მონღოლეთის საგარეო ურთიერთობები

მონღოლეთს დიპლომატიური ურთიერთობები დამყარებული აქვს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წევრ 191 სახელმწიფოსთან, წმინდა საყდართან, პალესტინის სახელმწიფოსთან და ევროპის კავშირთან.[1] მონღოლეთი საგარეო ურთიერთობებში ნეიტრალიტეტისა და მეგობრული ურთიერთობების დამყარებას ცდილობს.

ქვეყნები, რომლებთანაც მონღოლეთს დიპლომატიური ურთიერთობები აქვს დამყარებული

საერთაშორისო ორგანიზაციები

რედაქტირება

მონღოლეთი მრავალ საერთაშორისო ორგანზიაციაშია გაწევრიანებული. მათ შორისაა: აზიის განვითარების ბანკი, ჯგუფი 77, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის აზიისა და წყნარი ოკეანის ეკონომიკური და სოციალური კომისია, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო, სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია, სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია, რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკი, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო, თავისუფალი პროფესიული კავშირების საერთაშორისო ორგანიზაცია, წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო მოძრაობა, საერთაშორისო განვითარების ორგანიზაცია, საერთაშორისო სავალუტო ფონდი, ინტერპოლი, საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაცია, შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი, მიუმხრობლობის მოძრაობა, საერთაშორისო ტელეკომუნიკაციების კავშირი, ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაცია, იუნესკო, გაერთიანებული ერების ორგანიზაცია, მსოფლიო საბაჟო ორგანიზაცია, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაცია და სხვ.

ორმხრივი ურთიერთობები

რედაქტირება

ეგვიპტესა და მონღოლთა იმპერიას შორის ურთიერთობები XIII-XIV საუკუნიდან იწყება.[2] თანამედროვე სახლემწიფოებს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1964 წელს დამყარდა.[3] აფრიკის კონტინენტზე მონღოლეთის ერთადერთი საელჩო კაიროში მდებარეობს.[4] სახელმწიფოებს ორმხრივი თანამშრომლობის შესახებ მრავალი ხელშეკრულება აქვთ დადებული.[5] 2001 წელს მონღოლეთმა ეგვიპტეში პოლიციელები გაგზავნა ანტიტერორიზმისა და ნარკოტრეფიკინგის აღკვეთასთან დაკავშირებულ საწვრთნელ სესიებში მონაწილეობის მისაღებად.[6]

კვიპროსი

რედაქტირება

მონღოლეთსა და კვიპროსს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1973 წლის 19 დეკემბერს დაარსდა. კვიპროსი მონღოლეთში პეკინში მდებარე საელჩოთი, ხოლო მონღოლეთი კვიპროსში სოფიაში მდებარე საელჩოთია წარმოდგენილი.

სინგაპური

რედაქტირება
 
მონღოლეთის საელჩო ტოკიოში

სინგაპურსა და მონღოლეთს შორის ურთიერთობები 1950 წელს დაიწყო, თუმცა დიპლომატიური ურთიერთობები 1970 წელს დამყარდა. სინგაპურის საელჩო ულან-ბატორში მდებარეობს, ხოლო მონღოლეთის საელჩო ― სინგაპურში.

თურქეთსა და მონღოლეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1969 წლის 24 ივნისს დამყარდა.[7] მონღოლეთის საელჩო ანკარაში მდებარეობს, ხოლო თურქეთის ― ულან-ბატორში. ორივე სახელმწიფო მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციისა და აზიის თანამშრომლობის დიალოგის წევრია. 2019 წელს თურქეთსა და მონღოლეთს შორის ვაჭრობის მოცულობა 39.7 მილიონ ამერიკულ დოლარს გაუტოლდა. (თურქული ექსპორტი/იმპორტი: 39.2/0.5 მილიონი ამერიკული დოლარი).[8]

 
მონღოლეთის საელჩო სეულში

კამბოჯასა და მონღოლეთს შორის ურთიერთობები 1960 წლის 11 ნოემბერს დაიწყო.[9] მონღოლეთი კამბოჯაში ვიენტიანში მდებარე საელჩოთია აკრედიტებული, ხოლო კამბოჯა მონღოლეთში პეკინში მდებარე საელჩოთია წარმოდგენილი.

ჩრდილოეთი კორეა

რედაქტირება

მონღოლეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1948 წლის 15 ოქტომბერს დამყარდა. მონღოლეთის სახალხო რესპუბლიკა მეორე სახელმწიფო (საბჭოთა კავშირის შემდეგ) იყო, რომელმაც ჩრდილოეთ კორეა აღიარა.[10] კორეის ომის დროს მონღოლეთი ჩრდილოეთ კორეას ეხმარებოდა, თუმცა ომში პირდაპირ არ ჩართულა.[11]

სსრკ-ჩინეთის განხეთქილების შემდეგ მონღოლეთმა საბჭოთა კავშირის მხარე დაიკავა, ხოლო ჩრდილოეთ კორეა მეტწილად ჩინეთისკენ იხრებოდა, რამაც ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობაზე დიდი გავლენა იქონია. 1980-იან წლებში საბჭოთა კავშირსა და ჩინეთს შორის ურთიერთობების გაუმჯობესების შემდეგ, 1986 წელს მონღოლეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის მეგობრობისა და თანამშრომლობის პირველი ხელშეკრულება დაიდო.[12][13]

