კავკასიური პანტა
(გადამისამართდა გვერდიდან პანტა)
კავკასიური პანტა (ლათ. Pyrus caucasica) — მცენარე ვარდისებრთა ოჯახისა. იზრდება ზღვის დონიდან 1600 მ სიმაღლემდე. კავკასიის ფლორის ენდემია, მაგრამ საქართველოში ფართოდ არის გავრცელებული. სწრაფმზარდი ეკლიანი ხეა, მრგვალი ან შებრტყელებულსფეროსებრი ნაყოფი აქვს; იჭმება, ხდიან არაყს, ამზადებენ ძმარს. მერქანი მაღალი ღირსებისაა, იყენებენ მსხლის კულტურის ჯიშების საძირედ.[1] ზემორაჭულად ეწოდება პანტა-მსხალი.[2]
კავკასიური პანტა | ||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
კავკასიური პანტა | ||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
| ||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||
Pyrus caucasica | ||||||||||||
|
სქოლიო
რედაქტირება- ↑ მიხეილ სახოკია, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 665.
- ↑ პანტა — ბოტანიკური ლექსიკონი