მორის ჰილმანი
მორის რალფ ჰილმანი (დ. 30 აგვისტო, 1919, მაილს-სიტი, მონტანა — გ. 11 აპრილი, 2005, ფილადელფია, პენსილვანია) — ამერიკელი მიკრობიოლოგი, რომელიც სპეციალიზებული იყო ვაქცინოლოგიაში და შეიმუშავა 40-ზე მეტი ვაქცინა, რაც ამ სფეროში პროდუქტიულობის რეკორდს წარმოადგენს.[6][7] 14 ვაქცინიდან, რომელიც რეკომენდებულია აშშ-ს იმუნიზაციის კალენდრით, მან შეიმუშავა რვა: წითელას, ყბაყურას, A ჰეპატიტის, B ჰეპატიტის, ჩუტყვავილას, მენინგიტის, პნევმოკოკისა და Haemophilus influenzae-ს ბაქტერიების.[8] მან დიდი როლი ითამაშა გაციების გამომამუშავებელი ადენოვირუსების, ჰეპატიტის ვირუსების და პოტენციურად კიბოს გამომწვევი [9] ვირუსის SV40-ის აღმოჩენაში.
მორის ჰილმანი | |
---|---|
ინგლ. Maurice Hilleman | |
დაბ. თარიღი | 30 აგვისტო, 1919 |
დაბ. ადგილი | Miles City |
გარდ. თარიღი | 11 აპრილი, 2005 (85 წლის) |
გარდ. ადგილი | ფილადელფია |
მოქალაქეობა | აშშ |
საქმიანობა | მიკრობიოლოგი |
მუშაობის ადგილი | პენსილვანიის უნივერსიტეტი |
ალმა-მატერი | ჩიკაგოს უნივერსიტეტი, Montana State University და Custer County District High School |
ჯილდოები | რობერტ კოხის ოქროს მედალი[1] [2] , ამერიკის სამედიცინო ასოციაციის პრემია გამორჩეული სამეცნიერო მიღწევებისთვის, Howard Taylor Ricketts Prize[3] , მეცნიერების ეროვნული მედალი, ეროვნულ გამომგონებელთა დიდების დარბაზი[4] , მაქსველ ფინლანდის პრემია, IRI Achievement Award, Lasker-Bloomberg Public Service Award[5] და Prince Mahidol Award |
ბიოგრაფია
რედაქტირებაადრეული ცხოვრება და განათლება
რედაქტირებამორის ჰილმანი დაიბადა დიდი ვაკეების ქალაქ მაილს-სიტიში, მონტანას შტატი. მისი მშობლები იყვნენ ანა უელსმანი და გუსტავ ჰილმანი. მორისი მათი მერვე შვილი იყო.[10] მისი ტყუპისცალი და მისი დაბადებისას, ხოლო დედა კი ორი დღის შემდეგ გარდაიცვალა. იგი ბიძის, რობერტ ჰილმანის ოჯახში გაიზარდა და ახალგაზრდობაში ოჯახის მეურნეობაში მუშაობდა. იგი თვლიდა, რომ შემდგომი წარმატების საფუძველი ბავშვობაში ქათმებთან მუშაობისას ჩაეყარა; 1930-იანი წლებიდან ქათმის განაყოფიერებულ კვერცხებს ხშირად იყენებდნენ ვაქცინებისთვის ვირუსების გასაზრდელად.[6]
მისი ოჯახი ლუთერული ეკლესიის მრევლი იყო. მერვე კლასში იყო, როდესაც ჩარლზ დარვინი აღმოაჩინა. ერთხელ ეკლესიაშიც კი გამოიჭირეს, როდესაც დარვინის წიგნს, „სახეობების წარმოშობის შესახებ“ კითხულობდა. მოგვიანებით, მან უარყო რელიგია. უსახსრობის გამო, გაუჭირდა კოლეჯში სწავლა. საქმეში მისი უფროსი ძმა ჩაერია და ოჯახის დახმარებითა და სტიპენდიების წყალობით, ჰილმანმა 1941 წელს დაამთავრა მონტანის სახელმწიფო უნივერსიტეტი. მან მოიგო სტიპენდია ჩიკაგოს უნივერსიტეტში და მიიღო დოქტორის ხარისხი მიკრობიოლოგიაში 1944 წელს.[11] მისი სადოქტორო ნაშრომი ეხებოდა ქლამიდიოზის ინფექციებს, რომლებიც, როგორც მაშინ მიიჩნეოდა, ვირუსით იყო გამოწვეული. ჰილმანმა აჩვენა, რომ ამ ინფექციებს, სინამდვილეში, იწვევს ბაქტერიის სახეობა, Chlamydia trachomatis, რომელიც იზრდება მხოლოდ უჯრედების შიგნით.[6]
კარიერა