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მონღოლეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის ურთიერთობები კვლავ დაიძაბა. 1995 წელს სახელმწიფოებმა მეგობრობისა და თანამშრომლობის ხელშეკრულება გააუქმეს, ხოლო 1999 წელს ჩრდილოეთ კორეამ ულან-ბატორში მდებარე საელჩო დახურა მას შემდეგ, რაც მონღოლეთში ოფიციალური ვიზიტით სამხრეთ კორეის პრეზიდენტი კიმ დე ჯუნი მიიღეს.[12]

ჩრდილოეთი ამერიკა

რედაქტირება
 
მონღოლეთის საელჩო ვაშინგტონში

აშშ-ის მთავრობამ მონღოლეთი 1987 წლის იანვარში აღიარა და პირველი საელჩო ულან-ბატორში მომდევნო წლის ივნისში დააარსა. იგი ფორმალურად 1988 წლის სექტემბერში გაიხსნა. აშშ-ის პირველი რეზიდენტი ელჩი მონღოლეთში რიჩარდ ლ. უილიამსი იყო. პირველი რეზიდენტი ელჩი იოზეფ ი. ლეიქი იყო, რომელიც მონღოლეთში 1990 წლის ივლისში ჩავიდა. 1990 წლის აგვისტოსა და 1991 წლის ივლისში მონღოლეთს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯეიმზ ბეიკერი ეწვია. მონღოლეთის პირველი ელჩი აშშ-ში 1989 წლის მარტში დაინიშნა. 1998 წელს აშშ-ის სახელმწიფო მდივარი მადლენ ოლბრაიტი მონღოლეთს ეწვია, ხოლო 2001 წლის ნოემბერში ვაშინგტონში მონღოლეტის პრემიერ-მინისტრი ნამბარინ ენხბაიარი იმყოფებოდა.

ავსტრალია

რედაქტირება

ავსტრალიასა და მონღოლეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1972 წელს დამყარდა,[14] რომელიც განათლების, სამთო მოპოვებისა[15] და განვითარების მხარდაჭერაზე აკეთებს აქცენტს.[16] მონღოლეთის საკონსულო კანბერაში 1997 წელს გაიხსნა, ხოლო საელჩო 2008 წლის ოქტომბერში გაიხსნა.[17] ავსტრალიის საელჩო ულან-ბატორში 2015 წლის დეკემბერში ამოქმედდა.[18]

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. LIST OF STATES WITH DIPLOMATIC RELATIONS. Ministry of Foreign Affairs and Trade. დაარქივებულია ორიგინალიდან — 22 ივლისი 2011. ციტირების თარიღი: 26 October 2012
  2. M. W. Daly, Carl F. Petry (1998). The Cambridge history of Egypt. Cambridge University Press, გვ. 273ff. ISBN 0-521-47137-0. 
  3. „Mongolian president discusses cooperation with Egyptian counterpart in Cairo“. The Ulaanbaatar Post. 2004-05-03. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-06-10. ციტირების თარიღი: 2007-10-26.
  4. Missions Abroad. Embassy of Mongolia, Washington, D.C.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-10-11. ციტირების თარიღი: 2007-10-26
  5. „Mongolian president discusses cooperation with Egyptian counterpart“. BBC. 2004-05-03. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-07-07. ციტირების თარიღი: 2007-10-26.
  6. „Mongolia: Policemen to be trained in Egypt“. Daily News, Ulaanbaatar. 2001-09-03. ციტირების თარიღი: 2007-10-26.
  7. Relations between Turkey and Mongolia. Ministry of Foreign Affairs. ციტირების თარიღი: 6 October 2020
  8. Economic Relations between Turkey and Mongolia. Ministry of Foreign Affairs. ციტირების თარიღი: 6 October 2020
  9. List of states with diplomatic relations (27 October 2011). ციტირების თარიღი: 6 September 2015
  10. Д.Бямбаа: БНАСАУ-ыг хүлээн зөвшөөрч, дипломат харилцаа тогтоосон хоёр дахь орон нь Монгол en. ციტირების თარიღი: 2021-06-21
  11. 수정 2010.03.28 13:00, 입력 2010 03 28 12:39. (2010-03-28) [박보균의 세상 탐사 몽골 속 북한의 기이함] ko. ციტირების თარიღი: 2021-06-21
  12. 12.0 12.1 „Mongolia, N. Korea sign friendship treaty“. Kyodo. 12 August 2002. დაარქივებულია ორიგინალიდან — 26 October 2007. ციტირების თარიღი: 2007-08-22.
  13. Монгол улс, БНАСАУ-ын харилцааны 70 жил. ციტირების თარიღი: 2021-06-21
  14. Diplomatic Relations. ციტირების თარიღი: 21 August 2017
  15. Kh, Aminaa. Ambassador Paid a Courtesy Call on President. ციტირების თარიღი: 21 August 2017
  16. Mongolia country brief: Australia-Mongolia Relations. ციტირების თარიღი: 21 August 2017
  17. Embassy of Mongolia in Australia დაარქივებული 2012-02-13 საიტზე Wayback Machine.
  18. Trade, corporateName= Department of Foreign Affairs and. Australian Consulate-General in. ციტირების თარიღი: 16 April 2018