მოპტის რეგიონი

მოპტის რეგიონი (ფრანგ. Mopti) — რეგიონი მალიში.

  • ადმინისტრაციული ცენტრი — ქალაქი მოპტი.
  • ფართობი — 79 017 კმ², მოსახლეობა — 2 036 209 ადამიანი (2009 წელი).[1]
რეგიონი
მოპტის რეგიონი
ფრანგ. Mopti
Village du plateau Dogon.jpg
ქვეყანა მალის დროშა მალი
ადმ. ცენტრი მოპტი
კოორდინატები 14°29′54″ ჩ. გ. 3°11′09″ დ. გ. / 14.49833° ჩ. გ. 3.18583° დ. გ. / 14.49833; -3.18583
ფართობი 79 017 კმ²
მოსახლეობა 2 036 209 კაცი (2009)
სიმჭიდროვე 25,77 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი [[UTCUTC+0]]
Mali - Mopti.svg

გეოგრაფიარედაქტირება

მოპტის რეგიონს ჩრდილოეთიდან ესაზღვრება ტომბუქტუს რეგიონი, დასავლეთიდან სეგუს რეგიონი, სამხრეთ-აღმოსავლეთიდან ბურკინა-ფასო.

მოპტის რეგიონის ტერიტორიაზე მომდინარე მდინარე ნიგერი აქ იტოტება რამდენიმე შენაკადად და ქმნის მრავალ პატარა ტბას. თვითონ რეგიონი მდებარეობს საჰელის ზონაში. მოპტის რეგიონში ასევე მდებარეობს მალის ყველაზე უფრო მაღალი მთაჰომბორი.

მოსახლეობარედაქტირება

მოპტის რეგიონში ცხოვრობს დოგონების, სონგაის, ბოსოს, ფულბეს, ბამბარას ხალხი.

რეგიონის ყველაზე უფრო მსხვილი ქალაქებია — მოპტი, ჯენე, დუენტსა.

ადმინისტრაციული დაყოფარედაქტირება

ადმინისტრაციული თვალსაზრისით მოპტის რეგიონი იყოფა 8 ოლქად:

 
მოპტის რეგიონის ადმინისტრაციული რუკა
ოლქი ფართობი,
კმ²
მოსახლეობა,[2]
ად. (2009)
ბანდიაგარა 10 520 317 965
ბანკასი 9 054 263 446
ჯენე 4 563 207 260
დუენტსა 23 481 247 794
კორო 10 937 361 944
მოპტი 7 262 368 512
ტენენკუ 11 297 163 641
იუვარუ 7 139 106 768

ეკონომიკარედაქტირება

მოპტის რეგიონი ХХ საუკუნის 1970-იან — 1980-იან წლებში აფრიკული გვალვების დაწყებამდე იყო სასოფლო-სამეურნეო პროდუქციისა და საკვები პროდუქტების (ბრინჯი, თევზი, პირუტყვი) მსხვილი მწარმოებელი და ექსპორტიორი. დღეისათვის რეგიონი იძულებულია შემოიტანოს საკვები პროდუქტები.

ღირსშესანიშნაობებირედაქტირება

მალის მოპტის რეგიონი ტურისტული დანიშნულების ერთ-ერთი რეგიონია დასავლეთ აფრიკაში. აქ დასათვალიერებლად მდებარეობენ ისეთი ობიექტები, რომლებიც მიეკუთვნებიან იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლებს: ბანდიაგარას ესკარპები და ჯენეს დიდი მეჩეთი.

სქოლიორედაქტირება