რედაქტირებამას შემდეგ რაც მან ER Squibb & Sons-ში მუშაობა დაიწყო, შეიმუშავა ვაქცინა იაპონური B ენცეფალიტის წინააღმდეგ. ეს იყო დაავადება, რომელიც ემუქრებოდა ამერიკის ჯარებს მეორე მსოფლიო ომის წყნარი ოკეანის კამპანიისას. როგორც არმიის სამედიცინო ცენტრის რესპირატორული დაავადებების განყოფილების უფროსმა (ახლანდელი ვალტერ რიდის არმიის კვლევითი ინსტიტუტი). 1948-1957 წლებში ჰილმანმა აღმოაჩინა გენეტიკური ცვლილებები, რომლებიც გრიპის ვირუსის მუტაციის დროს ხდება, რომელსაც ცვლა და დრეიფი ეწოდება. მისი თეორიის მიხედვით, ეს ნიშნავდა, რომ საჭირო იქნებოდა ყოველწლიურად გრიპის ვაქცინაცია. ეს მოსაზრება დაეხმარა მას გამოეცნო, რომ 1957 წელს ჰონგ-კონგში გრიპის აფეთქებას უზარმაზარი პანდემიის გამოწვევა შეეძლო. წინათგრძნობის საფუძველზე, ცხრა თოთხმეტსაათიანი სამუშაო დღის შემდეგ მან და მისმა კოლეგამ აღმოაჩინეს, რომ ეს იყო გრიპის ახალი შტამი, რომელსაც მილიონობით ადამიანი შეეძლო დაეღუპა. მომზადდა და განაწილდა ვაქცინის ორმოცი მილიონი დოზა. მიუხედავად იმისა, რომ 69 000 ამერიკელი გარდაიცვალა, პანდემიას შეეძლო შეერთებულ შტატებში მრავალი სხვა ადამიანის სიკვდილით დასრულებულიყო. გაწეული მუშაობისთვის ჰილმანს ამერიკული სამხედროებისგან გადაეცა მედალი გამორჩეული სამსახურისათვის.
1957 წელს ჰილმანი შეუერთდა Merck & Co., როგორც ახალი ვირუსებისა და უჯრედული ბიოლოგიის კვლევის განყოფილების ხელმძღვანელი ვესტ-პოინტში, პენსილვანია. მერკში მუშაობისას ჰილმანმა ცხოველებისა და ადამიანის ექსპერიმენტული და ლიცენზირებული ორმოცი ვაქცინიდან უმეტესობა შეიმუშავა, როგორც ლაბორატორიის მუშაკმა და როგორც ასევე სამეცნიერო ხელმძღვანელმა.
1963 წელს, მისი ქალიშვილს, ჯერილ ლინს ყბაყურა დაემართა. ჰენრიმ მისგან სინჯები აიღო, გამოზარდა და გამოიყენა იგი, როგორც ყბაყურას ვაქცინის საფუძველი. ყბაყურას ვაქცინის ჯერილ ლინის შტამი დღესაც გამოიყენება. შტამი ამჟამად გამოიყენება სამვალენტიანი წწყ (წითელა, წითურა, ყბაყურა) ვაქცინაში, რომელიც ასევე მან შექმნა. ეს იყო პირველი დამტკიცებული ვაქცინა, რომელიც რამდენიმე ცოცხალი ვირუსის შტამს ერთდროულად შეიცავდა. იმ პერიოდის სხვა მრავალი ვაქცინისა და მედიკამენტის მსგავსად, ვაქცინა თავიდან გამოიცადა ინტელექტუალური შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებზე, რომლებიც სპეციალიზებულ სახლებში ცხოვრობდნენ — ეს იმიტომ მოხდა, რომ არასათანადო ჰიგიენისა და მათი საცხოვრებლის უკიდურესი სიმჭიდროვის გათვალისწინებით, ისინი ინფექციურ დაავადებების ბევრად უფრო მაღალი რისკის ქვეშ ცხოვრობდნენ.[12]
B ჰეპატიტის ვაქცინა
რედაქტირებაჰილმანმა და მისმა ჯგუფმა გამოიგონეს[6] ვაქცინა B ჰეპატიტის საწინააღმდეგოდ, სისხლის შრატის მკურნალობა პეფსინით, შარდოვანით და ფორმალდეჰიდით. ეს ლიცენზირებული იქნა 1981 წელს, მაგრამ 1986 წელს მოიხსნა შეერთებულ შტატებში, როდესაც იგი შეცვალეს ვაქცინით, რომელიც საფუარში მზადდებოდა. ეს ვაქცინა დღესაც გამოიყენება. 2003 წლისთვის მას 150 ქვეყანა იყენებდა და შეერთებულ შტატებში დაავადების სიხშირე ახალგაზრდებში 95%-ით შემცირდა. ჰილმანი ამ ვაქცინის გამოგონებას თავის ყველაზე დიდ მიღწევად მიიჩნევდა. ღვიძლის გადანერგვის პიონერმა თომას სტარცლმა განაცხადა, რომ
