ნარინჯი

ტეგანისებრთა ოჯახის მარადმწვანე ციტრუსოვანი მცენარე

ნარინჯი[1] (ლათ. Citrus aurantium) — მცენარე ტეგანისებრთა ოჯახის ციტრუსის გვარისა. მარადმწვანე ხეა (სიმაღლეში 2–10 ), აქვს ბურთისებრი ვარჯი და ბასრეკლებიანი ტოტები. ფოთლები მბზინავი მწვანეა, შიდა მხრიდან უფრო ღია ფერის. ყვავილები დიდი ზომის, თეთრი ფერისა და არომატულია; შეკრებილია ფოთლის უბეებში მდებარე მცირე ყვავილედებში. ნაყოფი (ამავე სახელწოდების) მრგვალია, ზოგჯერ ოდნავ შებრტყელებული, დიამეტრში 6–7 სმ; კანი სქელი, გარედან უსწორმასწორო და ნარინჯისფერ-მოწითალოა, ადვილად სცილდება რბილობს, რომელიც დაყოფილია 10–12 წილაკად (ნასკვების ბუდეების რაოდენობასთან შესაბამისად); გემოთი მჟავეა, ოდნავ მომწარო, ნედლი სახით საჭმელად უვარგისია. ნარინჯის სამშობლოა ინდოეთი, ნაყოფში (განსაკუთრებით კანში), ყვავილებსა და ფოთლებში ეთერზეთების შემცველობის გამო ფართოდაა კულტივირებული ხმელთაშუაზღვისპირეთის ქვეყნებში, საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე (გაგრიდან ბათუმამდე), აზერბაიჯანში, ახლო აღმოსავლეთში; ეთერზეთებს იყენებენ პარფიუმერიასა (მაგ., ნეროლის ზეთი მოიპოვება ყვავილებიდან) და მედიცინაში. ნარინჯის ნაყოფისაგან იღებენ წვენს, ამზადებენ მურაბას, ლიქიორსა და მარმელადს. ჩაისა და საკონდიტრო ნაწარმის არომატიზაციისათვის განსაკუთრებით ფასეულია ადრე ნარინჯის ქვესახეობად მიჩნეული — ბერგამოტი (დღეს ცალკე სახეობაა). იყენებენ ლიმონისა და სხვა ციტრუსების საძირედ.[2]

ნარინჯი

ნაყოფი
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Citrus × aurantium L., 1753

ჭანურად ეწოდება არანძი, არარანცი, მეგრულადჭვახე ფორთოხალი.[1]

  1. 1.0 1.1 მაყაშვილი ა., ნარინჯი // ბოტანიკური ლექსიკონი, თბ.: „საბჭოთა საქართველო“, 1961.
  2. Шванова В. В. ПОМЕРАНЕЦ // Большая российская энциклопедия. т. 27. — М., 2015. — стр. 96.