ბანი (მდინარე, მალი)

ეს არის გამოქვეყნებული ვერსია, შემოწმებული 16 სექტემბერი 2023. არსებობს შემოუწმებელი რედაქტირება ფაილებში ან თარგებში.
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ბანი.

ბანი (ფრანგ. Le Bani) — მდინარე მალიში, ნიგერის მარჯვენა შენაკადი.

ბანი
ფრანგ. Le Bani

მზის ჩასვლა მდინარის ხედზე
ქვეყანა მალი
სათავე მდინარეების ბაგოესას და ბაულეს შეერთების ადგილი
12°36′20″ ჩ. გ. 6°33′41″ დ. გ. / 12.60556° ჩ. გ. 6.56139° დ. გ. / 12.60556; -6.56139
სათავის სიმაღლე 285 მ
შესართავი ნიგერი
14°31′10″ ჩ. გ. 4°11′57″ დ. გ. / 14.51944° ჩ. გ. 4.19917° დ. გ. / 14.51944; -4.19917
შესართავის სიმაღლე 264 მ
სიგრძე 430 კმ
აუზის ფართობი 101 000 კმ²
დახრილობა 0,05
ბანი (მდინარე, მალი) — მალი
ბანი (მდინარე, მალი)
ბანი (მდინარე, მალი)
— სათავე, — შესართავი
ბანი ვიკისაწყობში

სიგრძე — 430 კმ, მდინარის აუზის ფართობი— 101 000 კმ². ბანი წარმოიქმნება მდინარეების ბაგოესას და ბაულეს შეერთების ადგილას ბამაკოდან 160 კმ-ით აღმოსავლეთში. მდინარის სიგრძე მდინარე ბაულეს სათავიდან მდინარე ბანის შესართავამდე შეადგენს 775 კმ-ს. ბანი მთელ მის სიგრძეზე მიედინება მალის ტერიტორიაზე და ჩაედინება მდინარე ნიგერში ქალაქ მოპტისთან. მდინარის აუზის დაახლოებით 15 % მდებარეობს კოტ-დ’ივუარის ჩრდილოეთ ტერიტორიაზე.

ადგილმდებარეობიდან გამომდინარე ატმოსფერული ნალექების რაოდენობა მდინარის აუზში მერყეობს 500-დან 1500 მმ-მდე წელიწადში.[1] მაგრამ რაოდენობა მკვეთრად სეზონურია — ზოგიერთ წელს ნოემბრიდან აპრილის ჩათვლით შეიძლება მოვიდეს სულ რამდენიმე მილიმეტრი წვიმა.

მდინარე მთავარ როლს თამაშობს ადგილობრივი ფაუნისათვის და მოსახლეობისათვის (სასმელი წყალი, მორწყვა, ნაოსნობა, თევზჭერა). მაგრამ, ხანგრძლივი გვალვები და ზაფხულის ძლიერი კოკისპირული წვიმები გავლენას ახდენენ მდინარის წყლის დონეზე და წყლის ხარჯზე.[2] წყალდიდობისგან ზარალდება დაახლოებით 500 ათასი მაცხოვრებელი, ამიტომ მდინარეზე დაგეგმილია ჯებირების მშენებლობა.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Mahé, Gil (2009), «Surface/groundwater interactions in the Bani and Nakambe rivers, tributaries of the Niger and Volta basins, West Africa», Hydrological Sciences-Journal des Sciences Hydrologiques 54: 704—712, doi:10.1623/hysj.54.4.704
  2. Niger Basin. Douna