„... B ჰეპატიტის ვირუსის გავრცელების კონტროლი მეოცე საუკუნის განმავლობაში ადამიანის ჯანმრთელობის გაუმჯობესებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წვლილია. მორისმა ორგანოების გადანერგვის სფეროში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დაბრკოლება მოხსნა.[13]“
|
ჰილმანი იყო ვაქცინების შემუშავების ერთ-ერთი ადრეული პიონერი, რომელიც თვლიდა, რომ სიმიანურ ვირუსებს ვაქცინების დააბინძურება შეუძლიათ.[14] ამ ვირუსებიდან ყველაზე ცნობილი გახდა SV40, პოლიომიელიტის ვაქცინის ვირუსული დამაბინძურებელი, რომლის აღმოჩენამ გამოიწვია Salk-ის ვაქცინის გაუქმება 1961 წელს და მისი ალბერტ საბინის პერორალური ვაქცინით ჩანაცვლება. დაბინძურება სინამდვილეში ორივე ვაქცინაში ძალიან დაბალ დონეზე ხდებოდა, მაგრამ იმის გამო, რომ პერორალური ვაქცინის მონელება ხდებოდა და არა ინექცია, მას არ მოჰყვა ინფექციები ან რაიმე ზიანი.
ჰილმანი მსახურობდა მრავალ ეროვნულ და საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოსა და კომიტეტში, აკადემიურ, სამთავრობო და კერძო, მათ შორის ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის შიდსის კვლევის პროგრამის შეფასების ოფისში და იმუნიზაციის ეროვნული პროგრამის იმუნიზაციის პრაქტიკის მრჩეველთა კომიტეტში. მოგვიანებით, ჰილმანი იყო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მრჩეველი. იგი პენსიაზე გადავიდა Merck Research Labs-ის უფროსი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე 1984 წელს 65 წლის ასაკში. შემდეგ ის ხელმძღვანელობდა მერკის ვაქცინოლოგიის ინსტიტუტს, სადაც ის მომდევნო ოცი წლის განმავლობაში მუშაობდა.
გარდაიცვალა 2005 წლის 11 აპრილს, ფილადელფიაში, 85 წლის ასაკში.
მეთოდი და პიროვნება
რედაქტირებაჰილმანი პირდაპირი და ხისტი ადამიანი იყო, რომელიც ამავე დროს მოკრძალებული იყო საკუთარი თავის რეპრეზენტაციაში. არცერთი მისი ვაქცინა ან აღმოჩენა არ ატარებს მის სახელს. იგი თავის ლაბორატორიას სამხედრო ნაწილივით მართავდა, რომელსაც თავად მეთაურობდა. იგი ხშირად იყენებდა უხამსს სიტყვებს, საკუთარი არგუმენტის ჩამოსაყალიბებლად. მისი თანამშრომლები არაჩვეულებრივ ერთგულებას იჩენდნენ მის მიმართ.[6]
მემკვიდრეობა
რედაქტირებაჰილმანი არჩეული იყო აშშ მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის, მედიცინის ინსტიტუტის, ამერიკის ხელოვნებისა და მეცნიერებათა აკადემიისა და ამერიკის ფილოსოფიური საზოგადოების წევრად. 1988 წელს პრეზიდენტმა რონალდ რეიგანმა მას გადასცა საბუნებისმეტყველო მეცნიერების ეროვნული მედალი, ქვეყნის უმაღლესი სამეცნიერო ჯილდო. მან მიიღო პრინც მაიდოლის პრემია ტაილანდის მეფისგან საზოგადოებრივი ჯანდაცვის განვითარებისათვის, ასევე სპეციალური ჯილდო სიცოცხლის მიღწევისათვის მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისგან, მერი ვუდარდ ლასკერის ჯილდო საზოგადოებრივი მსახურებისათვის და საბინის ოქროს მედალი და ცხოვრებისეული მიღწევების ჯილდოები. 1975 წელს ჰილმანმა მიიღო მიღწევების ამერიკული აკადემიის ოქროს ფირფიტის პრემია.[15]
2005 წლის მარტში, პენსილვანიის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის პედიატრიის დეპარტამენტმა და ფილადელფიის ბავშვთა საავადმყოფომ, Merck Company Foundation-თან თანამშრომლობით, გამოაცხადეს მორის ჰილმანის კათედრის დაარსება ვაქცინოლოგიაში.
