საძირემცენარე ან მისი ნაწილი, რომელზეც ამყნობენ სხვა მცენარის ნაწილს — კვირტს. საძირის დანიშნულებაა მევენახეობაში ევროპული ვაზის დაცვა ფილოქსერისაგან; მეცხოველეობაში — მსხმოიარობის დაჩქარება, ზრდის სიძლიერის რეგულირება, ხელსაყრელ ნიადაგურ პირობებთან შეგუება, ყინვა- და გვალვაამტანობის, მავნებლებ-დაავადებებისადმი გამძლეობის ამაღლება და სხვა.

ვაზის ძირითადი საძირეებია ბერლანდიერი რიპარია 420, შასლა ბერლანდიერი 41, რიპარია რუოესტრის 3309, 3306. რეპესტრის დუ ლო და სხვა; ვაშლისამაჟალო, დუსენი, პარადისი, ხომანდული; მსხლისაპანტა, კომში; ბლისაბალამწარა; ალუბლისა — ალუბალი და ბალღოჯი; ატმისანუში და ატმის კულტურული ჯიში; ლიმონის, მანდარინისა და ფორთოხლისატრიფოლიატა და ბიგარადია.

ლიტერატურა

რედაქტირება