სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ბერგამოტი (მრავალმნიშვნელოვანი).

ბერგამოტი (ლათ. Citrus bergamia) — მარადმწვანე ხეხილოვანი მცენარე (სიმაღლით 3— 5 მ) ტეგანისებრთა ოჯახისა (ნარინჯოვანთა ქვეოჯახი).

ბერგამოტი

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
კლასი:  ორლებნიანნი
ოჯახი:  ტეგანისებრნი
ქვეოჯახი:  ნარინჯოვანნი
გვარი:  ციტრუსები
სახეობა:  ბერგამოტი
ლათინური სახელი
Citrus bergamia

ნაყოფი საშუალო სიდიდისაა, მსხლისებრი ფორმის; კანი ოქროსფერ-ყვითელია, სპეციფიკური სუნი აქვს. ტბილოვანი ყვითელია, მომჟავო ან მჟავე, ოდნავ მომწარო გემო დაჰკრავს. საჭმელად ნაკლებად იყენებენ.

საქართველოში შავი ზღვის სანაპიროზეა. ბერგამოტის ნაყოფის კანისაგან, ყვავილებისაგან, ფოთლებისა და ყლორტებისაგან მიიღება ბერგამოტის ეთეროვანი ზეთი (1,75%-მდე), რომელსაც იყენებენ პარფიუმერიასა და საკონდიტრო წარმოებაში.

ლიტერატურა

რედაქტირება