რობერტ გალომ, აივ ინფექციის თანააღმომჩენმა ერთხელ თქვა:
ჰილმანის გარდაცვალების შემდეგ რალფ ნადერმა დაწერა:
„და თითქმის არავინ იცოდა მისი შესახებ, არ უნახავს ტელევიზორში ან წაიკითხა მის შესახებ გაზეთებში ან ჟურნალებში. მისი ანონიმურობა, მადონასთან, მაიკლ ჯექსონთან, ხოსე კანსეკოსთან ან B კლასის მსახიობების ასორტიმენტთან შედარებით, გვეუბნება რაღაცას ჩვენი საზოგადოებისა და მედიის კონცეფციებზე ცნობილი ადამიანების, არაფერი რომ აღარ ვთქვათ გმირობის კონცეფციების შესახებ.“
|
2007 წელს პოლ ოფიტმა გამოაქვეყნა ჰილმენის ბიოგრაფია, სახელწოდებით „ვაქცინირებული: ერთი ადამიანის ძიება მსოფლიოს ყველაზე მომაკვდინებელი დაავადებების დასაძლევად“.[6]
2008 წლის 15 ოქტომბერს მერკმა ჰილმანის სახსოვრად ვაქცინის წარმოების ცენტრს, დურჰამში, ჩრდილოეთ კაროლინა მორის ჰილმანის სახელობის უწოდა.
დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით Hilleman: A Perilous Quest to Save the World's Children, სადაც ჰილმანის ცხოვრება და კარიერაა ნაჩვენები, გამოვიდა 2016 წელს.[16]
ჰილმანის მეცნიერთა პროგრამა
რედაქტირება2016 წელს, მონტანის სახელმწიფო უნივერსიტეტმა თავის კურსდამთავრებულ ჰილმანის ხსოვნას მიუძღვნა მთელი რიგი სტიპენდიები, სახელწოდებით Hilleman Scholars Program.[17]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Hilleman – A Perilous Quest to Save the World's Children (დოკუმენტური ფილმი მისი ცხოვრების შესახებ)
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Robert Koch Award
- ↑ https://www.robert-koch-stiftung.de/index.php?article_id=16&clang=0
- ↑ https://biologicalsciences.uchicago.edu/lecture-series/ricketts
- ↑ https://www.invent.org/inductees/maurice-ralph-hilleman
- ↑ https://laskerfoundation.org/award/public-service/
- ↑ 6.0 6.1 6.2 6.3 6.4 6.5 Offit, Paul A.. Vaccinated: One Man's Quest to Defeat the World's Deadliest Diseases. ISBN 978-0-06-122796-7.
- ↑ Maurice Hilleman (Obituary). The Telegraph. April 14, 2005.
- ↑ Tulchinsky, Theodore H. (2018). „Maurice Hilleman: Creator of Vaccines That Changed the World“. Case Studies in Public Health: 443–470. doi:10.1016/B978-0-12-804571-8.00003-2. ISBN 9780128045718. PMC 7150172.
- ↑ Poulin, D. L. „Is There a Role for SV40 in Human Cancer?“. Journal of Clinical Oncology: 4356–65. doi:10.1200/JCO.2005.03.7101.
- ↑ World Who's who in Science: A Biographical Dictionary of Notable Scientists from Antiquity to the Present (1968).
- ↑ Newman (2005). „Maurice Hilleman“. დამოწმება journal საჭიროებს
|journal=
-ს (დახმარება) - ↑ Offit, Paul (2008). Vaccinated : one man's quest to defeat the world's deadliest diseases, 1st Smithsonian books paperback, [Washington, D.C.]: Harper Collins, გვ. 24. ISBN 978-0-06-122796-7. OCLC 191245549.
- ↑ Offit (2007). Vaccinated : one man's quest to defeat the world's deadliest diseases. [Washington, D.C.]: Smithsonian Books. ISBN 978-0-06-122796-7.
- ↑ (2004) The Virus and the Vaccine. St. Martin's Press, გვ. 94–98. ISBN 0-312-27872-1.
- ↑ Golden Plate Awardees of the American Academy of Achievement.
- ↑ Hilleman – A Perilous Quest to Save the World's Children. Vaccine Education Center at The Children's Hospital of Philadelphia. ციტირების თარიღი: December 6, 2017
- ↑ MSU Hilleman Scholars Program. Montana State University. ციტირების თარიღი: December 6, 2017.