მოპტი
მოპტი (ფრანგ. Mopti) — ქალაქი მალის ცენტრალურ ნაწილში.
ქალაქი | |
---|---|
მოპტი ფრანგ. Mopti | |
ქალაქის ბაზარი | |
ქვეყანა | მალი |
რეგიონი (მალი)|მალის რეგიონები|რეგიონი | მოპტი |
კოორდინატები | 14°30′00″ ჩ. გ. 4°12′00″ დ. გ. / 14.50000° ჩ. გ. 4.20000° დ. გ. |
დაარსდა | XIX საუკუნე |
ფართობი | 40 კვადრატული კილომეტრი |
ცენტრის სიმაღლე | 278 მ |
მოსახლეობა | 120 786 კაცი (2009) |
სასაათო სარტყელი | UTC-0 |
ისტორია
რედაქტირებაქალაქი დაარსდა XIX საუკუნეში, თუმცა კუნძულების დასახლება მოხდა გაცილებით უფრო ადრე. იშვიათი რესურსების გამო ქალაქი საკმაოდ მჭიდროდაა გაშენებული, მალის სხვა ქალაქებთან შედარებით აქ მრავლადაა მრავალსართულიანი შენობები. თავდაპირველად კუნძული გაცილებით უფრო პატარა იყო, ვიდრე დღეს. სხვა კუნძულებთან დამაკავშირებელი პირველი ჯებირები აქ გაჩნდნენ XX საუკუნის დასაწყისში. კუნძულების გარშემო და მათ შორის არსებული რაიონები თანდათან შეივსო და ამაღლდა ძირითადად საყოფაცხოვრებო ნაგვის დატკეპნვის ხარჯზე, რომელიც დღეისთვისაც გრძელდება «ძველი ქალაქის» დასავლეთ კიდეზე. 2002 წელს მოპტი იყო მალის ერთ-ერთი ქალაქი, სადაც ჩატარდა აფრიკის ერთა თასის ტურნირის თამაშები. ამ მოვლენის გამო აშენდა დიდი თანამედროვე სტადიონი.
მალის მეოთხე პრეზიდენტი, ამადუ ტუმანი ტურე — ქალაქ მოპტის მაცხოვრებელია.
გეოგრაფია
რედაქტირებაქალაქი მდებარეობს მდინარე ნიგერის და მისი შენაკადის ბანის შეერთების ადგილზე, დაახლოებით 460 კმ-ით ჩრდილო-აღმოსავლეთში ბამაკოდან, ზღვის დონიდან 278 მეტრ სიმაღლეზე[1]. ქალაქი მოპტის რეგიონის ადმინისტრაციული ცენტრია. მოპტი მდებარეობს 3 კუნძულზე, რომლებიც ცნობილია როგორც «ძველი ქალაქი», «ახალი ქალაქი» და «ბანი», ამიტომ ზოგჯერ მას ეძახიან «მალის ვენეციას».
კლიმატი
რედაქტირებაწლის დიდი ნაწილის მანძილზე ამინდი ქალაქში ცხელი და მშრალია, მზიანი დღეების დიდი რაოდენობით. ჰაერის საშუალო დღიური ტემპერატურა ყველაზე უფრო ცხელ თვეებში (აპრილი და მაისი) — აჭარბებდა 40 °C-ს. შედარებით გრილა წვიმიან სეზონში ივნისიდან სექტემბრის ჩათვლით, თუმცა მაინც საკმაოდ ცხელა. მხოლოდ ზამთრის თვეებში (დეკემბერი და იანვარი) ჰაერის საშუალო დღიური ტემპერატურა 32 °C-ზე დაბალია.
მოსახლეობა
რედაქტირება2013 წლის მონაცემებით ქალაქის მოსახლეობის რაოდენობა შეადგენდა 106 262 ადამიანს[2]. ჭარბობენ ისეთი ეთნიკური ჯგუფები, როგორებიცაა ბამბარა, ბოსო, დოგონები, სონგაი და ფულბე[3]. ყველაზე უფრო გავრცელებული ენაა — ფულანი.
ქალაქის მოსახლეობის რაოდენობის დინამიკა წლების მიხედვით:
1976 | 1987 | 2013 |
---|---|---|
53 885 | 74 771 | 106 262 |
ეკონომიკა და ტრანსპორტი
რედაქტირებამოპტი რეგიონის კომერციული ცენტრი და მალის ერთ-ერთი მთავარი პორტია. თევზჭერა, მეცხოველეობა და მიწათმოქმედება (განსაკუთრებით ბრინჯის წარმოება) ასევე მთავარ როლს თამაშობს ადგილობრივ ეკონომიკაში. მოპტი მალის მთავარი ტურისტული ცენტრია.
ბორანი მოპტის აკავშირებს ქალაქებთან ტომბუქტუ, გაო, კულიკორო და ჯენე. საბორნე კავშირი ხორციელდება აგვისტოდან დეკემბრის ჩათვლით, როდესაც მდინარეში წყლის დონე ამის საშუალებას იძლევა. 12-კმ ჯებირი მოპტის აკავშირებს ქალაქ სევარესთან, რომლის გავლითაც გადის ეროვნული ავტომაგისტრალი № 16 — ასფალტირებული ავტოგზა, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს ბამაკოს და გაოს. ამას გარდა, ქალაქ სევარეში ფუნქციონირებს აეროპორტი.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Mopti, ტურისტული მეგზური ვიკივოიაჟზე
- Pictures of Mopti and villages around it
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Mopti, Mali Page. Fallingrain Global Gazetteer. ციტირების თარიღი: 2013-12-28.
- ↑ Mopti. World Gazetteer. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-02-11. ციტირების თარიღი: 2013-02-05.
- ↑ Plan de Sécurité Alimentaire Commune Urbaine de Mopti 2007-2011, Commissariat à la Sécurité Alimentaire, République du Mali, USAID-Mali, 2007, http://www.aec.msu.edu/fs2/mali_fd_strtgy/plans/mopti/mopti/psa_mopti.pdf. წაკითხვის თარიღი: 2017-08-28 დაარქივებული 2012-09-08 საიტზე Wayback Machine. .