ადენოვირუსები (ბერძ. αδέναςჯირკვალი და ვირუსი, ლათ. Adenoviridae) — ვირუსების დიდი ჯგუფი. აღმოჩენილია ადამიანის ადენოიდებისა და ნუშურების უჯრედებში, სადაც ადენოვირუსი ხშირად უმოქმედო (ლატენტურ) მდგომარეობაშია. იწვევს სასუნთქი გზების მწვავე კატარს, კონიუნკტივიტს, ენტეროკოლიტს, ატიპურ პნევმონიასა და სხვა დაავადებებს. ცნობილია ადამიანის ადენოვირუსების 30-ზე მეტი ტიპი. აღწერილია მაიმუნის, ხარ-ძროხის, თაგვისა და ფრინველის ადენოვირუსები; ადენოვირუსის ზომაა 70-90 მმკ, შედგება გარეთა ცილოვანი გარსისა და ვირიონის ცენტრში მოთავსებული დეზოქსირიბონუკლეინის მჟავასაგან. ადენოვირუსები კარგად უძლებენ დაბალ ტემპერატურას და ანტიბიოტიკების მოქმედებას. მათი მაავადებელი თვისებები ქრება ულტრაიისფერი სხივების გავლენით.

ადენოვირუსები

ადენოვირუსი მიკროსკოპში
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ვირუსები
ოჯახი:  ადენოვირუსები
ლათინური სახელი
Adenoviridae

ლიტერატურა

რედაქტირება