მსოფლიო საბაჟო ორგანიზაცია
მსოფლიო საბაჟო ორგანიზაცია — სამთავრობოთაშორისო საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელსაც შტაბ-ბინა აქვს ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში. მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის წევრები არიან მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნის საბაჟო სამსახურები. მსო-ს საქმიანობა ორიენტირებულია საერთაშორისო ინსტრუმენტების განვითარებაზე, კონვენციებზე, როგორიცაა საქონლის კლასიფიკაცია, საბაჟო ღირებულების შეფასება, საქონლის წარმოშობის წესები, საბაჟო მოსაკრებელი, მიწოდების ჯაჭვის უსაფრთხოება, მსოფლიო სავაჭრო პროცედურების გამარტივება, საბაჟო სფეროში სამართლის დარღვევისა და საავტორო უფლებების დარღვევის წინააღმდეგ ბრძოლა, ასევე კორუფციასთან ბრძოლა.
მსოფლიო საბაჟო ორგანიზაცია | |
---|---|
შეიქმნა | 26 იანვარი, 1953 |
ტიპი | სამთავრობოთაშორისო |
წევრები | 182 საბაჟო სამსახური |
ენა | ინგლისური და ფრანგული |
გენერალური მდივანი | კუნიო მიკურია |
ქვეყანა | ბელგია[1] |
http://www.wcoomd.org |
მსოფლიო საბაჟო ორგანიზაცია განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს ინსტუტიციური განვითარების პროგრამებზე, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს რეფორმების განხორციელებას და საბაჟო მომსახურების მოდერნიზებას. მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციამ შეიმუშავა აღწერისა და კოდიფიცირების ჰარმონიზაციული სისტემა, ასევე ახორციელებს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციასთან ორ შეთანხმებას: შეთანხმება „ტარიფებისა და ვაჭრობის შესახებ“ გენერალური შეთანხმების VII მუხლი 1994 წელი (საბაჟო ღირებულების შეფასება) და შეთანხმება განსაზღვრული ქვეყნების საქონლის წარმოშობის წესების შესახებ.
ისტორია
რედაქტირება1947 წელს ვაჭრობისა და ტარიფების გენერალური შეთანხმების მოთხოვნით შეიქმნა სამუშაო ჯგუფი საბაჟო საკითხებთან დაკავშირებით, რომელშიც მონაწილეობდა 13 ქვეყანა. 1950 წელს ამ ჯგუფის მუშაობამ გამოიწვია ბრიუსელის კონვენციის ხელმოწერა, რომლის მიხედვითაც შეიქმნა საბაჟო თანამშრომლობის საბჭო. 1953 წლის 26 იანვარს გაიმართა ორგანიზაციის ინაუგურაცია 17 სახელმწიფოს წარმომადგენლის მონაწილეობით. 1994 წელს საბაჟო თანამშრომლობის საბჭოს ეწოდა მსოფლიო საბაჟო ორგანიზაცია. მისი არსებობის ისტორიის მანძილზე მისი წევრი გახდა 182 საბაჟო სამსახური, რომელიც აკონტროლებს საერთაშორისო ვაჭრობის 98 %-ს.
ორგანიზაციის მიზნები
რედაქტირებამსოფლიო საბაჟო ორგანიზაცია არის საერთაშორისო, საყოველთაოდ აღიარებული საბაჟო ექსპერტიზის გლობალური ცენტრი და ასრულებს წამყვან როლს საბაჟო საქმისა და საბაჟო კანონმდებლობის განხილვაში, განვითარებასა და გაუმჯობესებაში.
ორგანიზაციის მთავარი მიზანია ორგანიზაციის წევრი ქვეყნების საბაჟო სამსახურების ეფექტურობის გაზრდა მათი ეროვნული განვითარების ხელშემწყობი ღონისძიებების გატარებით: ეროვნული უსაფრთხოების განმტკიცება, საგადასახადო კოდექსის გაზრდა და საგარეო ვაჭრობის სტატისტიკის შეგროვება.
ორგანიზაციის მოწყობა
რედაქტირებამსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის სამდივნოს ხელმძღვანელობს გენერალური მდივანი, რომელსაც ირჩევენ ორგანიზაციის წევრები ხუთი წლის ვადით. 2009 წლის 1 იანვრიდან ეს თანამდებობა უკავია იაპონიის წარმომადგენელს კუნიო მიკურიას. უმაღლესი მმართველი ორგანოა საბჭო, რომელიც შედგება ორგანიზაციის წევრებისაგან. საბჭოს მუშაობას ხელმძღვანელობს თავმჯდომარე.