A ჰეპატიტი (ასევე ცნობილი, როგორც ბოტკინი) — გადამდები ღვიძლის ინფექცია, რომელსაც იწვევს A ჰეპატიტის ვირუსი.

A ჰეპატიტი

50 წლის ასაკის შემდეგ ადამიანთა 70-90%-ს A ვირუსის მიმართ აღენიშნება. ეს იმაზე მიუთითებს, რომ მოსახლეობის უმრავლესობას A ჰეპატიტი ამა თუ იმ ფორმით აქვს გადატანილი.

გამომწვევი მიზეზი და გადაცემის გზები

რედაქტირება

დაავადების გამომწვევია ჰეპატიტის A ვირუსი, ინფექციის გადაცემის ძირითადი მექანიზმი ფეკალურ-ორალურია, ანუ დაავადება გადაეცემა წყლის, საკვებისა და საყოფაცხოვრებო ნივთების საშუალებით.

 
A ჰეპატიტის გავრცელება 2005

ორგანიზმი ინფიცირდება ვირუსით დაბინძურებული წყლისა და საკვების მიღების დროს. ძალზე მნიშვნელოვანია პირადი ჰიგიენაც. A ჰეპატიტს სხაგვარად „ბინძური ხელების დაავადებასაც“ უწოდებენ. ორგანიზმში მოხვედრილი ვირუსი კუჭ-ნაწლავის ლორწოვანის გზით აღწევს ლიმფურ კვანძებამდე, იქიდან სისხლში ხვდება და უპირველეს ყოვლისა ღვიძლს აზიანებს.

A ჰეპატიტს ახასიათებს პერიოდულობა და სეზონურობა. შემთხვევები მატულობს ზაფხულის მიწირულსა და შემოდგომაზე.

სხვადასხვა ასაკის ადამიანთა მგრძნობელობა დაავადებისადმი განსხვავებულია. ერთ წლამდე ასაკში A ჰეპატიტი თითქმის არ ვითარდება, რაც თანდაყოლილი იმუნიტეტით არის განპირობებული. ინფექციისადმი მგრძნობელობა განსაკუთრებით მატულობს 2-დან 15 წლის ასაკში. დაავადების გადატანის შემდეგ მყარი იმუნიტეტი გამომუშავდება, ამიტომაც განმერობეითი შემთხვევები პრაქტიკულად არ აღენიშნება.

A ჰეპატიტის გადატანის შემდეგ შესაძლებელია B და C ჰეპატიტის ვირუსებით ინფიცირება, ანუ ადამიანი შეიძლება ჰეპატიტის რამდენიმე ვირუსით დაინფიცირდეს.

კლინიკური სურათი

რედაქტირება

საინკუბაციო, ანუ ინიფიცრებიდან დაავადების პირველი ნიშნების გამოვლენამდე, პერიოდი 21-28 დღეა, რომლის შემდეგაც თავს იჩენს დამახასიათებელი სიმპტომები: ადამიანს აციებს, ტემპერატურა 38-40 (1-3 დღე) მატულობს. აღინიშნება სისუსტე, თავის ტკივილი, სხეულის ტეხის შეგრძნება, ხველა, ყელის ტკივილი, რასაც თან ერთვის უმადობა, გულისრევა, ღებინება, სიმძიმის შეგრძნება მარჯვენა ფერდქვეშ მიდამოში (ღვიძლის საპროექციო არე), შეკრულობა და/ან ფაღარათი.

აღნიშნული პერიოდის ბოლოს, რომელიც დაახლოებით 5-7 დღეს გრძელდება, შარდი მუქდება, ხდება ლუდისფერი და ქაფიანი. ყოველივე ამას თან სდევს სიყვითლის გამოვლენა, რომლის ინტენსივობა თანდათან მატულობს.

სიყვითლე თავდაპირველად სკლერებზე, რბილს სასაზე, შემდეგ კი მთელი სხუელისა და კიდურების კანზე ვითარდება. ეს პერიოდი 10-15 დღეს გრძელდება. ვითარდება დაავადებისთვის დამახასიათებელი კიდევ ერთი ნიშანი – აქოლია (განავლის გაუფერულება).

ზემოჩამოთვლილ სიმპტომთა უმრაავლესობა სიყვითლის გამოვენისთანავე სრულიად ქრება, რის შემდეგადაც ავადმყოფი თავს უკეთ გრძნობს.

A ჰეპატიტის დროს სიყვითლე თანდათან ქრება, გადიდებული ღვიძლი და ელენთა კი უფრო ნელა უბურნდება ნორმის ფარგლებს.

დიაგნოსტიკა

რედაქტირება

დიაგნოსტიკა ეფუძნება კლინიკურ მონაცემებს. დიაგნოსტიკის თვალსაზრისით ინფორმაციულია სიყვითლის არსებობა. ექიმი ხელით სინჯავს გადიდებეულ ღვიძლსადა ელენთას. კეთდება სისხლის სეროლოგიური (სპეციპიკური იმუნოგლობულინები) და ბიოქიმიური ანალიზები (სპეციფიკური ფერმენტები), იკვლევენ შარდსაც (ურობილინის შემცვლელობა).

მკურნალობა

რედაქტირება

A ჰეპატიტის მსუბუქი და საშუალო სიმძიმის ფორმით დაავადებულთა უმრავლესობა მედიკამენტოზურ მკურნალობას არ საჭიროებს. საკმარისია ბაზისური თერაპია: წოლითი რეჟიმი.

დიეტა ღვიძლისა და სანაღვლე გზების დაავადების დროს

რედაქტირება

სპეციალურ დიეტას A ჰეპატიტი არ საჭიროებს. რეკომენდებული არ არის ალკოჰოლური სასმელები. A ჰეპატიტის მძიმედ მიმდინარეობისას აუცილებელი ხდება ადამიანის ჰოსპიტალიზაცია.

პროფილატქიკა

რედაქტირება

A ჰეპატიტის პროფილაქტიკისათვის მოწოდებულია ვაქცინაცია, დიდი მნიშვნელობა ენიჭება აგრეთვე ჰიგიენური წესების დაცვას.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • საოჯახო სამედიცინო ენციკლოპედია, მესამე გამოცემა, ISBN 978-9941-19-431-3