პნევმოკოკი (ლათ. Streptococcus pneumoniae) (სინ.: დეისკელბაუმის დიპლოკოკი, ფრენკელის დიპლოკოკი, Diplococcus pneumoniae, Micrococcus pneumoniae) — უძრავი ლანცეტისებრი დიპლოკოკი, რომლის სიგრძეა 0,5—1,25 მკმ.

S. pneumoniae-ის უჯრედები ელექტრონული მიკროსკოპის ქვეშ

იგი წარმომადგენელია Streptococcus-ის გვარისა, რომელშიც შედის გრამდადებითი, კატალიზო- და ოქსიდაზოუარყოფითი სფეროსებრი ბაქტერიები (კოკები), რომლებიც არიან ფაკულტატიური ანაერობები, რომელთა ზრდაც ძლიერდება ინკუბაციის ატმოსფეროში ნახშირორჟანგის 5—7 %-მდე გაზრდის შემთხვევაში.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება