულის ადამიანი ქეთევანი (ა. ყაზბეგის „ქეთევან წამებული“), ვნებას აყოლილი ბრმად მორჩილი ოფელია (უ. შექსპირის „ჰამლეტი“), კრუჩინინა (ა. ოსტროვსკის „უდანაშაულო დამნაშავენი“) და სხვა.

ნინო ჩხეიძე მონაწილეობდა რამდენიმე ქართულ კინოფილმში. განსაკუთრებით აღსანიშნავია სიკო დოლიძის „დარიკოში“, მსახიობის მიერ განსახიერებული ქართველი დედის განუმეორებელი სახე. დაჯილდეოვებული იყო ლენინის, შრომის წითელი დროშის ორდენებითა და მედლებით.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

ფილმოგრაფია

რედაქტირება

ნათამაშები როლები

რედაქტირება

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ცუცქირიძე შ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 174.
  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 386, თბ., 1994

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება